ფორუმელების შეხვედრა München-ში..., ქართული წირვა და ქართული მასპინძლობა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელების შეხვედრა München-ში..., ქართული წირვა და ქართული მასპინძლობა... |
k@the |
Jun 23 2008, 10:47 PM
პოსტი
#141
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მოგესალმებით მთეელს ფორუმს.
ამა წლის 21 და 22 ივნისს, გერმანიაში მყოფმა ფორუმელებმა გადავწყვიტეთ ქალაქი მიუნხენი (München), იქ მცხოვრები ქართული სათვისტომო, წმ. ვახტანგ გორგასლის სამრევლო და მათი უმშვენიერესი პატარა ტაძარი მოგვენახულებინა... ამ სურვილის გაცხადება და ჩვენი ფორუმელი bodbeli-ის დიდი სიხარული ერთი იყო წამსვე გეგმა შეგვიდგინა, ოღონდაც თქვენ ჩამოდითო, ღამის გასათევსაც გამოგინახავთ, ტკბილ და სტუმართმოყვარე ქართველებს მიუნხენში რა დალევსო... ჩვენც ბევრი არ ვახვეწნინეთ მაგ კახელ კაცს, ( ვიცოდით რო არც შეგვეხვეწებოდა და იმიტომ ) ჰოოდა, უცებ თანხმობა განვუცხადეთ და შაბათს კიდეც დავადექით ქალაქ მიუნხენში ფორუმელები tornike20, iako, marabella და k@the. მთავარი, რაც უნდა ვთქვა, ესაა უღრმესი მადლობა bodbeli-ს, იმ სითბოსთვის, ქართული გარემოსათვის, ქართულ წირვაზე დასწრების საშუალებისათვის, ქართული სტუმართმოყვარეობისათვის და ქართული მასპინძლობისათვის! მოკლედ, ყველაფერი ქართული და ულამაზესი შაბათ-კვირისთვის! ასევე დიდი მადლობა ზურას მეგობრებს, თიკო და თიკოს ), რომელთანაც გოგოები გადავნაწილდით ღამის გასათევად. ორივე ძალიან საყვარელი და ალალი ადამიანია ასევე მადლობა გიორგის! (ბოდბელის ბიძაშვილის-შვილი უნდა იყოს, ასე მახსოვს და მაგარი ადამიანია) მადლობა მამა თამაზის იმ მადლისთვის, რაც მისი წირვის მოსმენით მივიღეთ და ჩვენი დალოცვისათვის. და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობა მთელ მიუნხენელ მასპინძლებს! გაიხარეთ! -- ვსიო, მადლობებს მოვრჩით, გადავიდეთ სურათებზე პირველ სურათად დავდებ, ჩემს აპარატიდან, ყველაზე მეტი ერთად რომ მყავს გადაღებული , მანდ მზე უჭვრიტინებთ თვალებში მარა არაუშავს, კაი სურათია, მე ხო არ ვარ ცუდად და ეგ იყოს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
k@the |
Jun 24 2008, 12:32 AM
პოსტი
#142
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მატარებლით რომ 20 წუთი ვიმგზავრეთ და უკვე გადმოსასვლელად ვემზადებოდით,
ბოდბელი გამოგვიტყდა ახლა ავტობუსში უნდა გადავჯდეთ და გადაჯდომისთვის 1 თუ 2 წუთი გვაქო , ნუ ის წინ მირბოდა და ჩვენ უკან , მაგ დროს სურათის გადაღებისთვის არავის ცხელოდა და, აი ამ ავტობუსის მძღოლი, კეთილი ადამიანი აღმოჩნდა და ცოტა ხანი დაგველოდა კიდეც, სანამ ჩვენ აქოშინებულები მივაღწევდით კარებამდე გავუდექით ჩვენი მიზნისაკენ გზას... მაგ სურათზე მარაბელლას ჩანთა მხოლოდ ცოტა ხანი თუ ეჭირა, ეს ტვირთი მალევე იკისრა ბოდბელმა და თან გზაში ''წუწუნებდა'', რა გიდევს ასეთი მძიმეო ჰოდა, მე გეტყვით, ერთი სქელი რაღაც მათემატიკური მეთოდების წიგნი ქონდა წამოღებული, მთელი გზა მაკა მატარებელში იმას ჩაჰკირკიტებდა, მე რო მეძინა მაშინ -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st May 2024 - 06:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი