ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
kavkazec |
Jun 14 2008, 11:53 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,014 |
ბაღათერა ჯაბუშანური
კარკუჩით გამეემართა ბაღათერაი დილითა, დედისძმათ გაჯავრებული ქვა-რკინას ამტვრევს კბილითა. აივსნეს ქოთანის ბექნი ქომოციხლების მზირითა. ყმაწვლამ ბაღათერამა ხმალ მაიქნივა პირითა. ზოგნი ჭრნა,ზოგნი ჩაკაპნა,ზოგნი წაუვლენ ჭირითა. რანიც წავიდეს ჭირითა,სისხლსა მისთხევენ პირითა, მარტუამ ბაღათერამა მთა გარდიარა გმინვითა, გადაუჩინდა დედასა გაცინებულის პირითა, გადაუშალნა ქოჩორნი გადაპოხილნი ტვინითა. ბაღათერაის დედამა თმანი დაჭრნა ძირითა: "შენს დედას, ბაღათერაო, რაად გაგიშვი შინითა?! ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი,აწ გაძღას შენი ჭირითა!" |
iisperiTOVLI |
Jun 24 2008, 11:13 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
"ერთი ისივაც გამექცა, აღარ უბრუნე თავია,
საგმირო წამაუქალდე, კლდეს მიაფარა თავია. კლდე სამად გავაგლეჯინე, ერთ გამავთხარე თვალია. იმასაც კარგად სცოდნიყვა აბელაურის ტბანია. მივედ და მეც თან ჩავხყევ, მე, თვითონ იახსარია, ჩავედ და ვეღარ ამოვედ, სისხლით დემებნეს მხარნია. ჩემ ყმათაც კარგად იძივეს ოთხრქა, ოთხყურა ცხვარია. მოიყვანეს და ჩამოკლეს, ღმერთო დასწერე ჯვარია! წინწინ რო კლდეზე შამავხე, შემოვიბერტყენ მხარნია. პირწაღმა შამავტრიალდი, გამასახვიყო ჯვარია. "ღმერთო შენ მამეც შეძლება, შენვე ამიხსენ მხარნია!" მანდით კარატეს ამოვედ, მანდ დავაქუჩენ ყმანია. ლახტზედა შამამიკიდეთ ჩემი პატარა ზარია. დავკრა და ახადს წამოდგეს ჩემი პირქუშის ყმანია. მიდურეთ სალუდე ქვაბი, ყმანო გეწეროსთ ჯვარია." -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 02:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი