სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მნათე |
Jun 23 2008, 06:43 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
სანამ უშუალოდ სათქმელზე გადავიდოდე, მეტად დამაფიქრებელ სახარებისეულ ციტატას შემოგთავაზებთ:
"ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით" (ფილ. 2, 12-13) ალბათ ყველას მოგისმენიათ არაჩვეულებრივი საგალობელი "დავიღალე" რომელიც საკუთარ დაღლილობაში მოუხმობს ქრისტეს, ეს გალობა იმ გაკოტრებული ადამიანისაა, ვინც აღმოაჩინა, რომ საკუთარი ძალებით არ შეუძლია ქრისტესთან მისვლა, ვინც შეიცნო ადამიანური მოქმედებებისა და შესაძლებლობების უსუსურობა სრულყოფის გზაზე და დაბეჩავებულს აღმოხდა - არაფერი შემიძლია, მოდი ჩემთან იესო... მაგრამ ძალიან უცნაურია, ერთის მხრივ ჩვენ გვევალება სრულყოფა, და რახან გვევალება ე.ი გარკვეული სახის მოქმედებაც გვაქვს შესასრულებელ;"შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად"; "აღძარით და მიიტაცეთ ღვთთის სასუფეველი" მაგრამ რა არის ჩემი გასაკეთებელი, თუ ყოველივე რაც "ჩემია" სინამდვილეში ეკუთვნის ღმერთს? თუ ადამიანს სურვილი მიეცით, მოქმედებაც თავისი სათნოებით, გზაზეც გაიყვანეთ და სახლშიც დააბინავეთ, სახნისიც მიეცით და სამკალიც განა გვქნება იმის თქმის საფუძველი, რომ მანაც გააკეთა რაღაც? ჩვენს გონებაში ღმერთი და ადამიანი ერთდროულად მუშაობს, რას აკეთებს თითოეული მათგანი? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
| მნათე |
Jun 24 2008, 04:32 AM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა კი უფალმა იცის ყოველივე, მაგრამ ეს ხელს არ უშლის და არც ხელს არ უწყობს ადამიანის არჩევანს. ღმერთი ჩვენს არჩევანში რომ ერეოდეს, გამოდის რომ ჩვენ არა დამოუკიდებელი, თვითმყოფადი და თავისუფალი ადამიანები ვართ არამედ დეტერმინიზირებული. ჩვენ ჩვენი ნება და არჩევანი თუ არ გამოვიყენეთ ისე როგორც ჩვენ გადავწყვეტთ, ანუ თუ იმას არ გამოვიყენებთ რაც უფალმა გვიბოძა, მაშინ გამოვა რომ ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელნი... თავისუფლება ღვთიური მოვლენაა რომელიც უფალმა ადამიანებსაც გვიბოძა. ეს გასაგები მაინც არ არის ბოლომდე, თავისუფალი ნება და ქრისტიანობაში დროის გააზრება, გაცილებით უფრო რთულია, მაგრამ კარკასით დავკმაყოფილდეთ. ციტატა სინდისი იქნებ იმ კუთხით განგვეხილა, რა ციტატაც შენ მომიყვანე, მე მაქსიმე აღმსარებელს არ ვუპირისპირდები, მე არ ვუარყოფ მის სწავლებას, მე სხვა რამ დავწერე... სულიწმიდა კი შეიძლება შევიდეს ადამიანში მაგრამ ადამიანმა თუ ვერ დაინახა და არ ეძია მას რა? ძიებას სჭირდება აღძვრა, ვერავინ აღიძვრის ღვთის მიმართ ღვთისავე ნების გარეშე, ხოლო ამ აღძვრის შემდეგ ღვთაებრივ დამოკიდებულებას სჭირდება ერთგვარი რევერანსი, რომელიც მოიპატიჟებს ღმერთს საქმის საკეთებლად. ციტატა სურვილი უდავოდ ღვთის შემოქმედებაა, რომლის გამოყენების საშუალებაც ჩვენ მოგვეცა... სურვილის გამოყენება? განა მოქმედებაც უფლის არ არის, თავისი სათნოებით? ციტატა შენ ღვთის მიერ შექმნილი არჩევანი გააკეთე, ღვთისავე შექმნილი გრძნობით და აირჩიე უფალთან მყოფობა. ანუ შენ არჩევანი გააკეთე, მაგრამ ეს ხომ შენი შექმნილი არ არის? ეს უფლის შექმნილია, თუმცა მონიჭებული თავისუფალი არჩევანი კი შენ გეკუთვნის... არჩევანი მან აღძრა, ის უნდა მომეხმაროს ვილოცო და მისი ვიყო, ყველაფერი მან უნდა გააკეთოს, მე ხომ მის გარეშე არაფერი შემიძლია? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე ღვთიური და ადამიანური წილი ცხონებაში Jun 23 2008, 06:43 PM
T.L.
ალბათ ყველას მოგი... Jun 23 2008, 06:50 PM
sandro40 გააგრძელეთ ძალიან ... Jun 23 2008, 07:51 PM
G_I_O_R_G_I_ პირველ რიგში ადამი... Jun 23 2008, 08:00 PM
მნათე
უფალი აღძრავს სურ... Jun 23 2008, 09:33 PM
sandro40 ღმერთმა შექმნა ადა... Jun 23 2008, 10:49 PM
G_I_O_R_G_I_
ჩემი აზრით აქ არ იგ... Jun 23 2008, 10:41 PM
თათარაშვილი მნათე
საკმაოდ სი... Jun 23 2008, 10:52 PM
G_I_O_R_G_I_
სწორია უფალს ყველ... Jun 23 2008, 11:00 PM
მნათე
მაგრამ აქ უკვე ღვთ... Jun 23 2008, 11:17 PM
თათარაშვილი
კი უფალმა იცის ყოვ... Jun 23 2008, 11:58 PM
kmunebi ძააბ კარგი და სერი... Jun 24 2008, 12:39 AM
abo მნათე
ოოო ეს უკვე მ... Jun 24 2008, 01:03 AM
neo კარგი კითხვაა ? სად ... Jun 24 2008, 09:51 AM
მნათე
კანონზომიერება კ... Jun 24 2008, 10:10 PM
neo
კი ეგრეა, ოღონდ ჩვ... Jun 25 2008, 09:54 AM
მნათე
შენ რომ იძახი, მაგ ... Jun 28 2008, 05:39 AM
კავკასიელი ადამიანი თავის არჩ... Jul 29 2008, 02:05 PM
Iona
რა თქმა უნდა ადამი... Jul 29 2008, 03:39 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th December 2025 - 05:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი