სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მნათე |
Jun 23 2008, 06:43 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
სანამ უშუალოდ სათქმელზე გადავიდოდე, მეტად დამაფიქრებელ სახარებისეულ ციტატას შემოგთავაზებთ:
"ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით" (ფილ. 2, 12-13) ალბათ ყველას მოგისმენიათ არაჩვეულებრივი საგალობელი "დავიღალე" რომელიც საკუთარ დაღლილობაში მოუხმობს ქრისტეს, ეს გალობა იმ გაკოტრებული ადამიანისაა, ვინც აღმოაჩინა, რომ საკუთარი ძალებით არ შეუძლია ქრისტესთან მისვლა, ვინც შეიცნო ადამიანური მოქმედებებისა და შესაძლებლობების უსუსურობა სრულყოფის გზაზე და დაბეჩავებულს აღმოხდა - არაფერი შემიძლია, მოდი ჩემთან იესო... მაგრამ ძალიან უცნაურია, ერთის მხრივ ჩვენ გვევალება სრულყოფა, და რახან გვევალება ე.ი გარკვეული სახის მოქმედებაც გვაქვს შესასრულებელ;"შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად"; "აღძარით და მიიტაცეთ ღვთთის სასუფეველი" მაგრამ რა არის ჩემი გასაკეთებელი, თუ ყოველივე რაც "ჩემია" სინამდვილეში ეკუთვნის ღმერთს? თუ ადამიანს სურვილი მიეცით, მოქმედებაც თავისი სათნოებით, გზაზეც გაიყვანეთ და სახლშიც დააბინავეთ, სახნისიც მიეცით და სამკალიც განა გვქნება იმის თქმის საფუძველი, რომ მანაც გააკეთა რაღაც? ჩვენს გონებაში ღმერთი და ადამიანი ერთდროულად მუშაობს, რას აკეთებს თითოეული მათგანი? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
| G_I_O_R_G_I_ |
Jun 23 2008, 10:41 PM
პოსტი
#2
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა "ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც ჩემი აზრით აქ არ იგულისხმება ყოველდღიური სურვილი საკუთარი თავის გამოსწორებისა ან სწორი არჩევნის გაკეთების სურვილი შედარებით წვრილმან ცოდვებთან მიმართებაში და ეს სურვილი ადამიანის თავისუფალი ნებიდან გამომდინარეობს. ხოლო ზემოთ ციტირებულში შეიძლება მოვიაზროთ როცა უფალი ისე მოქმედებს რომ არაეკლესიური ადამიანს სურვილი უჩნდება დაიწყოს ეკლესიური ცხოვრება გაიგოს რა არის ქრისტიანობა და აშ. და მაინც განა უფალი ყველა ადამიანს არ აძლევს ასეთ შანს მრავალგზის მათი ცხოვრების მანძილზე გადარჩენისა მაგრამ ზოგი იგებს და ზოგი არა მათი (ადამიანური) თავისუფალი ნებიდან გამომდინარე.ამიტომ ადამიანურ თავისუფალ ნებას და სურვილს დიდი ადგილი უკავია ადამიანის ცხონების საკითხში და მხოლოდ ღვთაებრივი და ადამიანური სურვილის (თავისუფალი ნების) სინერგიით მოხდება ადამიანის ცხონება. უუნარო ადამიანი ითხოვს და უფალი აძლევს სხვადასხვა ნიჭებს და ადამიანის გონიერება(შემოქმედებითი საქმიანობა) იმაში მდგომარებს რომ ეს ნიჭები სწორად გამოიყენოს სულის ცხონების საქმეში და წარემატოს (როგორ უფრო მეტი სურვილით ებრძოლოს ცოდვას,უფრო მეტი სურვილით ისწაფვოს ღვთისკენ და აშ) ხოლო უფალი დაინახავს რა ადამიანის ამ მონდომებას ყველაფერს შეუძლებელს ადამიანური ძალებისთვის შეაძლებინებს. როგორც მამა თეოდორე ამბობს ხშირად ქადაგებაში ადამიანმა თუ არ გააკეთა თავისი გასაკეთებელი უფალი არ გააკეთებს მის ნაცვლად მის გასაკეთებელ საქმეს. |
მნათე ღვთიური და ადამიანური წილი ცხონებაში Jun 23 2008, 06:43 PM
T.L.
ალბათ ყველას მოგი... Jun 23 2008, 06:50 PM
sandro40 გააგრძელეთ ძალიან ... Jun 23 2008, 07:51 PM
G_I_O_R_G_I_ პირველ რიგში ადამი... Jun 23 2008, 08:00 PM
მნათე
უფალი აღძრავს სურ... Jun 23 2008, 09:33 PM
sandro40 ღმერთმა შექმნა ადა... Jun 23 2008, 10:49 PM
თათარაშვილი მნათე
საკმაოდ სი... Jun 23 2008, 10:52 PM
G_I_O_R_G_I_
სწორია უფალს ყველ... Jun 23 2008, 11:00 PM
მნათე
მაგრამ აქ უკვე ღვთ... Jun 23 2008, 11:17 PM
თათარაშვილი
კი უფალმა იცის ყოვ... Jun 23 2008, 11:58 PM
kmunebi ძააბ კარგი და სერი... Jun 24 2008, 12:39 AM
abo მნათე
ოოო ეს უკვე მ... Jun 24 2008, 01:03 AM
მნათე
ეს გასაგები მაინც ... Jun 24 2008, 04:32 AM
neo კარგი კითხვაა ? სად ... Jun 24 2008, 09:51 AM
მნათე
კანონზომიერება კ... Jun 24 2008, 10:10 PM
neo
კი ეგრეა, ოღონდ ჩვ... Jun 25 2008, 09:54 AM
მნათე
შენ რომ იძახი, მაგ ... Jun 28 2008, 05:39 AM
კავკასიელი ადამიანი თავის არჩ... Jul 29 2008, 02:05 PM
Iona
რა თქმა უნდა ადამი... Jul 29 2008, 03:39 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th December 2025 - 04:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი