IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მადლი, ღმერთია?
მნათე
პოსტი Feb 7 2007, 10:15 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ყოველი მორწმუნე დღის რაციონში, დიდი წარმატებით მოიხმარს ამ სიტყვას smile.gif მაგრამ ოდესმე ღრმად თუ ჩაძიებიხართ, მართლაც და რას წარმოადგენს მადლი?

კონტექსტი რომლითაც სავარაუდოდ ეს სიტყვა მოგვისმენია, არასაღვთისმეტყველო და ხშირად ხალხურია biggrin.gif

'ცოდვა მადლი' - თითქოს ამ გამოთქმით, ანტიპოდური მხარეები იკვეთება, შესაბამისად მადლში, სათნოებას-მოვიზარებთ.

არის თუ არა ეს ასე?


ზურაბ ეკალაძე, თავის აპოლოგიაში ორ პრობლემას უსვამს ხაზს:

"1. თუ ვაღიარებთ, რომ ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი არსის იგივეობრივია (ავუსტინე წერდა: „ყოველივე რაც კი ღმერთშია - მის არსს წარმოადგენს“) და ეს არსი სამყაროსადმი ტრანსცენდენტურია, ვღებულობთ დეიზმს ონტოლოგიაში და აგნოსტიციზმს გნოსეოლოგიაში, ე.ი. ღმერთის ისეთ არსებად მოიაზრება, რომელიც აბსოლუტურად მიღმა მყოფია, არ ერევა სამყაროს მართვაში, ადამიანის, ბუნების და საზოგადოების ცხოვრება საკუთარი კანონზომიერებით ვითარდება და ადამიანს ღვთისკენ მიმავალი ყველა გზა მოჭრილი აქვს. მას შეუძლია მხოლოდ თეორიულად გააჩნდეს წარმოდგენა ღმერთის იდეის შესახებ. რელიგია კი ადამიანის ღმერთთან ცოცხალ კავშირს გულისხმობს, ამიტომაც იყო, რომ დეიზმი, როგორც მიმდინარეობა (ლორდი ჩერბერი, ჯ.ტოლანდი, ა.შეფსტბერი, ა.კოლინზი - ინგლისში, ვოლტერი, ნაწილობრივ რუსო - საფრანგეთში, ლესინგი - გერმანიაში) იოალად გადაიზარდა ე.წ. „განმანათლებლების“ ათეიზმში.

2. იმ შემთხვევაში, თუ ღმერთს სამყაროსადმი იმანენტურად ჩათვლით, მაშინ გარდაუვალია პანთეიზმი - ღმერთი სამყაროს, ბუნების იგივეობად ცხადდება. პანთეიზმი კი საბოლოოდ აუცილებლად ორ შედეგს გვთავაზობს - ან ათეიზმს, ან აკოსმიზმს, ე.ი. ხდება ბუნების გააბსოლუტურება და მასში ღმერთის ცნების წაშლა (მატერიალიზმი), ან პირიქით - ბუნება ილუზიად ცხადდება და ყოველივე უპიროვნო ღვთაებრივ არსში იკარგება (ინდური სისტემები). მიუხედავად იმისა, რომ დეიზმი უფრო პროტესტანტიზმის წიაღში წარმოშობილი მსოფლმხედველობაა, მის წინამორბედად სწორედ გრიგოლ პალამას მოწინააღმდეგე და ღვთაებრივი ენერგიების ქმნილებად გამომცხადებელი ვარლაამ კალაბრიელი გვევლინება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადამიანს ძალუძს მხოლოდ სიმბოლური წამოდგენა ჰქონდეს ღმერთზე და არა მასთან რეალური ურთიერთობაო. რაც შეეხება პანთეიზმს, მისი იდეების იოანე სკოტ ერიუგენადან მოყოლებული უხვად ასაზრდოებდა კათოლიკურ სქოლსატიკას, რისი ნათელი დადასტურებაცაა, ერთი მხრივ, პანთეისტი ეპისკოპოსის ნიკოლოზ კუზანელის ფილოსოფია და მეორე მხრივ, კათოლიკური ე.წ. „სპეკულაციური მისტიკა“, რომელმაც თავისი განვითარება ყველაზე მეტად გერმანიაში ჰპოვა (მაისტერ ეკჰარტი, იოანე რუისბრუკი და სხვები) (4)."



ანუ ორ რამეს ვეჯახებით:

ღმერთი სრულიად ტრანსცენდენტული არსით,
მაგრამ ამავდროულად სამყაროში მყოფი, შეუქმნელი ენერგიებით რომელსაც მადლს ვუწოდებთ და რომელიც თავად ღმერთია unsure.gif

შეცდომას ვუშვებ?

მაინტერესებს მადლის მოქმედებსი საკითხი, მწვალებლებში... ყველაზე მეტად კათოლიკეებში biggrin.gif


აბა ჰე მცოდნეებო smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
agmsarebeli
პოსტი Jun 23 2008, 04:59 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



განსხვავებულია ღვთის არსი და მისი ენერგიები(მადლი), ისევე როგორც განსხვავდება მზეში დისკო და სხივი , თუმცა ვერავინ იტყვის რომ სხივი დისკოს კუთვნილება არაა. ჩვენ თანაზიარება გვაქს ღვთის ბუნებასთან(არსთან) , ანუ ღმერთთან მადლის (ენერგიების )მეშვეობით, რაც გამოიხატება მოქმედებებში. წაიკითხეთ ჯურნალი ''ხვამლის'' ნომრები და იქ ნახავთ ამაზე მთლიან პასუხს. წმ. მაქსიმე აღმსარებელი და წმ, გრიგოლ პალამა წერს ამაზე. შემიძლია ერთი თხზულება დავდო აქ გრიგოლ პალამასი და გადახედეთ.

წმინდა გრიგოლ პალამა

წმინდა მთის ტომოსი მემყუდროეთა შესახებ

(იმათ წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი გამოუცდელობისა და წმინდანებისადმი ურჩობის გამო უგულებელყოფენ სულიწმინდის საიდუმლო მოქმედებებს, გამოუთქმელად რომ იმოქმედებიან სულით მცხოვრებთა შორის და საქმეთაგან რომ ცხადდებიან, თუმცა კი სიტყვებით ვერ წარმოვაჩენთ მათ)

ამჟამად გავრცელებული, საზოგადოდ ყველასათვის ცნობილი და თავისუფლად ქადაგებული დოგმატები საიდუმლონი იყო მოსეს რჯულისა, სულიწმინდით წინასწარგანცხადებულნი მარტოოდენ წიასწარმეტყველთათვის. ის სიკეთენი, წმინდანებისადმი რომ არის აღთქმულნი სამერმისო საუკუნეში,_საიდუმლონია სახარებისებრ მოღვაწეობისა, რაც გადაეცათ და წინასწარ გაეცხადათ მათ, რომლებიც ღირსნი გახდნენ სულისმიერი მჭვრეტელობისა, თუმცა კი მათაც ზომიერად, თითქოს წინდის სახით.
ისევე, როგორც ვინმე იმჟამინდელი იუდეველთაგანი, თუკი უმადლოდ მოისმენდა იგი წინასწარმეტყველთა ნათქვამს,_რომ სიტყვა და სული თანამარადიულია და საუკუნეთა უწინარესი,_ალბათ, ყურებსაც კი დაიხშობდა, რადგან ჩათვლიდა, რომ ისმენდა იგი კეთილმსხურების მიერ აკრძასლულ და კეთილმსახურთაგან აღიარებული სწავლების საწინააღმდეგო გამონათქვამებს, საწინააღმდეგოს, კერძოდ, ამ სწავლებისა :,,უფალი, ღმერთი შენი, უფალი ერთი არს’’ (მარკ. XII 19), _ ჩანს, ამჯერადაც იგივე შეემთხვევა მას, ვინც უკრძალველად ისმენს სულიწმინდის საიდუმლოებებს, შეცნობილთ მარტოოდენ სათნოების გზით განწმენდილთათვის. თუმცა, როგორც მაშინდელ წინასწარმეტყველებათა ახდომამ ცხადთან თანხმიერად წარმოაჩინა იმჟამინდელი საიდუმლონი და აწ გვწამს მამა, ძე და წმინდა სული, ღმრთეება სამგვამოვანი, ერთი მარტივი ბუნება, შეუდგენელი, შეუქმნელი, უხილავი, მოუაზრებელი,_მსგავსადვე, რაჟამს თავის დროზე გამოცხადდება სამერმისო საუკუნე, _ გამოუთქმელი ცხადჩენისებრ ერთი ღმერთისა სამ სრულ გვამოვნებაში_ყველასათვის ნათელი გახდება, რომ თანახმიერია ცხად საქმეებთან ამჟამინდელი საიდუმლონიც.
გვმართებს განვჭვრიტოთ ისიც, რომ თიმცა ღმრთეების სამგვამოვნება მოგვიანებით გაცხადდა ქვეყნის კიდემდე, არანაირად არ დაუზიანებია იგი ერთმთავრობის შესახებ სწავლებას; პირიქით, ზედმიწევნითაც შეიცნობოდა, თვით საქმეთა ახდომამდე, იმჟამინდელ წინასწარმეტყველთაგან, და კეთილშეწყნარებულიც იყო იმ პირთა მიერ, წინასწარმეტყველთ რომ მაშინ ყური უგდეს.
სწორედ ასევე, არც ამჯამად ვართ უმეცარნი აღსარების სიტყვებისა იმ საქმეთა შესახებ, რაც ცხადსიტყვიერადაც ქადაგებულა და წინასწარაც სულის მიერ საიდუმლოდ გაცხადებულა ღირსეულთათვის.
ერთნი, რომლებიც თვით გამოცდილებით არიან იდუმალგანსწავლულები,_ ისინი, ვინც განუდგნენ ქონების ხვეჭას, კაცთა დიდებას, სხეულთა უკეთურ გულისთქმებს და ამასთან, განამტკიცეს ეს განდეგილობა, დაემორჩილნენ რა ქრისტესეულ ასაკამდე მიღწეულთ, რადგან მყუდროებაში განუბნევლად მიაყურადეს თავის თავსა და ღმერთს, აუმღვრეველი ლოცვით კი თავისი თავის ზემოთ იქმნენ და იქმნენ ღმერთში,_ესენი მისდამი (ღვთისადმი) ზეგონებრივი საიდუმლო ერთობის გზით ზეგონებრივთა შესახებ იდუმალგანისწავლნენ; ხოლო მეორენი იდუმალგანისწავლნენ ამგვარ კაცთა მიმართ კრძალვით, რწმენით და სიყვარულით.
ასევე განვისწავლებით ჩვენც, ვისმენთ რა დიდი დიონისეს მიერ გაიოსისადმი მეორე ეპისტოლეში თქმულს, რომ ,, ღვთის ღმერთმყოფელი საბოძვარია ღმეთობა, ღმერთმთავრობა, კეთილმთავრობა, და გვჯერა, რომ ამ მადლის მბოძებელი ღმერთი ამ ღმერთობაზე უზემოესია. რამეთუ ღმერთი არ განიცდის მრავალგვარობას (არცთუ ორად იტყვის ვინმე ამ წესით ღმრთეებას’’.
საღვთო მაქსიმე, წერს რა მელქისედეკის შესახებ, ასაბუთებს, რომ უქმნელია ეს ღმერთმყოფელი მადლი ღვთისა და რომ მარადმყოფია იგი მარადმყოფი ღვთისაგან. სხვაგანაც ხშირად უწოდებს მას უშობელ და გვამოვან სინათლეს, ღირსეულთათვის ჩენილს (როდესაც კი ისინი ღირსნი ხდებიან), არათუ მაშინ შექმნილს. თვით ამ სინათლეს იგი სახელდებს ,,ზეგამოუთქმელი დიდების სინათლედ’’ და ,,ანგელოზთა სიწმინდედ’’.
დიდი მაკარი კი უწოდებს მას ,,უსხეულოთა საზრდოს’’, ,,საღთო ბუნების დიდებას’’, ,,სამერმისო საუკუნის მშვენებას’’, ,,საღვთო და ზეციურ ცეცხლს’’, ,,გამოუთქმელ და გონისმიერ სინათლეს’’, ,,სულიწმინდის წინდს’’, ,,სიხარულის წმინდამყოფელ ზეთს’’.
ამიტომ, ვინც მესალიანელებად შერაცხავს და ორღმერთიანებად უწოდებს მათ, რომლებიც ღვთის ამ ღმერთმყოფელ მადლს შეუქმნელად, უშობელად და გვამოვნად ამბობენ, ასეთმა ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს, იცოდეს, რომ ღვთის წმინდანთა მოწინააღმდეგეა იგი და თუ არ მოინანიებს, თავის თავს განაგდებს ცხონებულთა სამემკვიდრეოსაგან, განეშორება რა .წმინდანთა ერთ და მხოლო ბუნებით ღმერთს.
ხოლო ვისაც სწამს, იჯერებს და თანახმიერია წმინდანებისა, ვინც არ იმიზეზებს ცოდვათამიერ მიზეზებს და არ უკუაგდებს ცხადად თქმულს, ასეთი ვინმე, როგორც უმეცარი (რადგან არ იცის მან საიდუმლოს გვარი), ნუ იუკადრისებს ძიებასა და მცოდნეთაგან სწავლებას, რადგან გაიგებს იგი, რომ არათუ არაფერი აქვს შეუსაბამო საღვთო სიტყვებსა და საქმეებს, არამედ უაღრესი საჭიროებისანიც არიან ისინი, რომელთა გარეშე არანაირად არ ექნება მდგრადობა არაფერს, არცთუ საერთოდ ღმრთისმშვენი იქნება საიდუმლო.
ვინც განაჩინებს, რომ მხოლოდ ბაძვითა და მოთვისეობით, სულიწმინდის ღმერთმყოფელი მადლის გარეშე, აღესრულება ღვთისადმი სრული ერთობა (იმათ მსგავსად, რომლებსაც ერთნაირი ჩვევები და ურთიერთის სიყვარული აქვთ) ანუ ვისთვისაც ღვთის ღმერთმყოფელი მადლი მარტოოდენ ბაძვით შეთვისებული ნათვისობაა გონების მქონე ბუნებისა და არა ზებუნებისეული და გამოუთქმელი გაბრწყინება, არა საღვთო მოქმედება, უხილავად ხილული და მოუაზრებლად შემეცნებული ღირსეულთა მიერ, იცოდეს ასეთმა ვინმემ, რომ ჩავარდნილია იგი (არც კი იცის, ისე) მესალიანელთა ცდომილებაში, რადგან თუკი განღმრთობა ბუნებისეული ძალის მიხედვით იქნება და თუ იგი (განღმრთობა), ჩვეულებრივ, ბუნების საზღვრებში თავსდება, მაშინ ყოვლად აუცილებლად ბუნებით ღმერთი გახდება განღმრთობილი.
ამიტომ, ნუ შეეცდება ასეთი ვინმე, საკუთარი ცდომილება თავს მოახვიოს მათ, რომლებიც მყარად დგანან, და ამით ბიწიერჰყოს უბიწონი სარწმუნოებით, არამედ დაიმდაბლოს მან აზრმაღლობა და ისწავლოს გამოცდილთაგან ანთუ გამოცდილთა მიერ განსწავლულთაგან, რომ ყოვლითურთ შეუცავია ღმრთეების მადლი. არ არის ძალა ბუნებაში მისი დამტევი, რადგან მაშინ იგი უკვე მადლი კი აღარ იქნებოდა, არამედ ბუნებისეული ძალის მოქმედების გაცხადება. და თუ განღმრთობის დატევნითი ძალისებრ მოხდებოდა განღმრთობა, აღარც საკვირველი იქნებოდა ეს მოვლენა. შესაბამისად, სამართლიანად ჩაითვლებოდა განღმრთობა ბუნების საქმედ და არა ღვთის საბოძვარად, რის გამოც ამგვარი ვინმე (განღმრთობილი) ბუნებით ღმერთად ყოფნას შეძლებდა და საკუთრივ ასეც იქნებოდა წოდებული, რამეთუ არათუ სხვა რამ არის თითოეული არსთაგანის ბუნებითი ძალა, არამედ მოქმედებისაკენ ბუნების ურღვევი მოძრაობა. შესაბამისად, როგორღა გამიჯნავდა თავისი თავისაგან განღმრთობა განღმრთობილს? თუკი ბუნების საზღვრებში შეიცვება იგი (განღმრთობა), მაშინ აღარ ვიცი, როგორ გავიაზრო ეს გამიჯვნა.
ამიტომ, ღვთის მადლი უზემოესია ბუნებაზეც, სათნოებაზეც, ცოდნაზეც და ეს ყველაფერი, წმინდა მაქსიმეს თანახმად, უსასრულოდაა მისგან განშორებული, რამეთუ ყველა სათნოება და ჩვენთვის შესაძლებელი მიმბაძველობა ღვთისადმი ღმერთთან ერთობისათვის შეამზადებს მათ მფლობელს, ხოლო თვით გამოუთქმელ შეერთებას მადლი სრულმოქმედებს, რადგან ღვთის მადლის მიერ ღმერთი გადადის ღირსეულებში, მთლიანი_მთლიანებში, ხოლო ღვთის წმინდანები გადადიან ღმერთში, მთლიანნი მთლიანად მთლიანში, იწყნარებენ რა ღმერთს, მთლიანს, ნაცვლად საკუთარი თავისა, და მოიპოვებენ თავად ღმერთს, მხოლოს, როგორც მისკენ ზეაღსვლის რამ ჯილდოს,_ღმერთს, რომელიც შემოეზრდება მათ, როგორც საკუთარ ნაწილებს, ვით სული სხეულს და ღირსჰყოფს მათ, რომ მყოფობდნენ მასში.
ვინც ამტკიცებს, რომ მესალიანელები არიან, რომლებიც გონებას გულში ან ტვინში უჩენენ ადგილს, იცოდეს ასეთმა ვინმემ, რომ ბოროტად ესხმის თავს წმინდანებს, რადგან დიდი ათანასე სულის მოაზროვნეობას ( ) ტვინის შიგნით მყოფად ამბობს, ხოლო მაკარი, სიდიადით ნაკლები როდია, გონების მოქმედებას გულში ათავსებს. მათთან თანხმიერია თითქმის ყველა წმინდანი. საღვთო გრიგოლ ნოსელი, რომელიც ამბობს, რომ გონება, როგორც უსხეულო, არც სხეულის შიგნითაა, არც სხეულის გარეთ, არ უპირისპირდება ზემორე წმინდანებს, რადგან ისინი სხეულის შიგნით მყოფად ამბობენ გონებას, როგორც მასთან შეკავშირებულს. ასე რომ, სხვაგვარად ამბობენ რა ამას, არანაირად არ არიან მასთან უთანხმოებაში, რადგან არც იმას, ვინც ამბობს, რომ ღმერთს არა აქვს ადგილი ანდა რომ უსხეულოა იგი, არ ეწინააღმდეგება ის, ვინც ამბობს, რომ გარკვეულ დროს ღვთის სიტყვა ქალწურებრივი და ყოვლად უბიწო საშოს შიგნით იმყოფებოდა, როგორც იქ ჩვენს თბესთან გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ზებუნებრივად შეკავშირებული.
ვინც ამბობს, რომ თაბორზე მოწაფეებისადმი გამოელვებული სინათლე იმგვარი ჩვენება და სიმბოლოა, რაც ჩნდება და უჩინარდება, და რომ არათუ საკუთრივად ჰგიეს იგი და ყოველგვარ შემეცნებაზე უზემოესად, არამედ_როგორც უფრო დაბალი შემეცნების მოქმედება, ასეთი ვინმე აშკარად წმინდანთა აზრების საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რადგან ესენი ქების სიტყვებშიც და ნაშრომებშიც უწოდებენ მას გამოუთქმელს, შეუქმნელს, მარადიულს, უდროოს, მიუახლებელს, უსაზომოს, განუზომელს, შემოუსაზღვრელს, უხილავს (ანგელოზებისათვისაც და ადამიანებისთვისაც), პირველსახოვან მშვენიერებას, უცვლელს, დიდებას ღვთისას, ქრისტეს დიდებას, სულიწმინდის დიდებას, ღმრთეების სხივს და სხვა ამგვარს, რამეთუ ამბობენ, რომ იდიდება ხორცი შეერთებისთანავე და და სხეულის დიდებად ხდება ღმრთეების დიდება. მაგრამ ხილულ სხეულში მყოფი დიდება დაუნახავი იყო მათთვის, რომლებიც ვერ დაიტევდნენ მას, რაც ანგელოზთათვისაც უხილავია.
ამრიგად ფერს იცვლის იგი. არათუ იმას იღებს, რაც არ იყო, არამცთუ იმად გარდაიქმნება, რაც არ იყო, არამედ რაც იყო, იმით გამოუჩნდება თავის მოწაფეებს, თვალებს უხსნის რა მათ და ქმნის რა ბრმათაგან მხედველთ. და თუმცა თვით ჰგიეს იგივეობაში, აწ ხილულად გამოუჩნდა მოწაფეებს, ადრე ჩენილისაგან განსხვავებულად, რადგან თავად არის ჭეშმარიტი ,,მშვენიერება დიდებისა’’.
და გაბრწყინდა იგი, როგორც მზე, თუმცა მკრთალია ეს შედარება, რადგან შეძლებელია დაუკლებლად გამოიხატოს ქმნილებაში ის, რაც შეუქმნელია
ვინც ამბობს, რომ შეუქმნელია მხოლოდ არსება ღვთისა და არა მისი მარადიული მოქმედებანი (რომელთა მიერ აღემატება კიდეც იგი ყველას, ისე როგორც ყოველგვარ ნამოქმედარს_მისი მოქმედი), _ისმინოს ასეთმა ვინმემ წმინდა მაქსიმეს თქმული:
,,ყველა უკვდავი და თვით უკვდავება, ყველა ცოცხალი და თვით სიცოცლე, ყველა წმინდა და თვით სიწმინდე, ყველა სათნო და თვით სათნოება, ყველა კეთილი და თვით სიკეთე, ყველა არსებული და თვით ყოფიერება,_ყოველივე ეს, ცხადია, საქმეა ღვთისა, თუმცა პირველთა არსებობა დროშია დაწყებული, რადგან იყო ოდესღაც დრო, როდესაც არ იყვნენ, ხოლო მეორეთა არსებობა დროში არ დაწყებულა, რადგან არ ყოფილა ოდესმე დრო, როდესაც არ იყო სათნოება, სიკეთე, სიწმინდე, უკვდავება’’.
კიდევ:
,,სიკეთე და ყველაფერი, რაც კი რამ სიკეთის ცნებაში თავსდება, და მარტივად, ყოველი ცხოვრება, უკვდავება, სიმარტივე უცვლელობა, უსაზღვროება,_საერთოდ, რაც ღვთის შესახებ არსობრივად განიჭვრიტება,_საქმეა ღვთისა, დროში არ დაწყებული, რადგან არსებობა უხუცესი როდია სათნოებაზე ანუ სხვა რამ ზემოთქმულზე, თუმცა კი მათთან წილმქონეთა არსებობა, თავის მხრივ, დროშია დაწყებული’’.
დაუსაბამოა ყველა სათნოება, არა აქვს რა მას ჟამი თავის თავზე უხუცესი, რადგან მხოლოდდამხოლოდ ღმერთი ჰყავს საკუთარი არსებობის მარადიულ მშობლად, რომელიც განუზომელი განუზომლობით ზეგანეშორება ყველა არსებულს, წილმქონესაც და წილქონებულდსაც.
ამათგან ისწავლონ, რომ ყველაფერი ღვთივ დაარსებული ჟამიერი როდია, არამედ დაუსაბამოა ზოგი მათგანი. ამ სწავლებას არანაირად არ არღვევს მოძღვრება იმის შესახებ, რომ ერთადერთია ბუნებით დაუსაბამო,_სამობითი მხოლოობა და თავისთავადი ზებუნებისეული სიმარტივე. ასევე გონებაც, თუკი იმ ზებუნებისეული განუყოფლობისათვის მკრთალ შედარებას მოვიტანთ, არანაირად არ არის შედგენილი მასში შთანერგილი აზრების გამო.
ვინც არ ეთანხმება იმას, რომ სულიწმინდისეულ ნიჭთა მიერ, რაც საღვთოდ წარმატებულთა სულშია, სხეულში სულისმიერი მიდრეკილებანი შთაიბეჭდება, ამასთან, ვინც უვნებლობად (განცდებისაგან განთავისუფლებად) ამბობს ვნებადობის (განცდისმიერობის) თვისობრივ სიკვდილს და არა მის თვისობრივ მოქმედებას უმჯობესისაკენ, როდესაც იგი (ვნებადობის ანუ განცდის უნარი) მთლიანად უკუიქცევა უკეთურთაგან და მიიქცევა კეთილისაკენ,, განიშორებს რა უკეთურ ნათვისობებს და გამდიდრდება რა კეთილთაგან,- ასეთი ვინმე, თავისი მოსაზრების შესაბამისად, უარყოფს იმასაც, რომ არსთა უხრწნელ საუკუნეში სხეულითურთ იქნება მყოფობა.
ამგვარად, თუკი მაშინ (სამერმისოდ) სულთან ერთად სხეულიც იქნება წილმქონე გამოუთქმელი სიკეთეებისა, ცხადია, რომ იგი (სხეული), დატევნისებრ, ახლაც თანაწილმქონეა იმ მადლისა, რაც ღვთის მიერ საიდუმლოდ და გამოუთქმელად ეწყალობება განწმენდილ გონებას, და ისიც (სხეულიც) განიცდის საღვთო საქმეებს მისთვის შესაფერისად, როდესაც სულის ვნებადობა (განცდისმიერობა) არათუ თვისობრივად კვდება, არამედ გარდაიქმნება და განიწმინდება და არის რა იგი საზიარო სხეულისა და სულისა, თავისი თავის მიერ განწმენდს სხეულის მიდრეკილებებსა და მოქმედებებს. რამეთუ, წმინდა დიადოქოსის თანახმად, იმათი გონება, რომლებიც სამერმისო სიკეთეთა სასოებით განეშორნენ ცხოვრების სიამტკბილობებს, უზრუნველობის გამო მძლავრად მოძრაობს და თვით შეიგრძნობს რა საღვთო და გამოუთქმელ სიტკბოებას, საკუთარი წარმატების შესაბამისად სხეულსაც მიუბოძებს სიტკბოების ნაწილს, ხოლო ასეთ დროს სულში და სხეულში შთანერგილი სიხარული უცთომელი მოგონებაა უხრწნელი ცხოვრებისა.
სხვა სინათლის აღქმა სჩვევია გონებას, სხვა სინათლისა_გრძნობას. ეს უკანასკნელი ითვისებს გრძნობად სინათლეს, რითაც გრძნობადნი, როგორც გრძნობადნი წარმოჩნდებიან, ხოლო სინათლე გონებისა არის აზრებში მდებარე ცოდნა.
ამრიგად, არათუ ერთი და იმავე სინათლის აღქმა სჩვევია მხედველობას და გონებას, არამედ შესაბამისად თავისი ბუნებისა და ბუნებისეულთა შორის მოქმედებს თითოეული მათგანი.
როდესაც ღირსეულნი მათი გრძნობითა და გონებით კეთილმონაწილენი ხდებიან სულიერი და ზებუნებისეული მადლისა და ძალისა, ისინი, დიდი გრიგოლ ღვთისმეტყველისებრ რომ ვთქვათ, ყოველგვარ გრძნობასა და ყოველგვარ გონებაზე უზემოესთ უჭვრეტენ, როგორც ეს უწყის მარტოოდენ ღმერთმა და აგრეთვე, მათ, რომლებიც ამგვართა მოქმედების ქვეშ არიან.
ეს გვისწავლია წერილისაგან, ეს მიგვიღია ჩვენი მამებისაგან, ეს შეგვიცვნია მცირე გამოცდილებით, ეს არის ის, რაც მღვდელმონაზონთა შორის უპატიოსნესმა ძმამ ჩვენმა, უფალმა გრიგოლმა დაწერა სამღვდელოდ მემყუდროეთათვის, და რასაც, როგორც წმინდანთა გადმოცემებისადმი ზედმიწევნით მიდევნებულს, წამკითხველთა დასარწმუნებლად ხელს ვაწერთ:

პროტოსი წმინდა მთის ღირს მონასტერთა მღვდელმონაზონი ისააკი.
წინამძღვარი ღირსეული სამეფო და წმინდა ლავრისა, თეოდოსი მღვდელმონაზონი.
ხოლო ჰქონდა ხელმოწერა იბერთა მონასტრის წინამძღვრისა თავის ენაზე.
წინამძღვარი ბატოპედის ღირსეული და სამეფო მონასტრისა, მღვდელმონაზონი იოანიკიოსი.
ხოლო წქონდა ხელმოწერა სერბთა მონასტრის წინამძღვრისა თავის ენაზე.
უნარჩევესმა მღვდელმონაზონმა ფილოთეოსმა, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.
მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესი დასულიერი მოძღვარი ესფიგმენის ღირსეული მონასტრისა, აფილოქე.
მღველმონაზონთა შორის უუნდოესმა გერასიმემ, ვნახე რა და წავიკითხე ღვთისმოყვარეობით დაწერილნი და მივიღე რა, ხელი მოვაწერე.
უუნდოესმა ბერმა და მონაზონთა შორის უნარჩევესმა მოსემ, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.
მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესი და სულიერი მოძღვარი ბატოპედიისა თეოდოსიოსი.
წინამძღვარი კუტლუმუსის წმინდა მონასტრისა თეოსტერიქტოს მღვდელმონაზონი.
ცოდვილმა გერონტი მარულელმა, ღირსეული ლავრის ბერთა შორის შერაცხილმა, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.
მონაზონთა შორის უნარჩევესი კალისტე მუძალონი.
მონაზონთა შორის უნარჩევესმა და უნდომ, გრიგოლ სტრაბოლანკადიტელმა, თითქოსდა მემყუდროემ, ვცნობ და ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.
მაგულას სკიტის ბერთაგანმა და მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესმა ესაიამ, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.
მონაზონთა შორის უნარჩევესი მარკოზ სინელი.
მაგულას სკიტის ბერი და მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესი კალისტე.
ჰქონდა, აგრეთვე, სირიელი მემყუდროე ბერის ხელმოწერა თავის ენაზე.
მონაზონთა შორის უნარჩევსი სოფრონი.
მონაზონთა შორის უნარჩევესი იოასაფი.
იერისის და წმინდა მთის მდაბალმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ვარ რა ნასაზრდოები წმინდა მთის და მამათა გადმოცემებით და ვადასტურებ რა, რომ აქ ხელისმომწერ რჩეულთა მიერ მთელი წმინდა მთა ეთანხმება ზემოთქმულს და ხელს აწერს, მეც დავეთანხმე და დავბეჭდე რა, ხელი მოვაწერე. და ამასაც, ყველასთან ერთად, მივაწერ, რომ ვინც არ ეთანხმება წმინდანებს, როგორც ვეთანხმებით ჩვენ და ჩვენზე მცირედით უწინარესი მამები, ჩვენ მის ზიარებას არ შევიწყნარებთ.



''ხვამლის'' ნომრები ბევრი არ არის 2005, 2006 ,2007 წლის ნომრები შეგიძლიათ შეიძინოთ ლესელიძეზე არსებულ საეკლესიო მაღაზიებში.

მადლი ვლინდება მოქმედებებში. სათნოებებში. ანუ მრავალგვარია მისი გამოვლინება. გაიხსენეთ თაბორის ნათელი ისიც არის ღვთის შეუქმნელი ენერგია, რითაც შემოსილი იყო ქრისტე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   მადლი   Feb 7 2007, 10:15 PM
KAIROS   :) მაგიჟებს ეს მნათ...   Feb 8 2007, 05:51 AM
გუჯა   :) მაგიჟებს ეს მნათ...   Feb 8 2007, 05:58 AM
გლახა   მადლი ეს არის დაუმ...   Feb 8 2007, 10:27 AM
მხევალი ნინო   არამორწმუნე ადამი...   Feb 8 2007, 10:37 AM
მნათე   აჰა, დამავალებ :)   Feb 8 2007, 01:50 PM
მხევალი ნინო   რატომღაც დავივიწყ...   Feb 12 2007, 11:40 AM
მნათე   მოკლედ ასე ფორმულ...   Feb 12 2007, 02:26 PM
მხევალი ნინო   KAIROS ქაიროს შენ სად...   Feb 12 2007, 03:43 PM
shota1   ვეფხისტყაოსნის მი...   Feb 12 2007, 03:47 PM
kato_Bato   ვეფხისტყაოსნის მი...   Feb 12 2007, 03:57 PM
shota1   :) ცუდად მახსოვდა   Feb 12 2007, 04:10 PM
kato_Bato   :) ცუდად მახსოვდა ...   Feb 12 2007, 04:23 PM
marine   "მ ა დ ლ ი ის არის, ...   Feb 22 2007, 02:50 PM
დათიკო   "მადლი - როგორც ძვ...   Feb 22 2007, 03:04 PM
დათიკო   მოდით ახლა ვნახოთ ...   Feb 22 2007, 04:26 PM
დათიკო   Можно сказать, что преподан...   Feb 22 2007, 04:47 PM
დათიკო   Тогда как евр. хен означает ...   Feb 22 2007, 05:25 PM
დათიკო   ნახეთ რა კარგადაა ...   Feb 22 2007, 06:46 PM
ninca   საინტერესოდ აქვს ...   Mar 19 2007, 08:49 PM
marine   "მადლის შესახებ ლ...   Apr 3 2007, 02:39 PM
მნათე   სნეულთა მკურნალი ...   Apr 3 2007, 02:40 PM
marine   მნათე მნათუშკა, ეს ...   Apr 3 2007, 03:11 PM
მნათე   ამაზე კი უფლის შეს...   Apr 3 2007, 03:16 PM
marine   "კაცი მადლსა და წ...   Jun 20 2008, 04:49 PM
marine   "ყველაფერს, რაც შ...   Jun 23 2008, 12:01 PM
agmsarebeli   განსხვავებულია ღვ...   Jun 23 2008, 04:59 PM
agmsarebeli   არადა რა კარგი თემ...   Aug 25 2008, 04:21 PM
agmsarebeli   "ღვთის ღმერთმყოფ...   Sep 1 2008, 01:59 AM
agmsarebeli   არადა რა კარგი თემ...   Jan 24 2010, 09:15 PM
ნონა   მაინტერესებს მადლ...   Jan 24 2010, 10:03 PM
marine   "უფალს ჩვენი არც ...   Nov 14 2014, 10:00 PM
marine   "ვინც მადლს ეზიარ...   Mar 24 2015, 08:42 PM
marine   "ცოდვასთან ბრძოლ...   Mar 24 2015, 09:30 PM
marine   "მადლითა ღმრთისა...   Apr 24 2015, 09:49 PM
marine   "ღმერთი მადლს თავ...   Apr 27 2015, 08:21 PM
marine   "რამდენადაც გაუხ...   Apr 28 2015, 10:09 PM
marine   "მადლად ის იწოდებ...   May 12 2015, 04:08 PM
Zukazuka314   Madli ars chemi azrit samebis erterti piris ...   May 13 2015, 09:15 PM
marine   "ადამიანი რაც მეტ...   May 23 2015, 11:10 PM
marine   "მადლი შეიყვარებ...   May 24 2015, 07:10 PM
marine   "უფლის სასოებით დ...   May 25 2015, 06:48 PM
marine   "მადლი თუ გაქვს მ...   Jun 21 2015, 01:45 PM
marine   "მადლის მნიშვნელ...   Jul 18 2015, 10:32 PM
marine   "უფლის მადლი ფარა...   Jul 22 2015, 11:41 AM
marine   "მხოლოდ უფლის მად...   Jul 24 2015, 11:00 PM
marine   "მადლის განსაკუთ...   Aug 2 2015, 09:38 PM
marine   "უმადლოდ დარჩენი...   Aug 2 2015, 09:56 PM
marine   "როცა გონება კაცი...   Aug 3 2015, 04:17 PM
marine   "მადლის მოძიების ...   Aug 3 2015, 09:11 PM
marine   "საჭირო დროს და ს...   Aug 6 2015, 11:11 PM
marine   "ღვთივმობერილი მ...   Aug 8 2015, 09:32 PM
marine   "საკმაოდ ციოდა, მ...   Sep 7 2015, 04:26 PM
marine   "მადლი ანთებულ კო...   Sep 14 2015, 03:51 PM
marine   "კურთხევა ზეციურ...   Sep 17 2015, 09:54 PM
marine   "თუ დაკვირვებიხა...   Sep 25 2015, 08:26 PM
marine   "ადამიანი ცოდვილ...   Oct 1 2015, 06:18 PM
marine   „ზეგარდმო მადლცხე...   Oct 3 2015, 07:18 PM
marine   "განათლება ღვთის...   Oct 7 2015, 11:04 PM
marine   "მამა იულიანეზე გ...   Oct 8 2015, 10:24 PM
marine   "მთელი სიცოცხლე ა...   Oct 12 2015, 08:15 PM
marine   "ვგრძნობდი, რომ ა...   Oct 15 2015, 07:58 PM
marine   "მადლი ტოვებს ამ ...   Oct 16 2015, 12:18 PM
marine   "ისეთი სულიერი მა...   Oct 18 2015, 08:02 PM
marine   "ამგვარი ღვაწლის ...   Oct 19 2015, 11:16 PM
marine   "მას იცავდა რწმენ...   Oct 20 2015, 09:09 PM
marine   "-რას ნიშნავს კარ...   Oct 24 2015, 09:58 PM
marine   "ღვთის მადლის ნათ...   Nov 18 2015, 06:47 PM
marine   "გარდამეტებული ღ...   Nov 19 2015, 12:08 PM
marine   "შინაგანი ცხოვრე...   Dec 5 2015, 02:27 PM
marine   "სადაც მადლი არ ა...   Dec 23 2015, 09:59 PM
marine   "ღვთიური მადლი ეს...   Dec 27 2015, 01:44 PM
marine   "მადლმა იგი მარავ...   Dec 30 2015, 12:58 PM
marine   "სკოლის მოწაფეს გ...   Dec 31 2015, 11:33 AM
marine   "მადლი ერთისგან გ...   Jan 2 2016, 08:00 PM
marine   "კართაგენის კრებ...   Jan 14 2016, 07:13 PM
marine   "მადლი ღმერთის ბუ...   Jan 15 2016, 01:34 PM
marine   "მამა არსენი [კაპ...   Feb 5 2016, 10:45 PM
marine   "თუმცა ის დაფარულ...   Feb 8 2016, 05:40 PM
marine   „ძალუძს შეისრუტოს ...   Feb 8 2016, 06:00 PM
marine   „ღვთის მადლი რეზერ...   Feb 8 2016, 11:09 PM
marine   "მადლი ჩვენთვის ი...   Feb 11 2016, 11:16 PM
marine   "თუ საკუთარ სულში...   Feb 24 2016, 10:39 PM
marine   "მოკრძალება დიდი ...   Mar 11 2016, 10:26 PM
marine   "ცოდვების დანახვ...   Mar 12 2016, 12:56 PM
marine   "მადლმა ფერი უცვა...   Mar 30 2016, 06:10 PM
marine   "მადლმოსილი კაცი ...   Apr 8 2016, 11:48 AM
marine   "ლოცვისას ისეთმა ...   Apr 27 2016, 11:55 AM
marine   "უფლის მადლი შეიძ...   Apr 30 2016, 01:52 PM
marine   "ისეთი მადლი იყო ...   May 2 2016, 11:09 AM
marine   "როდესაც დიდი მად...   May 10 2016, 09:20 PM
marine   "მადლის გარეშე ად...   May 10 2016, 11:10 PM
marine   "ერთ-ერთი ყველაზე...   May 16 2016, 09:38 PM
marine   "მისი წმინდა ნაწი...   May 27 2016, 12:33 PM
marine   "მასზე ღვთაებრივ...   May 28 2016, 03:33 PM
marine   "როცა ღმერთი კაცი...   Jun 13 2016, 11:49 AM
marine   "წმიდა კაცი უფრო ...   Jun 17 2016, 10:22 PM
marine   "მადლი მხოლო ჭეშმ...   Jun 22 2016, 11:42 AM
marine   "იგი მარტოოდენ მა...   Jul 15 2016, 10:47 PM
marine   "წმინდა მამები ში...   Jul 19 2016, 10:16 AM
6 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 06:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი