IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ღვთიური და ადამიანური წილი ცხონებაში
მნათე
პოსტი Jun 23 2008, 06:43 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სანამ უშუალოდ სათქმელზე გადავიდოდე, მეტად დამაფიქრებელ სახარებისეულ ციტატას შემოგთავაზებთ:

"ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით" (ფილ. 2, 12-13)

ალბათ ყველას მოგისმენიათ არაჩვეულებრივი საგალობელი "დავიღალე" რომელიც საკუთარ დაღლილობაში მოუხმობს ქრისტეს, ეს გალობა იმ გაკოტრებული ადამიანისაა, ვინც აღმოაჩინა, რომ საკუთარი ძალებით არ შეუძლია ქრისტესთან მისვლა, ვინც შეიცნო ადამიანური მოქმედებებისა და შესაძლებლობების უსუსურობა სრულყოფის გზაზე და დაბეჩავებულს აღმოხდა - არაფერი შემიძლია, მოდი ჩემთან იესო...

მაგრამ ძალიან უცნაურია, ერთის მხრივ ჩვენ გვევალება სრულყოფა, და რახან გვევალება ე.ი გარკვეული სახის მოქმედებაც გვაქვს შესასრულებელ;"შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად"; "აღძარით და მიიტაცეთ ღვთთის სასუფეველი" მაგრამ რა არის ჩემი გასაკეთებელი, თუ ყოველივე რაც "ჩემია" სინამდვილეში ეკუთვნის ღმერთს?

თუ ადამიანს სურვილი მიეცით, მოქმედებაც თავისი სათნოებით, გზაზეც გაიყვანეთ და სახლშიც დააბინავეთ, სახნისიც მიეცით და სამკალიც განა გვქნება იმის თქმის საფუძველი, რომ მანაც გააკეთა რაღაც?

ჩვენს გონებაში ღმერთი და ადამიანი ერთდროულად მუშაობს, რას აკეთებს თითოეული მათგანი?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მნათე
პოსტი Jun 23 2008, 11:17 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
უპირველეს ყოვლისა იქიდან უნდა დავიწყოთ რომ ღმერთმა ადამიანს უბოძა თავისუფალი ნება, დამოუკიდებელი აზროვნება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ასე რომ არ იყოს მაშინ ნაკლებსავარაუდოა ლუციფერი გაამაყებულიყო და უფლის ნების საწინაღამდეგოდ წასულიყო... ლუციფერის გაამაყება უფლის ნება არ ყოფილა, ეს თავად ლუციფერის გადაწყვეტილება იყო (!) ანუ ამ მდაბიურ და ამპარტავნულ გადაწყვეტლებაში უფალი არაფერ შუაშია... აქ ჩანს ის რომ ყოველი ცოცხალი სული დამოუკიდებელია და თავისუფალი....


მაგრამ აქ უკვე ღვთის სამართალი გამოუცნობი რჩება, ის ქმნის არსებას, ის ქმნის ნებას, მან იცის რას მოიმოქმედებს ხსენებული სუბიექტი. სად მდებარეობს ადამიანის თავისუფალი ნება? მე ხომ უამრავი რამით ვარ გარემოცული, გავლენა, ფსიქოლოგია, გარემოებები, რომლებიც ხშირად ჩემს საქციელს განაპირობებენ მაგრამ უპირისპირდებიან ჩემსავე ნებას... სად არის ის ხმა, რომელიც იძახის - ეს სწორია, ეს არასწორია... ან რა ღაღადებს მასში? ერთი სიტყვით, რა ვარ მე, რთული ქიმიური პროცესის უკან მდგარი ტრანსცენდენტული ხატება, რომლის ნებაც მდებარეობს სად? სინდისში?

არჩევანის გაკეთება რა პროცესია? შეიძლება მივიჩნიოთ ის პირველადად?

ციტატა
ადამიანის ნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს... ჩემი აზრით ( და ალბათ ბევრის აზრითაც) ადამიანის ნების გარეშე ცხონება არ შეიძლება... აი წარმოვიდგინოთ ადამიანი რომელსაც არ სწამს. აი არ სწამს ღმერთის, არ სწამს სამოთხის არსებობის და მას ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია იმის გულისთვის რომ უფალთან ყოფილიყო (!) მაგრამ არის ქველმოქმედი, დადის და საქვეყნოდ აკეთებს თავის "კეთილ" საქმეს... მოდი ლოგიკას მივყვეთ ფეხდაფეხ. ეს ადამიანი რისთვის აკეთებს ამას?! განა ეს ადამიანი უფლის მცნებას ასრულებს? ქველმოქმედება ხომ წარმართსაც შეუძლია?


აქ სხვა რაკურსში გადაგყავს გიგილო თემა და უპირისპირდები მხრივ მაქსიმე აღმსარებელში ეკლესიის სწავლებას, რომელიც ამბობს:

"სულიწმინდა არ არის განშორებული არცერთი არსისგან, განსაკუთრებით კი იმათგან, რომლებსაც რაღაცნაირად თანაზიარება აქვთ აზროვნებასთან , რადგან სულიწმინდა ყოველი მათგანის არსებობის შემამტკიცებელია, არის რა იგი ღმერთი და სული ღვთისა, წინაგანგებითი ძალით ყოველივეს გამჭოლი და თითოეულში ბუნებითად არსებული უნარის ამამოძრავებელი, რისი მეშვეობითაც ბუნების რჯულის საწინააღმდეგო ცოდვილ ნამოქმედართა განცდამდე მიჰყავს მას ის, ვინც ამის შემგრძნობია, და ვისაც ადვილად დამყოლი არჩევანი აქვს ბუნებისგან მომდინარე მართებული აზრების მისაღებად. ამიტომაც მრავალს აღმოვაჩენთ უკიდურესად ბარბაროსულ და მომთაბარე ადამიანთაგან, რომლებიც კეთილმშვენიერებას განიკუთვნებენ და ძველთაგანვე მათ შორის გაბატონებულ მხეცურ კანონებს უკუაგდებენ. აი, ამგვარად არის ყველაში მარტივად სულიწმინდა."

ჩემი აზრით, წარმართ ადამიანში აღძრულია უფლის უხილავი ხმა, უფალი ხომ კეთილადგანმგებელი და "თითოეულისა თავისი საქმეთაებრ მიმგებია", ის ყველას ერთ ქვაბში როდი ხარშავს, ან როდი იზღუდება ჩვენი, ადამიანური თვალთახედვით... თუ სულიწმიდა ადამიანში მოქმედებს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ღირებულებაა, ხოლო თუ ღირებულებაა ვინ იცის, იქნებ მას უფრო დიდი შანსი ჰქონდეს ცხონებისა ვიდრე ჩვენ, განა ვისაც მეტი მიეცია მეტი არ მოეთხოვება?

ადამიანი არ უნდა აკეთებდეს რასმეს, ამის გამო, ან იმის გამო, თუნდაც დიახ დღეს ცნობილ გამონათქვამად ქცეულ "ღვთის გამო" რომელიც აშკარად მოიცავს ანგარების ცნებას, პიროვნებას სრულ სიწმინდეში ენიჭება სათნოებები, "მორჩილების""სიყვარულის""რწმენისა" და სხვათა ნიჭები, ეს არის მომადლება გულით აღსრულებული სათნოებისა, რომელიც დასაწყისში წარმართსა და მორწმუნეს ერთი და იგივე შეიძლება ქონდეს... როგორც ასეთი დღეს, ჩემი სათნოებები არაფრით განსხვავდება წარმართისგან, რადგან მე, უბრალოდ ჩემში ჩაწერილი კანონის მიმდევარი ვარ და მხოლოდ მცირედით განვიცდი დახმარების მთელ აუცილებლობას, ხოლო ნიჭი მოგვეცემა...

წარმართი სამწუხაროდ დაბნელებულია, უფალს მივანდოთ მათი სულები, ეკლესიის გარეშე ცხონება არ არსებობს მაგრამ იქნებ ეკლესიასაც აქვს ის უხილავი საზღვრები, რომელიც ჩვენ არ ვიცით და რომელშიც მრავალი გარემოებებითა და ფიზიოლოგიით დასახიჩრებული ადამიანი ნეტარებს.


ციტატა
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რისთვის აკეთებ ამას... თუ ეს ადამიანი ტავისი გავლენის გასაზრდელად აკეთებს, მაშინ როცა იგი უფალთან მივა, მას არ სწამდა ღმერთის არაფერი... და არც უზრუნია ცხონებისთვის, როგორ ფიქრობთ ცხონდება? აქ ჩანს ის რომ ადამიანზე დიდი რამ არის დამოკიდებული, ღმერთის რისთვის განხორციელდა? მრავალ მიზეზთა შორის ის არის რომ ჩვენი ნება ყოფილიყო ცხონება, თორემ უფალს ყველას ცხონება ნებავს .. სწორედ აქ არის ძალიან დიდი სულიერი კარიბჭის გასაღები (!) თუ ადამიანი ეძიებს, თუ ადამიანი ცხოვრების საზრისს დაუწყებს ძებნას, თუ უფალლის ძებნას დაიწყებს.... თუ იზრუნებს მისი სულის ცხონებისთვის, თუ გამოიჩენს მორჩილებასა და ტავმდაბლობას, თუ არსებობის მიზანს დაუწყებს ძიებას და იპოვნის ქრისტეს, უფალი აუცილებლად დაეხმარება მას... ანუ ჩემის აზრით ასეა: მთავარი არჩევანი ადამიანზეა...


მიდგომას ვერაფრით დავეთანხმები, გეთანხმები აუცილებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სათნოებები ანგარებით არ ხორციელდებოდეს, მაგრამ იქნებ ვინმე საკუთარ თავში სულის მორჩილებით იმაზე მეტად მოწყალეა ვიდრე ნებისმიერი ჩვენთაგანი? ცხონებისთვის რომ იზრუნო უნდა გქონდეს ამის საშუალება, უნდა გქონდეს გარემო პირობები, განწყობა და მრავალი სხვა... ჩვენ დედის კალთიდან შევიწოვეთ ქრისტიანობა, მაგრამ რა ქნას მან ვისაც ამის საშუალება არ მიეცა? ეკლესია საჩუქარია, მაგრამ რა ქნას მან ვისაც ამ საჩუქრის მიღებისთვი გარემოებებმა, ოჯახმა, კლასმა, ან სოციალურმა ფონმა შეუშალა ხელი? რა ქნას მან, ვინც არ იცის რა ეძიოს და დაბნეულია? არ შეიძლება ასეთი სიმკაცრე, თითქოს თითოეული ჩვენგანი ღრმა ძიებით მისულიყოს ეკლესიამდე...

ადამიანზეა არჩევანი, მაგრამ არჩევანი ხშირად არის განპირობებული... თუმცა სურვილი განა ღვთის შემოქმედება არ არის? ან აღძვვრა?



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   ღვთიური და ადამიანური წილი ცხონებაში   Jun 23 2008, 06:43 PM
T.L.   ალბათ ყველას მოგი...   Jun 23 2008, 06:50 PM
sandro40   გააგრძელეთ ძალიან ...   Jun 23 2008, 07:51 PM
G_I_O_R_G_I_   პირველ რიგში ადამი...   Jun 23 2008, 08:00 PM
მნათე   უფალი აღძრავს სურ...   Jun 23 2008, 09:33 PM
sandro40   ღმერთმა შექმნა ადა...   Jun 23 2008, 10:49 PM
G_I_O_R_G_I_   ჩემი აზრით აქ არ იგ...   Jun 23 2008, 10:41 PM
თათარაშვილი   მნათე საკმაოდ სი...   Jun 23 2008, 10:52 PM
G_I_O_R_G_I_   სწორია უფალს ყველ...   Jun 23 2008, 11:00 PM
მნათე   მაგრამ აქ უკვე ღვთ...   Jun 23 2008, 11:17 PM
თათარაშვილი   კი უფალმა იცის ყოვ...   Jun 23 2008, 11:58 PM
kmunebi   ძააბ კარგი და სერი...   Jun 24 2008, 12:39 AM
abo   მნათე ოოო ეს უკვე მ...   Jun 24 2008, 01:03 AM
მნათე   ეს გასაგები მაინც ...   Jun 24 2008, 04:32 AM
neo   კარგი კითხვაა ? სად ...   Jun 24 2008, 09:51 AM
მნათე   კანონზომიერება კ...   Jun 24 2008, 10:10 PM
neo   კი ეგრეა, ოღონდ ჩვ...   Jun 25 2008, 09:54 AM
მნათე   შენ რომ იძახი, მაგ ...   Jun 28 2008, 05:39 AM
კავკასიელი   ადამიანი თავის არჩ...   Jul 29 2008, 02:05 PM
Iona   რა თქმა უნდა ადამი...   Jul 29 2008, 03:39 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th September 2024 - 04:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience