![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
k@the |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
მოგესალმებით მთეელს ფორუმს.
![]() ამა წლის 21 და 22 ივნისს, გერმანიაში მყოფმა ფორუმელებმა გადავწყვიტეთ ქალაქი მიუნხენი (München), იქ მცხოვრები ქართული სათვისტომო, წმ. ვახტანგ გორგასლის სამრევლო და მათი უმშვენიერესი პატარა ტაძარი მოგვენახულებინა... ამ სურვილის გაცხადება და ჩვენი ფორუმელი bodbeli-ის დიდი სიხარული ერთი იყო ![]() წამსვე გეგმა შეგვიდგინა, ოღონდაც თქვენ ჩამოდითო, ღამის გასათევსაც გამოგინახავთ, ტკბილ და სტუმართმოყვარე ქართველებს მიუნხენში რა დალევსო... ![]() ![]() მთავარი, რაც უნდა ვთქვა, ესაა უღრმესი მადლობა bodbeli-ს, იმ სითბოსთვის, ქართული გარემოსათვის, ქართულ წირვაზე დასწრების საშუალებისათვის, ქართული სტუმართმოყვარეობისათვის და ქართული მასპინძლობისათვის! მოკლედ, ყველაფერი ქართული და ულამაზესი შაბათ-კვირისთვის! ასევე დიდი მადლობა ზურას მეგობრებს, თიკო და თიკოს ![]() ![]() ასევე მადლობა გიორგის! (ბოდბელის ბიძაშვილის-შვილი უნდა იყოს, ასე მახსოვს ![]() მადლობა მამა თამაზის იმ მადლისთვის, რაც მისი წირვის მოსმენით მივიღეთ და ჩვენი დალოცვისათვის. და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობა მთელ მიუნხენელ მასპინძლებს! გაიხარეთ! ![]() -- ვსიო, მადლობებს მოვრჩით, გადავიდეთ სურათებზე ![]() პირველ სურათად დავდებ, ჩემს აპარატიდან, ყველაზე მეტი ერთად რომ მყავს გადაღებული ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
მივაღწიეთ მონასტრამდე და ესეც ჩემი პირველი კადრი იქ . . .
![]() არადა სულ არ ვარ 'ლუდისტი' ![]() უცებ დავიწყეთ დათვალიერება, გარკვევით არ იყო ნიშნულები გაკეთებული და ![]() როგორც მერე გავიგეთ, შიგნiთ შესვლა მხოლოდ გარკვეულ დროებში და რაღაც წინასწარი შეთანხმებით ხდებაო ![]() სამაგიეროდ იმ უძველესი ტექნოლოგიით დაყენებული ლუდის დაგემოვნება შეგიძლიათო ![]() გავემართეთ მონასტრის შემოგარენის დასათვალიერებლად... ![]() ისევ აღმართი, სახე შემეცვალა ![]() ![]() ![]() ამასობაში, თორნიკემ საპასუხო სურათი დააჩხაკუნა და მისი ხილვის თეორიული შანსი, თქვენ კიდევ გაქვთ ![]() ესეც თორნიკე, მე მეორე სურათიც მოვასწარი! იმედია მან ვერა ![]() ![]() პ.ს. ეხლა წავალ მე დავიძინებ და დანარჩენი სურათები ხვალ, ან სამსახურის მერე მე განვაგრძობ, ან თუ მანამდე თორნიკემ, ბოდბელმა, იაკომ ან მარაბელლამ დადეს, იმათაც იხილავთ ![]() ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 11:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი