სამღვდელო თავსაბურავი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამღვდელო თავსაბურავი |
მნათე |
Nov 3 2006, 04:23 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა თუ დავაკვირდებით ავტოკეფალურ ეკლესიათა სამეთაურო ტიტულებს, ბერძნული ტრადიციის ეკლესიებში (კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი, საქართველო, კვიპროსი, საბერძნეთი, ალბანეთი) შეინიშნება შავი ფერის კუნკულ-ბარტყული და მთავარეპისკოპოსის ტიტული, ხოლო სლავური ტრადიციის ეკლესიებში (რუსეთი, სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, ამერიკა) თეთრი ფერის თავსაბურავი და მიტროპოლიტის ტიტული. ბალღო, მამისმინე ახლა საქართველოს და რუსეთის პატრიარქებს სხვებისგან განსხვავებული კუნკულ-ბარტყული ახურავთ, ერთმა სტიქაროსანმა (პატრიარქის) მათ ასირიულიც უწოდა. ხოდა ახლა მაგვახსენე რატომა და როგორა p.s Sevecade glexurad -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Nov 3 2006, 05:55 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mnate
ციტატა საქართველოს და რუსეთის პატრიარქებს სხვებისგან განსხვავებული კუნკულ-ბარტყული ახურავთ, ერთმა სტიქაროსანმა (პატრიარქის) მათ ასირიულიც უწოდა. ხოდა ახლა მაგვახსენე რატომა და როგორა მართალია საქმე ისაა, რომ კუნკულა სხვაა და ბარტყულა სხვა კუნკულა არის ქუდი, რომელსაც აქვს ბრტყელი ბოლო ბარტყულა არის გრძელი შავი ნაჭერი, რომელსაც ჯერ კიდევ ძველი ებრაელი მლოცველები იდებდნენ თავზე (ოღონდ იმათი თეთრია ლურჯი ზოლებით, ე.წ. "ტალიტი") ისინი ერთობლიობაში ქმნიან კუნკულ-ბარტყულს, ოღონდ მას აქვს ისეთი ფორმა, როგორიც ჩვენი მღვდელმთავრების თავსაბურავს მხოლოდ ბარტყულის დახურვის შემთხვევაში მას (თავის მოყვანილობის გამო) აქვს მრგვალი ბოლო. სწორედ აღნიშნული ტიპის ბარტყულს განასახიერებს ჩვენი პატრიარქის თავსაბურავი თუ ვერ გაიგე ზუსტად, ან ფოტოებს მოვძებნი, ან კიდევ როცა გნახავ ვიზუალურად გაჩვენებ ალექსანდრე ციტატა ეგ მეც მაინტერესებს და კიდევ რატომაა რუსეთისა და ზოგიერთი ქვეყნის პატრიარქების კუნკულ ბარტყული თეთრი ფერის. ადრე სადღაც წავიკითხე რომ რაღაცას განასახიერებდა მაგრამ აღარ მახსოვს. აბა ჰე მოგვახსენენ აბა არ დამიწერია, mnate იტყუება თეთრი ფერი განასახიერებს სიწმიდეს (როგორც ყოველთვის). სხვა განმარტება არ ვიცი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Sotiris |
Jan 10 2007, 09:38 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
საქმე ისაა, რომ კუნკულა სხვაა და ბარტყულა სხვა კუნკულა არის ქუდი, რომელსაც აქვს ბრტყელი ბოლო ბარტყულა არის გრძელი შავი ნაჭერი, რომელსაც ჯერ კიდევ ძველი ებრაელი მლოცველები იდებდნენ თავზე (ოღონდ იმათი თეთრია ლურჯი ზოლებით, ე.წ. "ტალიტი") სხვათა შორის ბერძენი მონაზვნები იცნობენ კუნკულსა და სკუფიას. სკუფია ბრტყელბოლოიანი ქუდია, კუნკული კი ნაჭრისგანაა შესრულებული (наметка-ს რასაც უწოდებენ რუსები) და სკუფიას თავისუფლად სცილდება, მასზე მყარად დამაგრებულ-მიკერებული არ არის. თუ ვინმეს აინტერსებს, ფორუმზე ბლომად არის პატრიარქის ათონზე ვიზიტის სურათები და იქ შეუძლია ნახოს კაცმა. ჩვენშიც ადრე კუკნკული ალბათ ამ ნაჭერს უნდა რქმეოდა (მახსოვს ამბა დოროთე წერს მის შესახებ, კუნკული ჩვილი ბავშვის თავსაბურავს განასახიერებს, რადგან მონაზონი ბავშვივით უნდა იყოს უმანკოო), მაგრამ რუსების გავლენით მგონი სახელი შეიცვალა. სხვა რას ფიქრობს? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი