![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
სანამ უშუალოდ სათქმელზე გადავიდოდე, მეტად დამაფიქრებელ სახარებისეულ ციტატას შემოგთავაზებთ:
"ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით" (ფილ. 2, 12-13) ალბათ ყველას მოგისმენიათ არაჩვეულებრივი საგალობელი "დავიღალე" რომელიც საკუთარ დაღლილობაში მოუხმობს ქრისტეს, ეს გალობა იმ გაკოტრებული ადამიანისაა, ვინც აღმოაჩინა, რომ საკუთარი ძალებით არ შეუძლია ქრისტესთან მისვლა, ვინც შეიცნო ადამიანური მოქმედებებისა და შესაძლებლობების უსუსურობა სრულყოფის გზაზე და დაბეჩავებულს აღმოხდა - არაფერი შემიძლია, მოდი ჩემთან იესო... მაგრამ ძალიან უცნაურია, ერთის მხრივ ჩვენ გვევალება სრულყოფა, და რახან გვევალება ე.ი გარკვეული სახის მოქმედებაც გვაქვს შესასრულებელ;"შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად"; "აღძარით და მიიტაცეთ ღვთთის სასუფეველი" მაგრამ რა არის ჩემი გასაკეთებელი, თუ ყოველივე რაც "ჩემია" სინამდვილეში ეკუთვნის ღმერთს? თუ ადამიანს სურვილი მიეცით, მოქმედებაც თავისი სათნოებით, გზაზეც გაიყვანეთ და სახლშიც დააბინავეთ, სახნისიც მიეცით და სამკალიც განა გვქნება იმის თქმის საფუძველი, რომ მანაც გააკეთა რაღაც? ჩვენს გონებაში ღმერთი და ადამიანი ერთდროულად მუშაობს, რას აკეთებს თითოეული მათგანი? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
neo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
კარგი კითხვაა ? სად გადის ადამიანის შესასძლებლობების ზღვარი ?
მგონია რომ ღმერთმა თითოეულ ადამიან უბოძა გარკვეული შესაძლებლობები და უნარები ბუნებრივად... როცა ჭიქას ვწევ და წყალს სვავს რმერთი ხომ არ ჩამოდის და მეხმარება წყლის დალევაში ? რა თქმა უნდა არა ეს უკვე წინასწარ განსაზღვრული კანონზომიერებების შედეგია... მგონია რომ წინასწარ განსაზღვრული კანონზომიერებები (უპირატესად სიყვარულის კანონი), განსაზღვრავს ცოდვასტან ბრძოლის შედეგსაც... ისევე როგორც რაც უფრო ბევრს ივარჯიშებ მით უფრო ბევრი სიმძიმის აწევაა შესაძლებელი, - რაც უფრო ბევრს ინანებ მით უფრო ბევრი ცოდვის დამარცხებაა შესაძლებელი და ესეც წინასწარ განსაზღვრული კანონზომიერებაა... თუმცა: 1. სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა ნიჭები აქვს, რაც ასევე კანონზომიერია - გენეტიკურია, და ადამიდან მოყოლებული განიცდის ცვლილებებს... 2. ადამიანზე რაც არის დამოკიდებული ესაა გადაწყვიტოს რამდენს ივარჯისებს, ან რამდენს ინანებს... სულიერი კანონზომიერებები რტული დასანახია და დიდი სულიერი გამოცდილება ჭირდება, ამიტომ ჩვენთვის იოლად არსაქმელი იქნება თუ უბრალოდ ცნებებს შევასრულებთ და ღმერთის იმედზე ვიქნებით... ეს გამოსავალია მიდგომაა, გამოუცდელი ადამიანებისათვის... განსაკუთრებული ჩარევა ღმერთის მხრიდან წესით ძალიან იშვიათად უნდა ხდებოდეს... მე ასე ვფიქრობ ერთადერტი რაც არავიტარ წინასწარ განსაზღვრულ კანონზომიერებას არ ექვემდებარება ესაა სულის უნარი დააგენერიროს საკუთარი იდეა, გააკეთოს საკუთარი არჩევანი და დახარჯოს ბოძებული უნარები არცევანის აღსრულებისათვის... -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 08:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი