მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
A L U B A L A |
Dec 1 2006, 09:15 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
მამა გაბრიელი(ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს,თბილისში თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში,წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.მამა ადრე რაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ.დედა,შემდგომში მონაზონი ანა,გარდაიცვალა 200 წლის 26 აპრილს,დაკრძალულია წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში.ძმა ადრევე გარდაეცვალა,ჰყავდა ორი და.ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში.მეზობელი ჟენია ქობალაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას:,,ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში,არ მახსოვს მისთვის მასწავლებელს შენიშვნა მიეცა,დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას.მისი ერთადერთი გართობა ეს იყო.რომელი დღეები არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს,ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა.შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა.ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა,მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
მამა გაბრიედმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება და სწორედ ამ ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები თავის საეკლესიო ცხოვრებაში. 1965 წლის პირველ მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12 მეტრიანი სურათი დაწვა,რის გამოც იგი ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს.დაკითხვაზე მან განაცხადა]:,,ეს ჩავიდინე იმისთვის,რომ რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი,რას დაგიწერიათ ,,დიდება ლენინს",კაცს რად უნდა დიდება,უნდა ეწეროს ,,დიდება ქრისტე ღმერთს''.ამ სიტყვებმა საგამოძიებო ოგანოებში ეჭვი დაბადა,რის გამოც იგი გადაგზავნილი იყო ფსიქიატრიულ შემოწმებაზე.მან დაახლოებით ერთი თვე დაჰყო ფსიქიატრიულში იმიტომ,რომ ღმერთის სწამდა(!). მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული მოუვლინა ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ.მისი სასწაულმოქმედი ზეთის წყალობით მრავალი ადამიანი განიკურნა უკურნებელი სენისგან. თქვენ რას ფიქრობთ მამა გაბრიელზე და თქვენ თავზე თუ გამოგიცდიათ მისი სასწაულებრივი ძალა? |
მხევალი ნინო |
Jan 10 2007, 10:31 AM
პოსტი
#22
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ციტატა მე არ ვიცი წმინდანია თუ არა მამა გაბრიელი (იგი ჯერ კანონიზირებული არაა) ამიტომაც ვიტყი: აცხონოს უფალმა მისი სული და თუ წმინდანია შეგვეწიოს მისი მადლი იცი რა? კანონიზირება ზუსტად აღნიშნე, ეს ჩვენ აქ დარჩენილები ვახდენთ წმინდანის კანონიზირებას, თორემ უფალთან ის უკვე მართალია და წმინდანიც. რაც შეეხება მის წმინდანად კანონიზირებას, გეთანხმები არაფერი საჩქარო არ არის, არ უნდა ასე გადარევა. მაგის დროც დადგება. ალბათ ძალიან გვიყვარს სასწაულები და იმიტომ ვჩქარობთ ასე. არ ვიცი, პირადა მე არ მეჩქარება. მტავარია ბერმა მისი მისია შეასრულა და მართლად წარდგა უფლის წინაშე. ჩვენ როდის მივანიჭებთ ტტიტულს მისთვის ალბათ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს. ისედაც გვეწევა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი