ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
kavkazec |
Jun 14 2008, 11:53 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,014 |
ბაღათერა ჯაბუშანური
კარკუჩით გამეემართა ბაღათერაი დილითა, დედისძმათ გაჯავრებული ქვა-რკინას ამტვრევს კბილითა. აივსნეს ქოთანის ბექნი ქომოციხლების მზირითა. ყმაწვლამ ბაღათერამა ხმალ მაიქნივა პირითა. ზოგნი ჭრნა,ზოგნი ჩაკაპნა,ზოგნი წაუვლენ ჭირითა. რანიც წავიდეს ჭირითა,სისხლსა მისთხევენ პირითა, მარტუამ ბაღათერამა მთა გარდიარა გმინვითა, გადაუჩინდა დედასა გაცინებულის პირითა, გადაუშალნა ქოჩორნი გადაპოხილნი ტვინითა. ბაღათერაის დედამა თმანი დაჭრნა ძირითა: "შენს დედას, ბაღათერაო, რაად გაგიშვი შინითა?! ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი,აწ გაძღას შენი ჭირითა!" |
iisperiTOVLI |
Jun 24 2008, 09:58 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
შენ რო გგონივართ, ვაჟაო, არცა ეგეთნი ქალნი ვართ:
კოშკნი ვართ კირით ნაგებნი, ეკალდამაის კარნი ვართ, მაღალ მთას გადამდინარნი წვრილნი ლემალის ქარნი ვართ, იწრო ხევს ჩამამდინარნი ფონგაუვალი წყალნი ვართ, ცეცხლნი, მინდორში ნაგზნები, ვაჟავ _ შენს გულში ალნი ვართ!... * * * ქალმა დამწყევლა ლამაზმა, ახლოს არ გაგიკარებო, შორიდან დაგწომ, დაგდაგავ, კელაპტრად მოგიხმარებო! დაიჯაჭვიან ხევსურნი, ჯაჭვით ცხენნებზე შესხდიან, შეიყარნიან სანესა მაგარი პირობ შაკრიან. -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 11:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი