![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
სანამ უშუალოდ სათქმელზე გადავიდოდე, მეტად დამაფიქრებელ სახარებისეულ ციტატას შემოგთავაზებთ:
"ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით" (ფილ. 2, 12-13) ალბათ ყველას მოგისმენიათ არაჩვეულებრივი საგალობელი "დავიღალე" რომელიც საკუთარ დაღლილობაში მოუხმობს ქრისტეს, ეს გალობა იმ გაკოტრებული ადამიანისაა, ვინც აღმოაჩინა, რომ საკუთარი ძალებით არ შეუძლია ქრისტესთან მისვლა, ვინც შეიცნო ადამიანური მოქმედებებისა და შესაძლებლობების უსუსურობა სრულყოფის გზაზე და დაბეჩავებულს აღმოხდა - არაფერი შემიძლია, მოდი ჩემთან იესო... მაგრამ ძალიან უცნაურია, ერთის მხრივ ჩვენ გვევალება სრულყოფა, და რახან გვევალება ე.ი გარკვეული სახის მოქმედებაც გვაქვს შესასრულებელ;"შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად"; "აღძარით და მიიტაცეთ ღვთთის სასუფეველი" მაგრამ რა არის ჩემი გასაკეთებელი, თუ ყოველივე რაც "ჩემია" სინამდვილეში ეკუთვნის ღმერთს? თუ ადამიანს სურვილი მიეცით, მოქმედებაც თავისი სათნოებით, გზაზეც გაიყვანეთ და სახლშიც დააბინავეთ, სახნისიც მიეცით და სამკალიც განა გვქნება იმის თქმის საფუძველი, რომ მანაც გააკეთა რაღაც? ჩვენს გონებაში ღმერთი და ადამიანი ერთდროულად მუშაობს, რას აკეთებს თითოეული მათგანი? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
პირველ რიგში ადამიანის მთავარი გასაკეთებელია არჩევანის უნარი რომელიც უფალმა მიანიჭა და რომელსაც არ ეხება უფალი და ეს არჩევანი ადამიანს ყოველწამიერად,წუთიერად და აშ.უწევს.
ციტატა ჩვენს გონებაში ღმერთი და ადამიანი ერთდროულად მუშაობს, რას აკეთებს თითოეული მათგანი? სწორია როცა ადამიანი თავისი შეძლების მაქსიმუმს აკეთებს და ამასთან მთელს სასოებას უფალზე ამყარებს და რაც გააკეთა არაფერს მიიჩნევს თავისად. ადამიანი რაც უფრო წარემატება ქრისტიანულ ცხოვრებაში მით უფრო მეტ ნიჭებს აძლევს უფალი ადამიანს:გულმხურვალე ლოცვა,სინანული,საკუთარ ცოდვათა დანახვა,სიმშვიდე,სიყვარულის უნარი და სხვა და ადამიანი კიდევ და კიდევ უფრო უნდა წარემატებოდეს მათში,რადგანაც ისინი უსაზღვროა და არა ისე მოიქცეს რომ ამპატრტავნებაში და ცოდვებში ჩავარდნილმა ყველაფერი დაკარგოს.თუმცა ადამიანის ცხოვრება სულ დაცემა ადგომაა მაგრამ ისე არ უნდა დაეცეს მერე ვეღარ ადგეს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 06:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი