![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
kavkazec |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,014 ![]() |
ბაღათერა ჯაბუშანური
კარკუჩით გამეემართა ბაღათერაი დილითა, დედისძმათ გაჯავრებული ქვა-რკინას ამტვრევს კბილითა. აივსნეს ქოთანის ბექნი ქომოციხლების მზირითა. ყმაწვლამ ბაღათერამა ხმალ მაიქნივა პირითა. ზოგნი ჭრნა,ზოგნი ჩაკაპნა,ზოგნი წაუვლენ ჭირითა. რანიც წავიდეს ჭირითა,სისხლსა მისთხევენ პირითა, მარტუამ ბაღათერამა მთა გარდიარა გმინვითა, გადაუჩინდა დედასა გაცინებულის პირითა, გადაუშალნა ქოჩორნი გადაპოხილნი ტვინითა. ბაღათერაის დედამა თმანი დაჭრნა ძირითა: "შენს დედას, ბაღათერაო, რაად გაგიშვი შინითა?! ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი,აწ გაძღას შენი ჭირითა!" |
![]() ![]() |
kavkazec |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,014 ![]() |
კაი ყმა ხმალსა ჩახედავს-
"ნეტავ გამიჭრის, თუ - არა?!" ცუდაი - ქალის უბესა - "ნეტავ შამიხვევს თუ- არა?!" არხვატს არხვატო, ჩემო სამშობლო, ჯიხვ-არწივების ბინაო, მიამც კი შენს მტერს შამაკლა, შენს მკერდზე დამაწვინაო! მაკვდას, თუ მაკვდა ოშკაცი არხვატის გულისთვინაო! დედა ვაცხონე ვაჟისა, ვინაც თავ მაიწყინაო! მტერ დარჩა სისხლის მორევში, თავიც კი იქ შასწირაო. დაიმალების ცუდი ყმა, მავშჩები, წაოლ შინაო. გამაქცეულის მისვლასა არმისვლაი სჯობ შინაო. მაინც არ გასტყდა, არხვატო, ბასრო ფოლადის რკინაო! შავეთსა ჰკითხეს მოყმესა; - შენ ქონებისა რა გერგო? - ნეტავი ჩემი ბედი-დღე მე სიცოცხლეშივ გამეგო!.. ის ჩემი ციხე-დარბაზი შუა შარაზე ამეგო, მშივრისად პური მეჭმია, გაყინულ ცეცხლთან გამეთბო, სიტყვა არვისთვის მეწყინა, სულყველას გული მომეგო, რაც მეშოვნა და მეპოვნა, სულ გლახაკებზედ გარდმეგდო!.. ამთენის ცოდვის მოქმედსა სული მით მაინც მამეგო!.. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 06:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი