სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მნათე |
Jun 23 2008, 06:43 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
სანამ უშუალოდ სათქმელზე გადავიდოდე, მეტად დამაფიქრებელ სახარებისეულ ციტატას შემოგთავაზებთ:
"ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით" (ფილ. 2, 12-13) ალბათ ყველას მოგისმენიათ არაჩვეულებრივი საგალობელი "დავიღალე" რომელიც საკუთარ დაღლილობაში მოუხმობს ქრისტეს, ეს გალობა იმ გაკოტრებული ადამიანისაა, ვინც აღმოაჩინა, რომ საკუთარი ძალებით არ შეუძლია ქრისტესთან მისვლა, ვინც შეიცნო ადამიანური მოქმედებებისა და შესაძლებლობების უსუსურობა სრულყოფის გზაზე და დაბეჩავებულს აღმოხდა - არაფერი შემიძლია, მოდი ჩემთან იესო... მაგრამ ძალიან უცნაურია, ერთის მხრივ ჩვენ გვევალება სრულყოფა, და რახან გვევალება ე.ი გარკვეული სახის მოქმედებაც გვაქვს შესასრულებელ;"შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად"; "აღძარით და მიიტაცეთ ღვთთის სასუფეველი" მაგრამ რა არის ჩემი გასაკეთებელი, თუ ყოველივე რაც "ჩემია" სინამდვილეში ეკუთვნის ღმერთს? თუ ადამიანს სურვილი მიეცით, მოქმედებაც თავისი სათნოებით, გზაზეც გაიყვანეთ და სახლშიც დააბინავეთ, სახნისიც მიეცით და სამკალიც განა გვქნება იმის თქმის საფუძველი, რომ მანაც გააკეთა რაღაც? ჩვენს გონებაში ღმერთი და ადამიანი ერთდროულად მუშაობს, რას აკეთებს თითოეული მათგანი? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
| თათარაშვილი |
Jun 23 2008, 10:52 PM
პოსტი
#2
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
მნათე
ციტატა ღვთიური და ადამიანური წილი ცხონებაში ციტატა თავისუფალი ნების ფენომენი ციტატა მაგრამ რა არის ჩემი გასაკეთებელი, თუ ყოველივე რაც "ჩემია" სინამდვილეში ეკუთვნის ღმერთს? საკმაოდ სიღმრისეული და საინტერესო თემაა, ვეცდები გამოვთქვა ჩემი აზრიც... უპირველეს ყოვლისა იქიდან უნდა დავიწყოთ რომ ღმერთმა ადამიანს უბოძა თავისუფალი ნება, დამოუკიდებელი აზროვნება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ასე რომ არ იყოს მაშინ ნაკლებსავარაუდოა ლუციფერი გაამაყებულიყო და უფლის ნების საწინაღამდეგოდ წასულიყო... ლუციფერის გაამაყება უფლის ნება არ ყოფილა, ეს თავად ლუციფერის გადაწყვეტილება იყო (!) ანუ ამ მდაბიურ და ამპარტავნულ გადაწყვეტლებაში უფალი არაფერ შუაშია... აქ ჩანს ის რომ ყოველი ცოცხალი სული დამოუკიდებელია და თავისუფალი.... ადამიანის ნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს... ჩემი აზრით ( და ალბათ ბევრის აზრითაც) ადამიანის ნების გარეშე ცხონება არ შეიძლება... აი წარმოვიდგინოთ ადამიანი რომელსაც არ სწამს. აი არ სწამს ღმერთის, არ სწამს სამოთხის არსებობის და მას ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია იმის გულისთვის რომ უფალთან ყოფილიყო (!) მაგრამ არის ქველმოქმედი, დადის და საქვეყნოდ აკეთებს თავის "კეთილ" საქმეს... მოდი ლოგიკას მივყვეთ ფეხდაფეხ. ეს ადამიანი რისთვის აკეთებს ამას?! განა ეს ადამიანი უფლის მცნებას ასრულებს? ქველმოქმედება ხომ წარმართსაც შეუძლია? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რისთვის აკეთებ ამას... თუ ეს ადამიანი ტავისი გავლენის გასაზრდელად აკეთებს, მაშინ როცა იგი უფალთან მივა, მას არ სწამდა ღმერთის არაფერი... და არც უზრუნია ცხონებისთვის, როგორ ფიქრობთ ცხონდება? აქ ჩანს ის რომ ადამიანზე დიდი რამ არის დამოკიდებული, ღმერთის რისთვის განხორციელდა? მრავალ მიზეზთა შორის ის არის რომ ჩვენი ნება ყოფილიყო ცხონება, თორემ უფალს ყველას ცხონება ნებავს |
მნათე ღვთიური და ადამიანური წილი ცხონებაში Jun 23 2008, 06:43 PM
T.L.
ალბათ ყველას მოგი... Jun 23 2008, 06:50 PM
sandro40 გააგრძელეთ ძალიან ... Jun 23 2008, 07:51 PM
G_I_O_R_G_I_ პირველ რიგში ადამი... Jun 23 2008, 08:00 PM
მნათე
უფალი აღძრავს სურ... Jun 23 2008, 09:33 PM
sandro40 ღმერთმა შექმნა ადა... Jun 23 2008, 10:49 PM
G_I_O_R_G_I_
ჩემი აზრით აქ არ იგ... Jun 23 2008, 10:41 PM
G_I_O_R_G_I_
სწორია უფალს ყველ... Jun 23 2008, 11:00 PM
მნათე
მაგრამ აქ უკვე ღვთ... Jun 23 2008, 11:17 PM
თათარაშვილი
კი უფალმა იცის ყოვ... Jun 23 2008, 11:58 PM
kmunebi ძააბ კარგი და სერი... Jun 24 2008, 12:39 AM
abo მნათე
ოოო ეს უკვე მ... Jun 24 2008, 01:03 AM
მნათე
ეს გასაგები მაინც ... Jun 24 2008, 04:32 AM
neo კარგი კითხვაა ? სად ... Jun 24 2008, 09:51 AM
მნათე
კანონზომიერება კ... Jun 24 2008, 10:10 PM
neo
კი ეგრეა, ოღონდ ჩვ... Jun 25 2008, 09:54 AM
მნათე
შენ რომ იძახი, მაგ ... Jun 28 2008, 05:39 AM
კავკასიელი ადამიანი თავის არჩ... Jul 29 2008, 02:05 PM
Iona
რა თქმა უნდა ადამი... Jul 29 2008, 03:39 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th December 2025 - 04:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი