![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
k@the |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
მოგესალმებით მთეელს ფორუმს.
![]() ამა წლის 21 და 22 ივნისს, გერმანიაში მყოფმა ფორუმელებმა გადავწყვიტეთ ქალაქი მიუნხენი (München), იქ მცხოვრები ქართული სათვისტომო, წმ. ვახტანგ გორგასლის სამრევლო და მათი უმშვენიერესი პატარა ტაძარი მოგვენახულებინა... ამ სურვილის გაცხადება და ჩვენი ფორუმელი bodbeli-ის დიდი სიხარული ერთი იყო ![]() წამსვე გეგმა შეგვიდგინა, ოღონდაც თქვენ ჩამოდითო, ღამის გასათევსაც გამოგინახავთ, ტკბილ და სტუმართმოყვარე ქართველებს მიუნხენში რა დალევსო... ![]() ![]() მთავარი, რაც უნდა ვთქვა, ესაა უღრმესი მადლობა bodbeli-ს, იმ სითბოსთვის, ქართული გარემოსათვის, ქართულ წირვაზე დასწრების საშუალებისათვის, ქართული სტუმართმოყვარეობისათვის და ქართული მასპინძლობისათვის! მოკლედ, ყველაფერი ქართული და ულამაზესი შაბათ-კვირისთვის! ასევე დიდი მადლობა ზურას მეგობრებს, თიკო და თიკოს ![]() ![]() ასევე მადლობა გიორგის! (ბოდბელის ბიძაშვილის-შვილი უნდა იყოს, ასე მახსოვს ![]() მადლობა მამა თამაზის იმ მადლისთვის, რაც მისი წირვის მოსმენით მივიღეთ და ჩვენი დალოცვისათვის. და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობა მთელ მიუნხენელ მასპინძლებს! გაიხარეთ! ![]() -- ვსიო, მადლობებს მოვრჩით, გადავიდეთ სურათებზე ![]() პირველ სურათად დავდებ, ჩემს აპარატიდან, ყველაზე მეტი ერთად რომ მყავს გადაღებული ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
iako |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
აი მეც შემოგიერთდით.
პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ზურას ჩვენს მასპინძელს. რომელმაც დაუვიწყარი 2 დღე გვაჩუქა, საუკეთესოდ ორგანიზებული. ძალიან უშუალო და თბილი ადამიანია. მადლობა ჩვენს თიკოებს, გულუხვი მასპინძლობისთვის. ამ ადამიანებთან ჭეშმარიტი მეგობრობის, სტუმართმოყვარეობის სული ტრიალებს. შემდეგ მამა თამაზის, ძალიან თბილად მიგვიღო და ცოტა არ იყოს დავაბნიეთ კაცი მე და ქეთიმ. დიდი მადლობა ასევე გიორგის (ზურას ბიძაშვილის შვილია, რომელმაც გაგვიმხილა რომ ბიძით ძალიან კმაყოფილია ![]() ჩვენს ძვირფას ფორუმელებს ქეთის, მაკას და თორნიკეს. და ბოლოს მიუნხენის მრევლს. ქეთიმ თავისი თხრობა ფრაიზინგის მონასტერთან შეაჩერა,მე ცოტას გავაგრძელებ. აქ მდებარეობს ასევე, მიუნხენის უნივერსიტეტის (როგორც ზურამ აგვიხსნა) ერთ-ერთი ფაკულტეტი: პივის ტექნოლოგია და წარმოება. გარემო ისე სასიამოვნო იყო რომ კინაღამ პროფესიის შეცვლაზე დავიწყე ფიქრი . აქ დავაგემოვნე ჩემი პირველი კათხა ლუდი, მაინც ვრეცები იმ აზრზე რომ ლუდი ჩემი სასმელი არ არის.(სურათში ხომ მეტყობა ძალით ვიღიმები) სურათების ფონზე უფრო იოლია თხრობა მოვლენებს წინ არ გაუსწრებ და სურათებს დაველოდები. ჩემს სურათებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, აპარატი მაქვს ძველი და ჯერ უნდა დავბეჭდო სურათები ![]() -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 01:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი