ფორუმელების შეხვედრა München-ში..., ქართული წირვა და ქართული მასპინძლობა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელების შეხვედრა München-ში..., ქართული წირვა და ქართული მასპინძლობა... |
k@the |
Jun 23 2008, 10:47 PM
პოსტი
#141
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მოგესალმებით მთეელს ფორუმს.
ამა წლის 21 და 22 ივნისს, გერმანიაში მყოფმა ფორუმელებმა გადავწყვიტეთ ქალაქი მიუნხენი (München), იქ მცხოვრები ქართული სათვისტომო, წმ. ვახტანგ გორგასლის სამრევლო და მათი უმშვენიერესი პატარა ტაძარი მოგვენახულებინა... ამ სურვილის გაცხადება და ჩვენი ფორუმელი bodbeli-ის დიდი სიხარული ერთი იყო წამსვე გეგმა შეგვიდგინა, ოღონდაც თქვენ ჩამოდითო, ღამის გასათევსაც გამოგინახავთ, ტკბილ და სტუმართმოყვარე ქართველებს მიუნხენში რა დალევსო... ჩვენც ბევრი არ ვახვეწნინეთ მაგ კახელ კაცს, ( ვიცოდით რო არც შეგვეხვეწებოდა და იმიტომ ) ჰოოდა, უცებ თანხმობა განვუცხადეთ და შაბათს კიდეც დავადექით ქალაქ მიუნხენში ფორუმელები tornike20, iako, marabella და k@the. მთავარი, რაც უნდა ვთქვა, ესაა უღრმესი მადლობა bodbeli-ს, იმ სითბოსთვის, ქართული გარემოსათვის, ქართულ წირვაზე დასწრების საშუალებისათვის, ქართული სტუმართმოყვარეობისათვის და ქართული მასპინძლობისათვის! მოკლედ, ყველაფერი ქართული და ულამაზესი შაბათ-კვირისთვის! ასევე დიდი მადლობა ზურას მეგობრებს, თიკო და თიკოს ), რომელთანაც გოგოები გადავნაწილდით ღამის გასათევად. ორივე ძალიან საყვარელი და ალალი ადამიანია ასევე მადლობა გიორგის! (ბოდბელის ბიძაშვილის-შვილი უნდა იყოს, ასე მახსოვს და მაგარი ადამიანია) მადლობა მამა თამაზის იმ მადლისთვის, რაც მისი წირვის მოსმენით მივიღეთ და ჩვენი დალოცვისათვის. და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობა მთელ მიუნხენელ მასპინძლებს! გაიხარეთ! -- ვსიო, მადლობებს მოვრჩით, გადავიდეთ სურათებზე პირველ სურათად დავდებ, ჩემს აპარატიდან, ყველაზე მეტი ერთად რომ მყავს გადაღებული , მანდ მზე უჭვრიტინებთ თვალებში მარა არაუშავს, კაი სურათია, მე ხო არ ვარ ცუდად და ეგ იყოს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
k@the |
Jun 24 2008, 12:47 AM
პოსტი
#142
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
staywhite
დიდი წიგნი იყო რავი, მარა რა ხდება ეხლა იცი. ჩემი 'რუკზაკი', არანაკლებს იწონიდა ვიდრე მარაბელლას ჩანთა , მართალია მათემატიკის წიგნების გამო არა, მარა სამაგიეროდ 5 ლისტის ხაჭაპური მედო და კიდევ ათასი რამ , მარა 'ვიდი' არ ქონდა ისეთი, რო ეთქვათ მომეცი წამოგიღებო, ამიტომ საწყლად დავათრევდი ამ ზურგჩანთას და სადაც სკამს ვნახავდი ყველგან ვჯდებოდი , კიდეც დამცინოდნენ მაგაზე ბოდბელის პოსტიდან დავაციტირებ: მიზანი იყო: ბ)ფრაიზინგის მონასტერი(http://www.braeustueberl-weihenstephan.de/geschichte.php): + არის მართლმადიდებელი წმინდანის მიერ დაარსებული, თვით ლუდის წარმოებაც მისი დაწყებულია(http://en.wikipedia.org/wiki/Corbinian), ამიტომაც მართლმადიდებლები ამ ლუდს მართლმადიდებლურ ლუდს უწოდებენ. არის ყველაზე ძველი ლუდსახარში მსოფლიოშიო... -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st May 2024 - 01:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი