![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
აქ ხალხი აშკარად არ ხუმრობს, მართლაც მომეწონა ზოგიერთო ფორუმის სურათები, აშკარაა, რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი თანაფორუმელები არ არიან პროფესიონალები, მაგრამ არც ისე "მოყვარულები" რომ არ ეთქმით ეგ აშკარაა, მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, იქნებ უბრალო სიტყვებით გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილებები, ავხსნათ ზოგიერთი მთავარი ტერმინი, მთავარი თეორიები, და მცირე პრაქტიკული რჩევებიც დავდოთ
![]() აბა გისმენთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
სალლი, მე მოგცემ ერთ ხმას
![]() ძალიან ბევრი მაქვს დასაწერი, უფრო სწორედ ამოსაწერი, მოყვარული ვარ და უამრავი მაქვს სასწავლი, აქ არის ხალხი, ვისაც კარგად ესმის ფოტოგრაფია და მართლაც კარგი იქნება თუკი გამოცდილებას ერთმანეთს გავუზიარებთ, მე ახლახანს ავისრულე ოცნება და CANON 400 D შევიძინე და რაღაც ზღაპრულ სურათებს იღებს, ჯერ კიდევ ვსწავლობ, ჯერ უფრო აპარატს ვენდობი, ვიდრე საკუთარ თავს, შავთეთრზე ცოტა გავბედე და ძალიან ლამაზები გამოვიდა... სურათებს გალერიაში დავდებ, აქ უფრო თეორია, პრაქტიკა და რჩევებზე ვისაუბროთ... მართალია დღეს იტალიის წაგების გამო , ცოტა ვერ ვარ ხასიათზე, მაგრამ ერთი-ორი კარგი სტატია მაქვს კიდევ ბოკედან ( და ძალიან ბევრი მასალა რუსულად და ინგლისურად, ასევე იტალიურად, მაგრამ მარტო 2-3 კაცმა ხომ არ უნდა ვიკითხოთ ![]() ეს რაკურსისა და კუთხის განსხვავების შესახებ: არა მხოლოდ მოყვარულებში, არამად გამოცდილ ფოტოგრაფებშიც საკმაოდ გავრცელდა "რაკურსის", როგორც ტერმინის არასწორი გამოყენების პრაქტიკა. "რა კარგი რაკურსითაა გადაღებული"!, "ავტორს მშვენიერი რაკურსი მოუძებნია" და სხვა მსგავსი ეპითეტები უკვე ტრადიციად იქცა. ეს მოვლენა, რასაკვირველია, დიდი შეცდომაა და, ამიტომაც, გადავწყვიტე ორიოდე სიტყვით შევეხო ამ ტერმინის რაობას. "რაკურსი" ფრანგული სიტყვაა და დამოკლებულს, შემოკლებულს ნიშნავს. თვით ტერმინი კი, გულისხმობს გარე სამყაროზე უჩვეულო, არაბუნებრივ ხედვას, აღქმას. როგორც თქვენთვის ცნობილია, კამერის მდებარეობას გადასაღები ობიექტის მიმართ ახასიათებს 3 პარამეტრი: გადაღების მანძილი, გადაღების სიმაღლე და გადაღების კუთხე. ობიექტთან ძლიერ მიახლოებისა და შესაბამისი ვერტიკალური კუთხის აღებისას "მუშაობას" იწყებს წრფივი პერსპექტივის კანონები - ვერტიკალური პარალელები ვიწროვდება, ხოლო ობიექტის სიგრძე ვიზუალურად მოკლდება, შენობა თითქოს თავზე გვეცემა რაკურსით გადაღება ეს არის ერთ-ერთი ხერხი იდეისა და შინაარსის შესაბამისად, სპეციალურად მივიღოთ რისამე ტრანსფორმირებული გამოსახულება, ამისათვის კი, დახრის კუთხის გარდა აუცილებელია გადაღების წერტილი ძალიან ახლოს იყოს ობიექტთან. გადაღების მცირე მანძილი და კუთხე აუცილებლად მოგვცემს რაკურსს გადაღების მხოლოდ ასეთი მეთოდით მიღებული გამოსახულება წარმოადგენს რაკურსს მადლობა კახას! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 12:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი