![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
აქ ხალხი აშკარად არ ხუმრობს, მართლაც მომეწონა ზოგიერთო ფორუმის სურათები, აშკარაა, რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი თანაფორუმელები არ არიან პროფესიონალები, მაგრამ არც ისე "მოყვარულები" რომ არ ეთქმით ეგ აშკარაა, მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, იქნებ უბრალო სიტყვებით გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილებები, ავხსნათ ზოგიერთი მთავარი ტერმინი, მთავარი თეორიები, და მცირე პრაქტიკული რჩევებიც დავდოთ
![]() აბა გისმენთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ნიჭი დამუშავების ვფიქრობ უფრო ცოდნა უნდა, როგორ , რანაირად, უნდა ახსნა ჩემო კარგო, მოკლედ მაინც უნდა დაგვიწერო ![]() ეს მცირე ინფორმაცია პანორამაზე მადლობა ისევ ბოკეს Панорамная фотография — фотография, имеющая большой угол обзора. Панорама может быть 1)планарной, 2)цилиндрической, 3)кубической или 4)сферической. Планарная панорама — проецируется на плоскость и может быть воспроизведена на бумаге или мониторе. Такую панораму обычно получают посредством панорамных фотоаппаратов, имеющих угол обзора более 120°, что позволяет получать вытянутые кадры с широким углом охвата. Достигается столь широкий угол за счёт подвижного объектива, который вращается вокруг своей нодальной точки, направляя световой поток вслед за щелевым затвором. Панорамные фотоаппараты могут использовать узкую (тип 135), широкую (тип 120) фотоплёнку или иметь цифровую матрицу. Так же получить планарную панораму можно и посредством «сшивки» кадров с обычного фотоаппарата, правда в этом случае желательно использовать специальную панорамную штативную головку и соответствующее программное обеспечение. Цилиндрическая панорама (циклорама) — проецируется на боковую часть цилиндра и имеет охват 360°. Получить такую панораму можно «сшивкой» кадров с обычного или панорамного фотоаппарата. Кубическая и сферическая панорамы получаются соответственно проекциями окружения на куб или сферу. ამ სტატის მივაკვლიე, ნინო ილურიძე წერს, სამწუხაროდ აღარაა გაგრძლებული, მაგრამ ესეც საინტერესოა... ზოგადი ტონალური კორექცია, თეორიული ნაწილი Nino Iluridze Mar 14 2007, 02:08 PM Post #1 შესავალი: გამოსახულების მიღება შესაძლებელია სხვადასხვა ხერხით, მათ შორის სკანირებით, ციფრული ფოტოგრაფირებით ან იმპორტით ციფრული ფოტოგრაფიების მზა კოლექციიდან. მიღებულ გამოსახულებას ყოველთვის აქვს ხარვეზები - ის შეიძლება იყოს ძალიან მუქი, განურჩეველი დეტალებით, ზედმეტად ნათელი, უფერული, ანუ არასაკმარისად კონტრასტული და ა.შ. კარგი ფოტოგრაფიის ცუდისაგან განმასხვავებელი ნიშანი უპირველეს ყოვლისა არის სინათლის და ჩრდილების სწორი ბალანსი, როცა გადაღებული ობიექტები გამოიყურება რელიეფურად და კარად აღითქმება თვალით. ყველა ფოტოში არის სიუჟეტურად მთავრი ნაწილი, რომელიც მდიდარია დეტალებით და სადაც ტონალური კონტრასტი უნდა იყოს განსაკუთრებით დიდი. განათებაში და კონტრასტში ხარვეზებს ტონალური ხარვეზები ეწოდება, ხოლო მათი შესწორების პროცესს - ტონალური კორექცია. ფოტოშოპი იძლევა საშუალებას, რომ გამოსახულების ტონალობა გასწორებული იქნას დიდი სიზუსტით და მივიღოთ შეძლებისდაგვარად საუკეთესო ხარისხი. სიკაშკაშის დონეები ________________ სიკაშკაშის დიაპაზონი - - - - - - - - - - - - - - კომპიუტერული გამოსახულების ტ ო ნ ი - ეს არის იმ პიქსელების სიკაშკაშე, რომლისგანაც ეს გამოსახულება შედგება. გამოსახულებაში პიქსელებს სხვადასხვა სიკაშკაშე აქვთ. გამოსახულებაში გამოყენებული სიკაშკაშის სრულ დიაპაზონს - ტონალური დიაპაზონი ეწოდება. რაც უფრო დიდია ტონალური დიაპაზონი, მით უფრო ღრმაა ფერები და უკეთესადაა დამუშავებული დეტალები. სწორედ ამ საკითხს გადაწყვეტს სინათლისა და ჩრდილების კორექცია. იდეალურ ვარიანტში გამოსახულებაში გამოყენებული უნდა იქნეს სიკაშკაშის (ტონის) ყველა მნიშვნელობა. თუ მთელ ტონალურ დიაპაზონს დავყოფთ სამ არათანაბარ ნაწილად, მაშინ ყველაზე მუქი ნაწილი იქნება ჩრდილები, ყველაზე ნათელი - სინათლის, ხოლო მათ შორის განლაგებულია საშუალო ტონების დიდი დიაპაზონი. გამოსახულებაში პიქსელების განაწილების გრაფიკს (0-დან 256-მდე) სიკაშკაშის მიხედვით - ჰისტოგრამა ეწოდება. ჰისტოგრამაში ჩრდილები განლაგებულია მარცხნივ, სინათლეები მარჯვნივ. გამოსახულების ტონალური დიაპაზონი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც პიქსელების განაწილების გრაფიკი სინათლის გრადაციებად, რაც უფრო მეტი პიქსელია განლაგებული მოცემულ ინტერვალში, მით უფრო მეტ ელფერს შეიცავს ეს ინტერვალი. როცა ფოტოში არ არსებობს ბნელი და ნათელი ტონები, იგი მკრთალი, მტვერით დაფარული გამოსახულების მსგავსად გამოიყურება - მისი პიქსელები ნაკლებად გამოირჩევა სიკაშკაშით. ფოტოგრაფიის გამოცოცხლებისათვის საჭიროა მისი ტონალური დიაპაზონის გაჭიმვა. ასეთი გამოსახულების კორექცია იწვევს ყველაზე მუქი და ნათელი ტონების ჩამოჭრას, იქ სადაც პრაქტიკულად პიქსელები არაა. ამის შედეგად არსებული ტონები მთელ ტონალურ დიაპაზონზე თანაბრად განაწილდება და გამოსახულების კონტრასტი გაიზრდება, მასში გამოჩნდება მიმზიდველი და შუქჩრდილები. გამოსახულებაში ტონების რაოდენობა, მისი ტონალური დიაპაზონის გაჭიმვისას 256-ზე ნაკლებია (როცა სრული ინტერვალის ნაწილის კორექციას მოვახდენთ და ჩამოვაჭრით). ამიტომ ინტერველის საკმაოდ გაჭიმვით გამოსახულება კარგავს ელფერების გადასვლის სითანაბრეს და ემსგავსება პლაკატს. საშუალო ტონების დონეს გამა ეწოდება. გამის საწყისი მნიშვნელობა ერთის ტოლია. ტონების ამ მნიშვნელობებს შემავალი მნიშვნელობები ეწოდება - Input Levels. შავი და თეთრი წერტილები - - - - - - - - - - - - - - - - - - გამოსახულებაში შესაძლებელია შეგვხვდეს სხვადასხვა შავი და თეთრი წერტილები ან ნაკაწრები, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვთ სიუჟეტთან (ატრეფაქტები). პიქსელები, რომლებიც ქმნიან ატერფაქტებს, თავიანთი წვლილი შეაქვთ ჰისტოგრამაში, საჭიროა ჩამოიჭრას პიქსელების დაბალპროცენტიანი დონეები, რათა ორიენტაცია ავიღოთ დოკუმენტის ტონებზე და არა ექსტრემალური ტონების შემთხვევით ლაქებზე. იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ იმ ტონის დონე, რომლისგანაც იწყება დეტალები, საჭიროა განვსაზღვროთ გამოსახულებაში ყველაზე მუქი და ნათელი წერტილები. გასაზომ ინსტრუმენტად იყენებენ Eyedropper, რომლის მნიშვნელობები აისახება პალიტრა Info-ში. შავი და თეთრი წერტილების მოსაძებნად იყენებენ ბრძანებას Threshold-ს Image-Adjust-Treshold. დასაბეჭდი გამოსახულება და ტონალური დიაპაზონი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - გამოსახულების დასაბეჭდად საჭიროა საბეჭდი მანქანის მიერ ფერების და ტონების წარმოქმნის გათვალისწინება. პირველ რიგში, საბეჭდი მანქანა ცუდად აწარმოებს ძალიან მაღალ და ძალიან დაბალი სიკაშკაშის ფერებს, ამიტომ სინათლის და ჩრდილების არეში ელფერების რაოდენობა საკმაოდ შემცირდება. დაბეჭდვისას საჭიროა ჩრდილების გადაწევა უფრო ნაწილში და ნათელი ნაწილი ცოტა დამუქბეა. ამ ოპერაციას ტონალური დიაპაზონის შეკუმშვა ეწოდება ანუ გამოსასავლელი დონების ჩამოჭრა. გამოსასვლელ დონეებს ჭრიან Output Levels (გამოსავალი მნიშვნელობები) საშუალებით. Output Levels-ის მცოცავების მოქმედება სააწინააღმდეგოა Input Levels-ის მნიშვნელობების. მაშინ როდესაც შესასვლელო დონეების რეგულირება ზრდის კონტრასტს, გამოსასვლელი დონეების მცოცავები მას პირიქით ამცირებენ. ტონალური დიაპაზონის შეკუმშვით გამოსახულება უსიცოცხლო ხდება. ხარისხის კომპენსაციისათვის საჭიროა შესასვლელი დონეების რედაქტირება, რათა გაიზარდოს კონტრასტი. თუ სინათლესა და ჩრდილებში ცოტაა პიქსელები, მაშინ ეს ელფერები არ იქნება გარჩევადი დაბეჭდვისას. უკეთესია შესასვლელი დიაპაზონის გაჭიმვისას ისინი საერთოდ წავშალოთ, რადგან ეს გამოსასვლელი დიაპაზონის შევიწროვებისას დაკარგულ კონტრასტს გაზრდის. ყველაზე ნათელი და ყველაზე მუქი ტონების წაშლა მდგომარეობს დიაპაზონის იმ განაპირა ნაწილების ჩამოჭრაში, სადაც პიქსელები უკვე არის. დონეების (Levels) ავტომატური კორექციის მეთოდები - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - დონეების კორექცის ცვლის ტონების ძირითად მახასიათებლებს - ტონების დიაპაზონს და ნეიტრალური წერტილის მდგომარეობას, ანუ გამოსახულების გამას. Level ფანჯარაში მოსახერხებელია როგორც კონტრასტის და გამოსახულების სიკაშკაშის კორექციის უმარტივესი ოპერაციების შესრულება (გამის შეცვლით), ასევე მთლიანი კორექციაც (გამოსასვლელების რეგულირება). Level გამოვიყენებთ, როდესაც გამოსახულება არ გამოირჩევა დიდი ხარისხი, ხოლო დონეების ავტოკორექცია გამოიყენება, როდესაც გამოსახულებას სტანდარტული და არც ისე მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს. Level - auto - ცარიელი შემავალი მნიშვნელობები ჰისტოგრამაზე ჩამოიჭრება, ისე როგორც ეს ხცდება ხელით. გამოსახულების გამა შეიცვლება პროპორციულად. ავტოკორექციის რეჟიმი საშუალებას გვაძლევს ჩამოიჭრას დიაპაზონის განაპირა ნაწილები. ეს ხელსაყრელია შემთხვევითი ნაკაწრების და გამოსახულებაზე ექსტრემალური ელფერების წასაშლელად. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 12:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი