ღვთიური და ადამიანური წილი ცხონებაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთიური და ადამიანური წილი ცხონებაში |
მნათე |
Jun 23 2008, 06:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
სანამ უშუალოდ სათქმელზე გადავიდოდე, მეტად დამაფიქრებელ სახარებისეულ ციტატას შემოგთავაზებთ:
"ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით" (ფილ. 2, 12-13) ალბათ ყველას მოგისმენიათ არაჩვეულებრივი საგალობელი "დავიღალე" რომელიც საკუთარ დაღლილობაში მოუხმობს ქრისტეს, ეს გალობა იმ გაკოტრებული ადამიანისაა, ვინც აღმოაჩინა, რომ საკუთარი ძალებით არ შეუძლია ქრისტესთან მისვლა, ვინც შეიცნო ადამიანური მოქმედებებისა და შესაძლებლობების უსუსურობა სრულყოფის გზაზე და დაბეჩავებულს აღმოხდა - არაფერი შემიძლია, მოდი ჩემთან იესო... მაგრამ ძალიან უცნაურია, ერთის მხრივ ჩვენ გვევალება სრულყოფა, და რახან გვევალება ე.ი გარკვეული სახის მოქმედებაც გვაქვს შესასრულებელ;"შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად"; "აღძარით და მიიტაცეთ ღვთთის სასუფეველი" მაგრამ რა არის ჩემი გასაკეთებელი, თუ ყოველივე რაც "ჩემია" სინამდვილეში ეკუთვნის ღმერთს? თუ ადამიანს სურვილი მიეცით, მოქმედებაც თავისი სათნოებით, გზაზეც გაიყვანეთ და სახლშიც დააბინავეთ, სახნისიც მიეცით და სამკალიც განა გვქნება იმის თქმის საფუძველი, რომ მანაც გააკეთა რაღაც? ჩვენს გონებაში ღმერთი და ადამიანი ერთდროულად მუშაობს, რას აკეთებს თითოეული მათგანი? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
abo |
Jun 24 2008, 01:03 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
მნათე
ციტატა ჩვენს გონებაში ღმერთი და ადამიანი ერთდროულად მუშაობს, რას აკეთებს თითოეული მათგანი? ოოო ეს უკვე მეტად საჭირბოროტო საკითხია. გობებაში ღმერთის მუშაობა ხომ დადებით სულიერ ფასეულობასთანაა დაკავშირებული? მაგრამ ღვთის ნაბოძები თავისუფალი არჩევანის ნება ხომ ადამიანურ მუშაობაში ხორციელდება? აი აქ არის ჩასაფრებული ეშმაკი, რომელიც ჩვენში ადამიანური სისუსტის გამოვლინებაში ახერხებს შემოძრომას. და კითხვა რას აკეთებს თითოეული მათგანი?- სწორედ აქ აიხსნება. ნეტავ როგორი იქნებოდა ცხოვრება ადამიანი რომ ყოველთვის ღვთიურად მოქმედებდეს. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 08:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი