ფორუმელების შეხვედრა München-ში..., ქართული წირვა და ქართული მასპინძლობა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელების შეხვედრა München-ში..., ქართული წირვა და ქართული მასპინძლობა... |
k@the |
Jun 23 2008, 10:47 PM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მოგესალმებით მთეელს ფორუმს.
ამა წლის 21 და 22 ივნისს, გერმანიაში მყოფმა ფორუმელებმა გადავწყვიტეთ ქალაქი მიუნხენი (München), იქ მცხოვრები ქართული სათვისტომო, წმ. ვახტანგ გორგასლის სამრევლო და მათი უმშვენიერესი პატარა ტაძარი მოგვენახულებინა... ამ სურვილის გაცხადება და ჩვენი ფორუმელი bodbeli-ის დიდი სიხარული ერთი იყო წამსვე გეგმა შეგვიდგინა, ოღონდაც თქვენ ჩამოდითო, ღამის გასათევსაც გამოგინახავთ, ტკბილ და სტუმართმოყვარე ქართველებს მიუნხენში რა დალევსო... ჩვენც ბევრი არ ვახვეწნინეთ მაგ კახელ კაცს, ( ვიცოდით რო არც შეგვეხვეწებოდა და იმიტომ ) ჰოოდა, უცებ თანხმობა განვუცხადეთ და შაბათს კიდეც დავადექით ქალაქ მიუნხენში ფორუმელები tornike20, iako, marabella და k@the. მთავარი, რაც უნდა ვთქვა, ესაა უღრმესი მადლობა bodbeli-ს, იმ სითბოსთვის, ქართული გარემოსათვის, ქართულ წირვაზე დასწრების საშუალებისათვის, ქართული სტუმართმოყვარეობისათვის და ქართული მასპინძლობისათვის! მოკლედ, ყველაფერი ქართული და ულამაზესი შაბათ-კვირისთვის! ასევე დიდი მადლობა ზურას მეგობრებს, თიკო და თიკოს ), რომელთანაც გოგოები გადავნაწილდით ღამის გასათევად. ორივე ძალიან საყვარელი და ალალი ადამიანია ასევე მადლობა გიორგის! (ბოდბელის ბიძაშვილის-შვილი უნდა იყოს, ასე მახსოვს და მაგარი ადამიანია) მადლობა მამა თამაზის იმ მადლისთვის, რაც მისი წირვის მოსმენით მივიღეთ და ჩვენი დალოცვისათვის. და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობა მთელ მიუნხენელ მასპინძლებს! გაიხარეთ! -- ვსიო, მადლობებს მოვრჩით, გადავიდეთ სურათებზე პირველ სურათად დავდებ, ჩემს აპარატიდან, ყველაზე მეტი ერთად რომ მყავს გადაღებული , მანდ მზე უჭვრიტინებთ თვალებში მარა არაუშავს, კაი სურათია, მე ხო არ ვარ ცუდად და ეგ იყოს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Marabella |
Jun 25 2008, 01:30 AM
პოსტი
#2
|
ႫႠႩႠ ჯგუფი: Members პოსტები: 146 რეგისტრ.: 17-June 07 მდებარ.: Aachen წევრი № 2,215 |
აგერ მეც მოვაღწიე... ეხლა არ დავიწყებ ”ტირილს” დრო არ მაქვს და რამე, არ მაქვს და ვა... !
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეც განსაკუთრებით Bodbel-ს მისი ორგანიზებულობისთვის და თბილის დახვედრისთვის, ასევე შიგადაშიგ საკმაოდ ენაკვიმატი ”აფორიზმებისტვის” და რაც მთავარია ჩემი ”სნაიპერის ატრიბუტებს” (staywhite-ის ციტატა ) თრევისთვის!!! k@the კეთილო, უნდა იყიდო ხოლმე ისეთი ჩანთა რომელიც სხვებს მოიზიდავს... რიუკზაკი და ამისთანა ბალანდა კი არა ხო ეხლა აქვე staywhite ციტატა კაკრას უნდა მეკითხა, იმხელა ჩანთა რა ხდებოდა თქვა biggrin.gif რა მათემატიკის წიგნია ამხელა მახინა, სნაიპერის ატრიბუტებს უფრო გავს, დაჟე მაგხელა ისიც არაა biggrin.gif ხოდა, მიზნებიც დაწერეთ სად მიდიოდით . ნუ მთლად მახიან არაა მარა წაიმახინებს... ისა ემანდ კიდევ ქურთუკიც მედო, ჩვენ აქ ჩრდილოეთში ვართ და გვცივა (კოსტუმი და ქურთუკი არ გაგვიხდია) და იქ კიდე უკაცრავად პასუხია და ”პაჟარი” იყო. ხო მადლობებს ვაგრძელებ, ასევე გიას ვუხდი მადლობას, ბოლოს იმან მითრია ჩანთა... (ასეა დამსახურება უნდა ყოველს ) დიდი მადლობა გიას! თორნიკეს სახით გავიცანი ნამდვილი ქართველი, გარეგნულადაც და რაც მთავარია შინაგანადაც! და იაკო ხო საერთოდ... დავიშოკე თურმე ლამის ვიცნობდი და ეხლა ხო უკვე ნაღდად ვიცი (მოკითხვები ჩვენს დებს ). რამოდენიმე სურათს დავდებ მეც, დანარჩენები ნელ-ნელა (ზემოთ ნახსენებ კომენტარებში აღწერილ ჟამთა მსვლელობას არ გავცდები). -------------------- არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
-- თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს -- ...უცდომელი მხოლოდ ღმერთია! -- “და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ” -- ...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st May 2024 - 09:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი