![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
fotine. |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 28-May 08 წევრი № 4,930 ![]() |
მამაო დამლოცეთ, მაინტერესებს შარვლის ჩაცმა არის თუ არა ცოდვა ქალისთვის, და თუ არის რატომ?აგვიხსენით თუ შეიძლება, ხოლო თუ არ არის ცოდვა, მაშინ რა არის?? და როგორი ცოდვაა შარვლის ჩაცმა, უმკლაო მაიკის ჩაცმა ეკლესიის გარეთ...დამლოცეთ და გმადლობთ
|
![]() ![]() |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
სამოსლის საჭიროება მაშინ დადგა, როცა მადლისაგან განძარცვულებმა ადამმა და ევამ აღმოაჩინეს ხორციელი სიშიშვლე. შემდგომ სამოსელს დაემატა ავდარისა და სიცხისაგან დამცავის ფუნქცია. სამოსლის დანიშნულება არის სხეულის დაფარვა და არა მისი ნაკვთების მომხიბვლელად წარმოჩენა. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მოდის განვითარება დღეს სხეულის არა დაფარვის, არამედ მიმზიდველად წარმოჩენის მიმართულებით მიდის, ანუ იმ გზით, რომელიც კაენის ასულებმა აირჩიეს.
სამოსელთან მიმართებაში ძალიან ცოტას ამბობს კანონი. კანონისა და დოგმის გარდა მორწმუნეები ყოველთვის ხელმძღვანელობდნენ ტრადიციებით. დღეს ტრადიციები გამალებით ინგრევა განმაახლებლური სულით. დასაფიქრებელია არა იმდენად ის, არის თუ არა შარვლის ტარება მისაღები, არამედ მოტივაცია მისი ტარებისა. როცა ადამიანს ეკარგება იმის განცდა, რომ სამოსელმა უნდა დაფაროს სხეული, არ მისცეს საშუალება უცხო თვალს შეეხოს იქ, სადაც არ უნდა ეხებოდეს უცხო ხელი, სამოსლის სახეს მისთვის უკვე მხოლოდ პრაქტიკული მოხერხებულობა განსაზღვრავს. სწორედ ეს აღმატებულობა პრაგმატული მოსაზრებისა სამოსლის ნამდვილ დანიშნულებასა და ტრადიციაზე არის საგანგაშო. ცხადია, არ იგულისხმება სამოსლის ფორმა, არამედ სამოსლისადმი დამოკიდებულება. გამონაკლისად კი შეიძლება ჩავთვალოთ ისეთი შემთხვევები, როცა სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად ადამიანს უწევს შესაბამისი სამოსლის ჩაცმა. ისეთი სამოსლის ტარება, რომელიც არ ფარავს სხეულს, ან საერთოდ არის გამოგწვევი, ნამდვილად არის ცოდვა. თუმცა მორწმუნეთა წუთისოფელთან შემრიგებლურად განწყობილი ნაწილი ასე არ უყურებს. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th September 2025 - 05:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი