![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
სანამ უშუალოდ სათქმელზე გადავიდოდე, მეტად დამაფიქრებელ სახარებისეულ ციტატას შემოგთავაზებთ:
"ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით" (ფილ. 2, 12-13) ალბათ ყველას მოგისმენიათ არაჩვეულებრივი საგალობელი "დავიღალე" რომელიც საკუთარ დაღლილობაში მოუხმობს ქრისტეს, ეს გალობა იმ გაკოტრებული ადამიანისაა, ვინც აღმოაჩინა, რომ საკუთარი ძალებით არ შეუძლია ქრისტესთან მისვლა, ვინც შეიცნო ადამიანური მოქმედებებისა და შესაძლებლობების უსუსურობა სრულყოფის გზაზე და დაბეჩავებულს აღმოხდა - არაფერი შემიძლია, მოდი ჩემთან იესო... მაგრამ ძალიან უცნაურია, ერთის მხრივ ჩვენ გვევალება სრულყოფა, და რახან გვევალება ე.ი გარკვეული სახის მოქმედებაც გვაქვს შესასრულებელ;"შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად"; "აღძარით და მიიტაცეთ ღვთთის სასუფეველი" მაგრამ რა არის ჩემი გასაკეთებელი, თუ ყოველივე რაც "ჩემია" სინამდვილეში ეკუთვნის ღმერთს? თუ ადამიანს სურვილი მიეცით, მოქმედებაც თავისი სათნოებით, გზაზეც გაიყვანეთ და სახლშიც დააბინავეთ, სახნისიც მიეცით და სამკალიც განა გვქნება იმის თქმის საფუძველი, რომ მანაც გააკეთა რაღაც? ჩვენს გონებაში ღმერთი და ადამიანი ერთდროულად მუშაობს, რას აკეთებს თითოეული მათგანი? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა პირველ რიგში ადამიანის მთავარი გასაკეთებელია არჩევანის უნარი რომელიც უფალმა მიანიჭა და რომელსაც არ ეხება უფალი და ეს არჩევანი ადამიანს ყოველწამიერად,წუთიერად და აშ.უწევს. უფალი აღძრავს სურვილს, მაგრამ რა არის სურვილი? სად მდებარეობს ის ხმა, რომელიც სურვილებს შორის არჩევანს აკეთებს, განა მხოლოდ ის არის ვალდებული გადაწყვიტოს სწრაფვა? მაშ თუ ყველაფერი უფლისაა, რაღაა ჩვენი? თუ მის გარეშე არჩევანიც არ შეგვიძლია? ციტატა სწორია როცა ადამიანი თავისი შეძლების მაქსიმუმს აკეთებს და ამასთან მთელს სასოებას უფალზე ამყარებს და რაც გააკეთა არაფერს მიიჩნევს თავისად. მიიჩნევს ერთია, მაგრამ იქნებ მართლაც არ არის მისი? განა წმიდა მემები ისეთ განცდებს დაუშვებდნენ გულში, რაც სიმართლეს არ შეეფერება? ციტატა ადამიანი რაც უფრო წარემატება ქრისტიანულ ცხოვრებაში მით უფრო მეტ ნიჭებს აძლევს უფალი ადამიანს:გულმხურვალე ლოცვა,სინანული,საკუთარ ცოდვათა დანახვა,სიმშვიდე,სიყვარულის უნარი და სხვა და ადამიანი კიდევ და კიდევ უფრო უნდა წარემატებოდეს მათში,რადგანაც ისინი უსაზღვროა და არა ისე მოიქცეს რომ ამპატრტავნებაში და ცოდვებში ჩავარდნილმა ყველაფერი დაკარგოს.თუმცა ადამიანის ცხოვრება სულ დაცემა ადგომაა მაგრამ ისე არ უნდა დაეცეს მერე ვეღარ ადგეს. გიორგი, გასაგებია შენი მოსაზრება, აბსოლუტურად სწორია რაც დაწერე, მაგრამ ადამიანის წარმატება განა ღვთის მოწყალება არ არის? განა რეალურად ღმერთი არ არის მებრძოლი? მემგონი ისევ თავისუფალი ნების ფენომენს უნდა დავუბრუნდეთ. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 06:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი