ღვთიური და ადამიანური წილი ცხონებაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთიური და ადამიანური წილი ცხონებაში |
მნათე |
Jun 23 2008, 06:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
სანამ უშუალოდ სათქმელზე გადავიდოდე, მეტად დამაფიქრებელ სახარებისეულ ციტატას შემოგთავაზებთ:
"ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით" (ფილ. 2, 12-13) ალბათ ყველას მოგისმენიათ არაჩვეულებრივი საგალობელი "დავიღალე" რომელიც საკუთარ დაღლილობაში მოუხმობს ქრისტეს, ეს გალობა იმ გაკოტრებული ადამიანისაა, ვინც აღმოაჩინა, რომ საკუთარი ძალებით არ შეუძლია ქრისტესთან მისვლა, ვინც შეიცნო ადამიანური მოქმედებებისა და შესაძლებლობების უსუსურობა სრულყოფის გზაზე და დაბეჩავებულს აღმოხდა - არაფერი შემიძლია, მოდი ჩემთან იესო... მაგრამ ძალიან უცნაურია, ერთის მხრივ ჩვენ გვევალება სრულყოფა, და რახან გვევალება ე.ი გარკვეული სახის მოქმედებაც გვაქვს შესასრულებელ;"შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად"; "აღძარით და მიიტაცეთ ღვთთის სასუფეველი" მაგრამ რა არის ჩემი გასაკეთებელი, თუ ყოველივე რაც "ჩემია" სინამდვილეში ეკუთვნის ღმერთს? თუ ადამიანს სურვილი მიეცით, მოქმედებაც თავისი სათნოებით, გზაზეც გაიყვანეთ და სახლშიც დააბინავეთ, სახნისიც მიეცით და სამკალიც განა გვქნება იმის თქმის საფუძველი, რომ მანაც გააკეთა რაღაც? ჩვენს გონებაში ღმერთი და ადამიანი ერთდროულად მუშაობს, რას აკეთებს თითოეული მათგანი? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
neo |
Jun 25 2008, 09:54 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა "ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით" (ფილ. 2, 12-13) კი ეგრეა, ოღონდ ჩვენი ნებართვით არა დამოუკიდებლად... ასე რომ გადაწყვეტილება ჩვენიდან მოდის... მე ვიზახი მომეცი ღმერთო სურვილი რომ ვაკეთო სიკეთე და მაძლევს... არ არის აქ ლოგიკის დარღვევა... ციტატა კანონზომიერება კი სულიწმიდის მიერ გახლავს, შემტკიცებული, ის გამოავლენს სამყაროს არსებობის ნებას, შესაქმე არ დამთავრებულა როცა სული წმინდაზე გვაქვს საუბარი ,,აქ არ დამთავრებულა" ცოტა ვერ ჯდება... დროში ჩვენ ვმოგზაურობთ ღმერთი კი ყველა დროსა და სივრცეში ერთდროულად არის და ყველა დროსა და სივრცეს ერთდროულად განიცდის ამიტომ არის უცვალებელი... მგონი კანონზომიერებას რა თქმა უნდა სულიწმინდა საზღვრავს, რადგან თვითონ სული წმინდა არის კანონზომიერება... რომელიც უცვალებელია, ანუ ის კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა გადაწყვეტილებებს კი არ ირებს თავის განსხვავებული სურვილებიდან გამომდინარე, არამედ წინასწარ მასშივე არსებული ,,სიყვარულის" პრინციპიდან გამომდინარე ყალიბდება ყველაფერი... ასე რომ ,,გექნება სინანული ? გექნება განთავისუფლება, არ გექნება სინანული ? არ გექნება განტავისუფლება" ეს კანონია წინასწარ განსაზღვრული და ყოველთვის ესე დარჩება -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი