სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ლილიანა |
Dec 27 2007, 11:14 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
"ადამიანს უჭირს სინანული, რადგან არ იცის, რა არის ეს. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ცოდვად ცუდ საქციელს მიიჩნევს. თავის მიერ ჩადენილი რაიმე ცუდი საქციელის გახსენება კი ყველას შეუძლია. ასევე აღიქმება სინანულიც: ადამიანს სინანული ჰგონია აღსარებაში ჩამოთვლა იმისა, რაც მის სინდისს ქენჯნის. ადამიანი მიდის ტაძარში, უამბობს მოძღვარს, რა აწუხებს მის სინდისს, და მართლაც გრძნობს შვებას, მაგრამ მოხდა კი შეერთება ღმერთთან? არა, არ მოხდა. ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე: ვუამბე ჩემს შესახებ, ამიხსნეს, შვება ვიგრძენი. სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში მდგომარეობს"
ბევრს ალბათ გეცნოთ ზემოთ მოყვანილი შემთხვევა იმიტომ რო "ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე" ამ ფრაზით დეკანოზი დიმიტრი საუბრობს თანამედროვე მრევლში არსებულ პრობლემაზე და ხაზგასმით ამბობ რო "ნებისმიერი სამრევლოს მოძღვარი ეჯახება ასეთ პრობლემას: ადამიანს უჭირს სინანული, " წერილი წავიკითხე და ლოგიკურად დამებადა კითხვა თუ სინანული ის არ არის რაც გვგონია მაშინ რა არის და როგორი გზით უნდა მივიდეთ იმ გზამდე რო ჭეშმარიტი სინანული მოვიხვეჭოთ ? თემის გახსნის მიზანი ერთადერთია , მოვიყვანოთ ფრაზები წმინდა მამების რჩვებიდან , სახარებიდან , ქადაგებებიდან იმისათვის რო სინანულის რეალური არსის გამოძიება გაგვიადვილდეს -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
| სოფი |
Jun 21 2008, 08:07 PM
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა სია ის ცოდვა რომელიც გაწუხებს და განიცდი, რომელზეც სინანული გაქვს არასოდეს დაგავიწყდება. თვითონ შენი სინდისი დაგიწყებს გულის ღრღნას სანამ არ შეინანებ მართალი ხარ სანდრო,ამას ჰქვია ჭეშმარიტი სინანული.. ჩემი მოძღვარიც მაგას ამბობს,სია არ უნდა გჭირდებოდეთო.. ციტატა სინანული ალბათ მაშინ იქნება ჭეშმარიტი, როდესაც ცოდვას არა მარტო ვაღიარებთ აღსარებაზე, არამედ სრულიად მოვიძაგებთ და აღარ გავიმეორებთ; ჩვენ კი რას ვაკეთებთ, ძალიან ხშირად ყოველ აღსარებაზე ერთსა და იგივეს ვღეჭავთ... ხო,აი ეგ არი რა აღსარებიდან გამოსულ ადამიანს იგივე ცოდვის ჩადენაზე მეტად სიკვდილი უნდა ერჩიოს - გამიგია ასეთია ჭეშმარიტი სინანულიო. სინანულის ნაყოფი სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო), ჟურნალ "კარიბჭედან".. ძალიან საინტერესოა.. ერთხელ ჩემმა სულიერმა შვილა მკითხა: - მამაო,შეიძლება ღმერთს სიკვდილი ვთხოვო? - რა მოხდა-მეთქი, - ვკითხე. - ცხოვრების მეშინია... ყველაფერზე პასუხის გაცემა მომიწევს... მირჩევნია,ახლა მოვკვდე,ვიდრე მოხუცებულს ცოდვები დამიგროვდეს. - მაშინ ახლავე ბარგი მოამზადე.ნაბიჯი,შეხედვა თუ უქმი სიტყვა სასიკვდინო ცოდვა არ არის.ისინი საშინელია მათთვის,ვინც ამ ცოდვებს ყურადღებას არ აქცევს,ვინც მათ ცოდვადაც კი არ თვლის,არ ინანიებს და არ გამოსწორდება.შენ მაშინვე სთხოვე ღმერთს შენდობა შენი სამკერდე ჯვრის წინაშე, - ასე იქცეოდა ღირსი მარიამ მეგვიპტელი, - შემდეგ ეს ცოდვები აღიარე სულიერი მამის წინაშე და საკუთარ თავს გამოსწორება აიძულე.ნახავ,რომ მათგან კვალიც არ დარჩება.შენ ახლა სიკვდილის უნდა გეშინოდეს,ვიდრე სიცოცხლისა,რადგან თუმცა შეინანე,სინანულის ნაყოფი ჯერ არ გაქვს.სინანულის ნაყოფი უნდა დაიგროვო,სიკვდილისა რომ არ შეგეშინდეს... - ღირსეული სინანულის ნაყოფი რაღაა? - ღირსეული სინანულის ნაყოფნია: ქრისტიანული სათნოებები და კეთილი საქმეები. სახარებაში ბევრს წერენ სინანულის ნაყოფზე. მაგალითად,ლუკა მახარებელი წერს: "ყავი უკუე აწ ნაყოფნი ღირსი სინანულისაი" (ლუკა 3,8).შემდეგ კი გვიხსნის: "რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი,მიეცინ,რომელსა არა აქუნდეს; და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ჰყვენ" (ლუკა 3,11). არის კიდევ სულიერი ნაყოფნი: "შეიმოსეთ უკვე,ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა,წმიდათა საყვარელთა,მოწყალებაი,შეწყნა რებაი,სიტკბოებაი,სიმდაბლე,სი შვიდე,სულგრძელობაი" (კოლას. 3,12-14). უმთავრესი ნაყოფი სინანულისა კი - სიყვარულია (იოანე 15,2-16). მოციქული პავლე წერს: "შეღათუვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწველად და სიყვარული არა მაქუნდეს,არავე სარგებელ არს ჩემდა" (1 კორინთ. 13,3). ქმენით სინანულის ჭესმარიტი ნაყოფნი, "ესე უწოდეთ ჟამნი,რამეთუ აწვე არს ჟამი განღვიძებად ჩვენდა ძაილისაგან" (რომ. 13,11). სინანულის ნაყოფს ჭეშმარიტი სინანული გვაძლევს.ჭეშმარიტი სინანული - ცოდვების გამო გულწრფელ,პირუთვნელ სულის შემუსვრას ნიშნავს. წმინდა წერილში კონკრეტული მაგალითებია მოხმობილი ჭეშმარიტი სინანულისა,რომელმაც საკადრისი ნაყოფი გამოიღო. მაგალითად,ზაქე,გადასახადების არასწორად ამკრეფი. როგორი ნაყოფი გამოიღო სინანულისა? თავისი ქონების ნახევარი დაარიგა და გადამეტებულად დაუბრუნა ყველას,ვისაც ზედმეტი აეღო. წმინდა მარიამ მეგვიპტელი ახალგაზრდობაში ბიწიერ ცხოვრებას ეწეოდა.სინანულის როგორი ნაყოფი გამოიღო? წავიდა უდაბნოში და უბიწოდ ცხოვრობდა. ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ.მაგალითად,გვებრძვის სიამაყე და პატივმოყვარეობა. ვევედროთ ღმერთს,თავმდაბლობა გვიბოძოს. მაგრამ პრაქტიკულად როგორ გარდავქმნათ ჩვენი ცოდვილი ბუნება? უფალს უნდა ვთხოვოთ,ადამიანებმა დაგვამდაბლონ და თუ დიდსულოვნად,უდრტვინველად,გაბ რაზებისა და გაბოროტების გარეშე მივიღებთ მას,ღმერთს მადლობას შევწირავთ,ვილოცებთ ჩვენი მაწყინარებისთვის,ეს იმას ნიშნავს,რომ ჭეშმარიტი სინანულის ნაყოფი გამოვიღეთ. -------------------- "Happiness only real when shared."
|
ლილიანა "სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში Dec 27 2007, 11:14 PM
XAFRAN ლილიანა
ჭეშმარიტი... Dec 29 2007, 03:17 AM
ლილიანა
აქამდე რო მიხვიდე... Dec 29 2007, 10:43 AM
staywhite მე მქონია შემთხვევ... Dec 29 2007, 11:12 AM
მარიამი ლილიანა
მაგ წერილშ... Dec 29 2007, 12:41 PM
მიხეილი მე იქამდე ჯერ არ მი... Dec 30 2007, 03:50 AM
KAIROS
უი :D
სად ვყოფილვარ... Dec 30 2007, 10:20 AM
ლილიანა
მხოლოდ წიტატების ... Dec 30 2007, 01:18 PM
sofi89 ზოგჯერ აღსარებაზე ... Dec 30 2007, 08:28 PM
KAIROS
ოპს, მაგ სიმაღლემდ... Dec 31 2007, 06:21 AM
სოფი ამას წინათ ერთ-ერთ... Jan 30 2008, 11:45 PM
სოფი სინანულზე
ბერი. მე... Jan 31 2008, 12:02 AM
llaasshhaa
ძალიან მომეწონა დ... Jan 31 2008, 02:52 AM
დავით ივერიელი "მონანული ვაჭარი ... Jan 31 2008, 03:04 AM
უჩა აუ მე ყველაზე ძალი... Jan 31 2008, 03:57 AM
neo არასწორი იქნება თქ... Jan 31 2008, 11:01 AM
ლილიანა წმინდა ეგნატე ბრია... Jan 31 2008, 01:51 PM
M.M.
"ადამიანს უჭირს ... Apr 24 2008, 05:45 PM
TikoE გამარჯობათ, ჩემო კ... Apr 24 2008, 09:46 PM
nino_ni
ნამდვილად ძლიერი ... Apr 24 2008, 10:26 PM
kh@tia მეც ძალიან განვიცდ... May 13 2008, 01:59 PM
seminarieli lela ძალიან კარგი თემაა... May 31 2008, 09:17 PM
leluka
მე სინანული არ გა... May 31 2008, 09:36 PM
lch ალბათ წაგიკითხავთ ... Jun 1 2008, 01:08 AM
ალექსანდრე მიტროპოლიტი ანტონ ... Jun 1 2008, 01:45 AM
seminarieli lela ალექსანდრე
ისა და ... Jun 2 2008, 12:11 PM
ალექსანდრე
ალექსანდრე
ისა და ... Jun 3 2008, 12:17 AM
seminarieli lela
ის ცოდვა რომელიც გ... Jun 5 2008, 05:42 PM
veriko7 ნეტა როდის შევძლებ... Jun 21 2008, 09:27 PM
teklikie მე როცა რაიმეც ვინ... Aug 23 2008, 09:51 PM
ciracira ღმერთმა ყველას მოგ... Sep 28 2008, 11:18 PM
milana ეხა
აქ რაც წავიკიტ... Jan 13 2009, 11:49 PM
lela.. სინანული ალბათ ისა... Feb 24 2009, 03:03 PM
XAFRAN მგონი სინანული საე... Feb 24 2009, 10:11 PM
betaneli luka
"ადამიანს უჭირს ... Mar 22 2009, 12:33 PM
betaneli luka როდესაც ეკლესიას ღ... Mar 22 2009, 12:59 PM
betaneli luka ''ვინც ამბობს აღ... Mar 27 2009, 04:58 PM
staywhite betaneli luka
გასაგებია და ... Mar 27 2009, 05:04 PM
betaneli luka
betaneli luka
გასაგებია და... Mar 30 2009, 01:16 AM
betaneli luka ''სინანულს გააჩნ... Mar 27 2009, 05:14 PM
neo
ეს ინტელექტის დონ... Mar 27 2009, 08:03 PM
betaneli luka ზემოთ დაწერილს კიდ... Mar 30 2009, 01:44 AM
betaneli luka და კიდევ ზემოთ ხსე... Mar 30 2009, 02:02 AM
betaneli luka ვაგრძელებთ წმინდა ... Mar 30 2009, 10:53 AM
staywhite betaneli luka
ეს "მეომრებ... Mar 30 2009, 02:15 PM
betaneli luka
betaneli luka
ეს "მეომრებ... Mar 31 2009, 11:27 AM
betaneli luka კიდევ ერთს დავამატ... Mar 31 2009, 03:26 PM
staywhite
betaneli luka
მე ის კი არ მი... Apr 1 2009, 03:16 PM
betaneli luka რაც შეეხება სინანუ... Apr 1 2009, 05:06 PM
აკაკი საიდუმლო სინანული... Jun 17 2009, 12:33 PM
gvanchi სიკვდილის წინ შევი... Jan 30 2010, 08:52 PM
elisabeth სინანულს არარაობი... Feb 11 2010, 03:51 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 06:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი