IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ღვთიური და ადამიანური წილი ცხონებაში
მნათე
პოსტი Jun 23 2008, 06:43 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სანამ უშუალოდ სათქმელზე გადავიდოდე, მეტად დამაფიქრებელ სახარებისეულ ციტატას შემოგთავაზებთ:

"ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით" (ფილ. 2, 12-13)

ალბათ ყველას მოგისმენიათ არაჩვეულებრივი საგალობელი "დავიღალე" რომელიც საკუთარ დაღლილობაში მოუხმობს ქრისტეს, ეს გალობა იმ გაკოტრებული ადამიანისაა, ვინც აღმოაჩინა, რომ საკუთარი ძალებით არ შეუძლია ქრისტესთან მისვლა, ვინც შეიცნო ადამიანური მოქმედებებისა და შესაძლებლობების უსუსურობა სრულყოფის გზაზე და დაბეჩავებულს აღმოხდა - არაფერი შემიძლია, მოდი ჩემთან იესო...

მაგრამ ძალიან უცნაურია, ერთის მხრივ ჩვენ გვევალება სრულყოფა, და რახან გვევალება ე.ი გარკვეული სახის მოქმედებაც გვაქვს შესასრულებელ;"შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად"; "აღძარით და მიიტაცეთ ღვთთის სასუფეველი" მაგრამ რა არის ჩემი გასაკეთებელი, თუ ყოველივე რაც "ჩემია" სინამდვილეში ეკუთვნის ღმერთს?

თუ ადამიანს სურვილი მიეცით, მოქმედებაც თავისი სათნოებით, გზაზეც გაიყვანეთ და სახლშიც დააბინავეთ, სახნისიც მიეცით და სამკალიც განა გვქნება იმის თქმის საფუძველი, რომ მანაც გააკეთა რაღაც?

ჩვენს გონებაში ღმერთი და ადამიანი ერთდროულად მუშაობს, რას აკეთებს თითოეული მათგანი?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
თათარაშვილი
პოსტი Jun 23 2008, 11:58 PM
პოსტი #2


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
მაგრამ აქ უკვე ღვთის სამართალი გამოუცნობი რჩება, ის ქმნის არსებას, ის ქმნის ნებას, მან იცის რას მოიმოქმედებს ხსენებული სუბიექტი. სად მდებარეობს ადამიანის თავისუფალი ნება?


კი უფალმა იცის ყოველივე, მაგრამ ეს ხელს არ უშლის და არც ხელს არ უწყობს ადამიანის არჩევანს. ღმერთი ჩვენს არჩევანში რომ ერეოდეს, გამოდის რომ ჩვენ არა დამოუკიდებელი, თვითმყოფადი და თავისუფალი ადამიანები ვართ არამედ დეტერმინიზირებული. ჩვენ ჩვენი ნება და არჩევანი თუ არ გამოვიყენეთ ისე როგორც ჩვენ გადავწყვეტთ, ანუ თუ იმას არ გამოვიყენებთ რაც უფალმა გვიბოძა, მაშინ გამოვა რომ ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელნი... თავისუფლება ღვთიური მოვლენაა რომელიც უფალმა ადამიანებსაც გვიბოძა.

ციტატა
მე ხომ უამრავი რამით ვარ გარემოცული, გავლენა, ფსიქოლოგია, გარემოებები, რომლებიც ხშირად ჩემს საქციელს განაპირობებენ მაგრამ უპირისპირდებიან ჩემსავე ნებას... სად არის ის ხმა, რომელიც იძახის - ეს სწორია, ეს არასწორია... ან რა ღაღადებს მასში? ერთი სიტყვით, რა ვარ მე, რთული ქიმიური პროცესის უკან მდგარი ტრანსცენდენტული ხატება, რომლის ნებაც მდებარეობს სად? სინდისში?


სინდისი იქნებ იმ კუთხით განგვეხილა, რა ციტატაც შენ მომიყვანე, მე მაქსიმე აღმსარებელს არ ვუპირისპირდები, მე არ ვუარყოფ მის სწავლებას, მე სხვა რამ დავწერე... სულიწმიდა კი შეიძლება შევიდეს ადამიანში მაგრამ ადამიანმა თუ ვერ დაინახა და არ ეძია მას რა? ასე რომ ვიალარაკოთ იუდაც ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს მაგრამ? რა?
ხოდა იქნებ სინდისს მაქსიმე აღმსარებლის სწავლება შევუსაბამოდ:
ციტატა
"სულიწმინდა არ არის განშორებული არცერთი არსისგან, განსაკუთრებით კი იმათგან, რომლებსაც რაღაცნაირად თანაზიარება აქვთ აზროვნებასთან , რადგან სულიწმინდა ყოველი მათგანის არსებობის შემამტკიცებელია, არის რა იგი ღმერთი და სული ღვთისა, წინაგანგებითი ძალით ყოველივეს გამჭოლი და თითოეულში ბუნებითად არსებული უნარის ამამოძრავებელი, რისი მეშვეობითაც ბუნების რჯულის საწინააღმდეგო ცოდვილ ნამოქმედართა განცდამდე მიჰყავს მას ის, ვინც ამის შემგრძნობია, და ვისაც ადვილად დამყოლი არჩევანი აქვს ბუნებისგან მომდინარე მართებული აზრების მისაღებად. ამიტომაც მრავალს აღმოვაჩენთ უკიდურესად ბარბაროსულ და მომთაბარე ადამიანთაგან, რომლებიც კეთილმშვენიერებას განიკუთვნებენ და ძველთაგანვე მათ შორის გაბატონებულ მხეცურ კანონებს უკუაგდებენ. აი, ამგვარად არის ყველაში მარტივად სულიწმინდა."


ციტატა
ადამიანზეა არჩევანი, მაგრამ არჩევანი ხშირად არის განპირობებული... თუმცა სურვილი განა ღვთის შემოქმედება არ არის? ან აღძვვრა?


სურვილი უდავოდ ღვთის შემოქმედებაა, რომლის გამოყენების საშუალებაც ჩვენ მოგვეცა...

ისე კი სწორედ აქ ჩანს ადამიანის უსუსურობა, და სწორდ შენ რომ დაწერე:
ციტატა
მაგრამ რა არის ჩემი გასაკეთებელი, თუ ყოველივე რაც "ჩემია" სინამდვილეში ეკუთვნის ღმერთს?


შენ ღვთის მიერ შექმნილი არჩევანი გააკეთე, ღვთისავე შექმნილი გრძნობით და აირჩიე უფალთან მყოფობა. ანუ შენ არჩევანი გააკეთე, მაგრამ ეს ხომ შენი შექმნილი არ არის? ეს უფლის შექმნილია, თუმცა მონიჭებული თავისუფალი არჩევანი კი შენ გეკუთვნის...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   ღვთიური და ადამიანური წილი ცხონებაში   Jun 23 2008, 06:43 PM
T.L.   ალბათ ყველას მოგი...   Jun 23 2008, 06:50 PM
sandro40   გააგრძელეთ ძალიან ...   Jun 23 2008, 07:51 PM
G_I_O_R_G_I_   პირველ რიგში ადამი...   Jun 23 2008, 08:00 PM
მნათე   უფალი აღძრავს სურ...   Jun 23 2008, 09:33 PM
sandro40   ღმერთმა შექმნა ადა...   Jun 23 2008, 10:49 PM
G_I_O_R_G_I_   ჩემი აზრით აქ არ იგ...   Jun 23 2008, 10:41 PM
თათარაშვილი   მნათე საკმაოდ სი...   Jun 23 2008, 10:52 PM
G_I_O_R_G_I_   სწორია უფალს ყველ...   Jun 23 2008, 11:00 PM
მნათე   მაგრამ აქ უკვე ღვთ...   Jun 23 2008, 11:17 PM
თათარაშვილი   კი უფალმა იცის ყოვ...   Jun 23 2008, 11:58 PM
kmunebi   ძააბ კარგი და სერი...   Jun 24 2008, 12:39 AM
abo   მნათე ოოო ეს უკვე მ...   Jun 24 2008, 01:03 AM
მნათე   ეს გასაგები მაინც ...   Jun 24 2008, 04:32 AM
neo   კარგი კითხვაა ? სად ...   Jun 24 2008, 09:51 AM
მნათე   კანონზომიერება კ...   Jun 24 2008, 10:10 PM
neo   კი ეგრეა, ოღონდ ჩვ...   Jun 25 2008, 09:54 AM
მნათე   შენ რომ იძახი, მაგ ...   Jun 28 2008, 05:39 AM
კავკასიელი   ადამიანი თავის არჩ...   Jul 29 2008, 02:05 PM
Iona   რა თქმა უნდა ადამი...   Jul 29 2008, 03:39 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th July 2025 - 06:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი