ფორუმელების შეხვედრა München-ში..., ქართული წირვა და ქართული მასპინძლობა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელების შეხვედრა München-ში..., ქართული წირვა და ქართული მასპინძლობა... |
k@the |
Jun 23 2008, 10:47 PM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მოგესალმებით მთეელს ფორუმს.
ამა წლის 21 და 22 ივნისს, გერმანიაში მყოფმა ფორუმელებმა გადავწყვიტეთ ქალაქი მიუნხენი (München), იქ მცხოვრები ქართული სათვისტომო, წმ. ვახტანგ გორგასლის სამრევლო და მათი უმშვენიერესი პატარა ტაძარი მოგვენახულებინა... ამ სურვილის გაცხადება და ჩვენი ფორუმელი bodbeli-ის დიდი სიხარული ერთი იყო წამსვე გეგმა შეგვიდგინა, ოღონდაც თქვენ ჩამოდითო, ღამის გასათევსაც გამოგინახავთ, ტკბილ და სტუმართმოყვარე ქართველებს მიუნხენში რა დალევსო... ჩვენც ბევრი არ ვახვეწნინეთ მაგ კახელ კაცს, ( ვიცოდით რო არც შეგვეხვეწებოდა და იმიტომ ) ჰოოდა, უცებ თანხმობა განვუცხადეთ და შაბათს კიდეც დავადექით ქალაქ მიუნხენში ფორუმელები tornike20, iako, marabella და k@the. მთავარი, რაც უნდა ვთქვა, ესაა უღრმესი მადლობა bodbeli-ს, იმ სითბოსთვის, ქართული გარემოსათვის, ქართულ წირვაზე დასწრების საშუალებისათვის, ქართული სტუმართმოყვარეობისათვის და ქართული მასპინძლობისათვის! მოკლედ, ყველაფერი ქართული და ულამაზესი შაბათ-კვირისთვის! ასევე დიდი მადლობა ზურას მეგობრებს, თიკო და თიკოს ), რომელთანაც გოგოები გადავნაწილდით ღამის გასათევად. ორივე ძალიან საყვარელი და ალალი ადამიანია ასევე მადლობა გიორგის! (ბოდბელის ბიძაშვილის-შვილი უნდა იყოს, ასე მახსოვს და მაგარი ადამიანია) მადლობა მამა თამაზის იმ მადლისთვის, რაც მისი წირვის მოსმენით მივიღეთ და ჩვენი დალოცვისათვის. და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობა მთელ მიუნხენელ მასპინძლებს! გაიხარეთ! -- ვსიო, მადლობებს მოვრჩით, გადავიდეთ სურათებზე პირველ სურათად დავდებ, ჩემს აპარატიდან, ყველაზე მეტი ერთად რომ მყავს გადაღებული , მანდ მზე უჭვრიტინებთ თვალებში მარა არაუშავს, კაი სურათია, მე ხო არ ვარ ცუდად და ეგ იყოს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
tornike20 |
Jun 24 2008, 03:50 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 77 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: DE წევრი № 3,205 |
მეც პირველ რიგში რათქმაუნდა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ზურას მიუნხენელ ქართველებს და ჩვენს ულამაზეს ფორუმელებს(ქეთის, იაკოს და მაკას)
წინა შეხვედრაზე დაგვიანებული(რამოდენიმე საათით ) ამ შეხვედრაზე პირველი მე ჩავედი მიუნხენში, თანაც დაგვიანების გარეშე შევეცდები სურათებით ავსახო ფორუმის ფურცლებზე ეს ისტორიული დღე შემდეგ ჩამოვიდა იაკო და ქეთის და მაკას ჩამოსვლამდე გავისეირნეთ ცოტა მიუნხენის ქუჩემში. ცოტახანში ქეთი და მაკაც შემოგვიერთდნენ ფრაიზინგისკენ წავედით სადაც უძველესი ლუდსახარშია და ასევე ლამაზი ეზო რათქმაუნდა იქაური ლუდიც დავაგემოვნეთ, ქეთის გამომცხვარ ხაჭაპურთან და იაკოს წამოღებულ გემრიელ რაღაცასთან ერთად (სახელი არ ვიცი ) ქეთიმ არცერთი ყვავილი არ დატოვა გადაღების გარეშე -------------------- თქვენ გიყვართ ლოჟა, გიყვართ პარტერი
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 10:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი