IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ზნეობრივი და სულიერი ღირებულებები, თანამედროვე ქართულ მწერლობაში...
ქეთუ
პოსტი Mar 18 2008, 05:11 AM
პოსტი #1


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



რას ფიქრობთ? ვისაუბროდ ზოგადად თანამედროვე ქართულ მწერლობაზე, რა აზრის ხართ? რამდენად ახლოს დგანან თუ დაშორდნენ თანამედროვე ქართველი მწერლები ქართულ ფენომენს, რა ადგილი უჭირავს ზნეობრივ და სულიერ ღირებულებებს, ეროვნულ ფასეულობებს მათ შემოქმედებაში. რა არის თანამეოდროვე ლიტერატურის ძირითადი ამოცანა, პრობლემები და შეფასებები...

მოკლედ ვთვლი რომ საინტერესო თემაა...

ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, გოდერძი ჩოხელი, გურამ რჩეულიშვილი ოთარ ჩხეიძე.........
ამ დიდებული ადამიანების და მათი შემოქმედების ფონზე ალბათ რთულია თუმცა არც თუ ისე უინტერესო ვისაუბროთ სხვებზეც... ბესიკ ხარანაული, ზვიად რატიანი, სულ სულ ახლებიდან დავით ყანჩაშვილი..........

იორიკი განსაკუთრებით ძალიან მიყვარს, რაღაც განსხვავებული გამორჩეული წერის მანერა აქვს, თანაც საოცრად თბილად და საოცრად ღრმად შინაარსიანად წერს.
არის უამრავი რაღაც რაც ამ ახლების შემოქმედებაში არათუ არ მომწონს, მაღიზიანებს კიდეც....
თუმცა რაც კარგია იმასაც ვერ დავუკარგავთ...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Jun 23 2008, 06:37 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ნუ რა კარგი თემაა ჩავარდნილი:

ახლა ვკითხულობ დათა თუთაშხიას და გადავწყვიტე კარგი ნაწყვეტები აქ დავდო, თორემ ძალიან დაიჩაგრა ეს თემა...

ციტატა
რვა საათი იქნებოდა, სამსახურში დავბრუნდი, კაბინეტში შევედი, მაგრამ ისე, რომ კანცელარიაზე არ გამივლია, უკანა კარიდან შევედი და, ჩანს, ჩემი მისვლა გამგეს და ზარანდიას შეუმჩნეველი დარჩათ.

– გამოგართვათ ის ოქროს თუმნიანი? არ უთქვამს, მე არაფერი ჩამიდმიაო? – მოისმა ცოტა ხნის მერე კანცელარიის გამგის ხმა.

– გამომართვა. დარცხვენილი იყო, – მიუგო ზარანდიამ.

– ჰმ, დარცხვენილი! დარცხვენილი კი არა, შეფიქრიანებული იქნებოდა; ალბათ, ეცოტავა და იმიტომ მიბრუნებსო, – თქვა კანცელარიის გამგემ.

– არ ვიცი. შეიძლება, ასეც იყოს.

– არ უნდა დაგებრუნებინათ!

– როგორ? – გამოელაპარაკა ზარანდია.

– უბრალოდ. არ უნდა დაგებრუნებინათ!

– არ შეიძლება.

– შეიძლება. ხაზინა მათხოვრულ ჯამაგირს რომ გიხდით, შეიძლება?: ჯამაგირი გყოფნით? - გამგემ ჩაახველა და ზარანდიას პასუხს დაელოდა.

ისეთი ჯამაგირი არ არსებობს, კაცს რომ ეყოს. კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს. რაც მეტს მოგცემენ, მით მეტი მოგინდება. ჯამაგირიკი არ არის დიდი და პატარა, მადაა დიდი და პატარა.

კანცელარიის გამგემ, ჩანს, დროზე ვერაფერი მოიფიქრა და კარგა ხნის შემდეგ თქვა:

– თქვენ, უფალო, მადა ჯამაგირზე სამჯერ მეტი გქონიათ!

– მაგაზე არ დავფიქრებულვარ. რაში მატყობთ?

– იმაში, რომ თქვენი ჯამაგირი არ გყოფნით და აქ კვირაში სამჯერ, საღამოობით, თვეში თუმნად კალამს აწრიპინებთ.

ზარანდიამ გულიანად გაიცინა:

– მე ამ თუმნისთვის არ ვმუშაობ, დრო მრჩება, ხომ უნდა გამოვიყენო რამეში?

– თქვენი ნათქვამიდან ისე გამოდის, რომ ფულის გულისთვის არ მუშაობთ. მაშ, ხუთ მანეთადაც იმუშავებდით, არა?

– არა, ხუთ მანეთად არ ვიმუშავებდი!

– მაშ, რას იზამდით?

– თუმნიან სამსახურს მოვძებნიდი.

– თუმანი, რა, ავგაროზია?

– არა, ჩემი ძირითადი ჯამაგირი და კიდევ ერთი თუმანი ის თანხაა, რომელიც საშუალებას მაძლევს, სამსახურისგან თავისუფალი დრო, ანუ კვირაში დანარჩენი ოთხი საღამო და კვირადღე, პირადი საჭიროებისთვის გამოვიყენო. მეორე მხრივ, ის დრო, რომელსაც მუშაობას ვანდომებ, თუმანი ღირს და არა ხუთი მანეთი.

– ხი, ხი, ხი, საოცარი თეორიაა, ღმერთმანი! მაგ სიბრძნის ნყაროს ხომ არ დამისახელებთ, მოწყალეო ხელმნიფევ?

– როგორ არა, მაგრამ სხვა დროს იყოს. – ზარანდიამ საუბრის გაგრძელებისგან თავი შეიკავა.

– ახლავე ხომ არ აჯობებდა?

– ინებეთ: ძველქართული საერო მწერლობა და ღმრთისმეტყველების ზოგიერთი წყარო.


საინტერესო ადგილია ძალიან ხელფასის და ადამიანის დამოკიდებულობის შესახებ, სადაც შრომაც ფასედება და ადმაიანიც თავისუფლაი რჩება მისი ზედმეტი გავლენისგან.....

ეს კი ტუტუცებზე და თავხედებზე biggrin.gif

საინტერესოა ძალიან...

ციტატა
თურმე თავხედებად იმდენნი არ იბადებიან, რამდენნიც მერე ხდებიან. თვითონ კი არ ხდებიან, ჩვენ ვაქცევთ თავხედებად: ქალი იქნება თუ კაცი, – შაფათავას ცოლისთანა ტუტუცი, – ერთხელ ინსტინქტურად რომ ჩაიდენს თავხედობას და ამას მორიდებული, ხათრიანი კაცის მიმართ იზამს, ეს კაცი, თავისი ზნეობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, თავხედობას შეარჩენს. მეორედ სხვა სიტუაციაშიც შეიძლება ასე გამოუვიდეს. მესამედაც. ტუტუცი კია, მაგრამ მიხვდება, – თავხედობა ცხოვრებას აადვილებსო, და სიკვდილამდე თავხედი იქნება. ბავშვს ჰკითხეს, რა გატირებსო? გამიდის და ვტირიო!

ახლა პირიქით ვნახოთ: ტუტუცს დღეს არ დაუთმეს გზა თუ რაც არის, და თავხედობა არ გაუვიდა. ხვალაც ასე მოხდა. ეგ იქნებ ისეთსაც გადაეყაროს, რომ თავხედობისთვის მიუზღოს კიდეც. როგორი ტუტუციც უნდა იყოს ადამიანი, ბოლოს და ბოლოს, თავხედობაზე ხელს აიღებს და სამარემდე წესიერი კაცი იქნება.

პარადოქსია. თავხედურს თავხედი იზამს. თავხედთან კი ასე ნაზად მოქმედი საშუალებებით, ვფიქრობ, ვერაფერს გახდება კაცი. მიუხედავად ამისა, ჩემი მასპინძლის თვალსაზრისში მაინც არის ერთგვარი, ჩემთვის გაუგებარი ჭეშმარიტება და ცხოვრებისადმი აქტიური დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინება.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ქეთუ   ზნეობრივი და სულიერი ღირებულებები   Mar 18 2008, 05:11 AM
ქეთუ   ალბათ ცოტა უცნაურო...   Mar 18 2008, 05:23 AM
KAIROS   ჩვენი ჭკვიანი :) მო...   Mar 18 2008, 08:36 PM
ქეთუ   KAIROS უღრმესი მადლობა...   Mar 19 2008, 03:19 AM
ქეთუ   ეს თემა მომენატრა......   Apr 4 2008, 06:17 AM
taicko   მომწონს დოჩანაშვი...   Apr 4 2008, 01:22 PM
severus snape   გამარჯობა.. სასიამ...   Apr 7 2008, 02:01 AM
ქეთუ   severus snape ველი მოუთმენ...   Apr 7 2008, 02:13 AM
severus snape   ქეთუ ნოუ პრაბლემ.. ...   Apr 7 2008, 02:18 AM
ქეთუ   severus snape გაიხარე :) კი, ...   Apr 7 2008, 02:35 AM
severus snape   ქეთუ :D :D :D :D :D ასეთ მი...   Apr 7 2008, 02:39 AM
ქეთუ   [b]ქეთუ :D :D ასეთ მიხვ...   Apr 7 2008, 02:44 AM
severus snape   ქეთუ ისევ გეთანხმ...   Apr 7 2008, 02:47 AM
ქეთუ   severus snape კი სხვათაშორ...   Apr 7 2008, 03:24 AM
KAIROS   ძალიან კარგი, ეს თე...   May 3 2008, 07:51 PM
KAIROS   ნუ რა კარგი თემაა ჩ...   Jun 23 2008, 06:37 PM
marine   "ისე გაუმართა გურ...   Nov 10 2016, 01:09 PM
marine   "მთაწმინდის პანთ...   Oct 27 2017, 11:46 AM
marine   „ნამდვილი ლიტერატ...   Dec 13 2017, 08:05 PM
marine   "ჭეშმარიტი მწერლ...   Dec 31 2017, 09:16 PM
marine   "გურამიშვილის მი...   Jul 4 2018, 07:43 PM
marine   "შემოქმედება - თა...   May 18 2020, 08:48 PM
marine   "კარგი წიგნის წერ...   May 18 2020, 09:02 PM
marine   "მწერლობა - გადაკ...   May 18 2020, 09:35 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 03:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი