![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
26 ივნისს, ხუთშაბათს, 19 საათზე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება
ჰამლეტ გონაშვილის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო. მონაწილეობენ ანსამბლები: "ჩვენებურები", "ბასიანი", "დიდგორი", "შავნაბადა", "შემოქმედი", "სახიობა", ანჩისხატის ტაძრის გუნდი და სხვ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
ჩაკრულო
ციტატა შეილება ადმაინი რომელიც ნუცუბიძეზე (პირობითად ვამბობ) დაიბადა გაიზარდა და ხშირ შემთხვევაში არც უნახია სოფელი და მითუმეტეს გლეხი, ის მღეროდეს გლეხურად? კი, რა თქმა უნდა, შეიძლება (ისევ და ისევ, თუ გლეხურ ნამღერში ტრადიციულს გულისხმობ). ![]() თუმცაღა მაგას ქალაქელი კაცი არ უნდა აკეთებდეს და არცაა საჭირო. ამ საქმეზე თავგადადებული ქალაქელი კაცისთვის უფრო მნიშვნელოვანია იმ კუთხეში არსებული გამოჩენილი ეთნოგრაფიული ანსამბლის წევრის დონეზე იმღეროს. გლეხური ნამღერი უფრო ფოლკლორისტიკისთვისაა საინტერესო. მისი ვარიანტები, მანერა, ჰარმონია, კილო, წყობა და ა.შ. არ ვამართლებ მაგალითად ქალაქელი კაცის მიერ "ადილა ალიფაშას" მღერას სურებელი უკბილო და ასთმიანი მოხუცის მსგავსად. სრულიად დამაკმაყოფილებელი იქნება, თუკი ის სიმონიშვილის, ან ერქომაიშვილის, ან ბერძენიშვილის გუნდის მომღერლის სტილში იმღერებს (არ ვგულისხმობ ტემბრალურ მიბაძვას), ვინაიდან ეს სტილები რაფინირებულია, დაწმენდილია და სრულყოფილად გადმოსცემს გურული სიმღერის ყველა მხარეს (მათ შორის ტრადიციული მღერის მანერასაც). ასევეა ყველა სხვა კუთხეში. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2024 - 12:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი