სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ninore |
Nov 15 2006, 03:17 AM
პოსტი
#1
|
![]() ნაყინი ჩემი ტკივილია! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,849 რეგისტრ.: 8-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 418 |
-------------------- თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!
თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს! თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს! თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!! |
![]() ![]() |
| tati87 |
Jan 11 2007, 02:37 AM
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 10-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 666 |
http://gebi.iatp.ge/photoalbum.htm
აქ ნახავთ ღების სურათებს!!! რაჭის ერთ-ერთი სოფელია !!! ცოტა ინფორმაცია ვიპოვე რაჭველების ტრადიციებთან დაკავშირებით და დავდებ ამასაც!!! დღეობები ძველად სოფელში იმართებოდა დღეობები, სოგიერთი მათგანი დღესაც იმართება. დღესასწაულებს ღებში ეძახდნენ დღეაწველებს. ღების ერთ-ერთ უბანში, ნაყურში, იმართებოდა დღეაწველები. იყო შეჯიბრებები, ჭიდაობა, ხარების შეტაკება და სხვა... დღესასწაულზე შეჯიბრებებების შემდეგ ჩაებმებოდნენ ფერხულში. ფერხული და სეირნობა თითქმის ყოველ კვირას ტარდებოდა. ნაყურიდან იწყებდნენ სეირნობას და ქალაქის ხიდამდე (დიდსა და პატარა ღების გამყოფი ხიდი) ჩადიოდნენ. ხოლო ფერხული იწყებოდა საროკავადან. ამ უბნის სახელიც როკვას უკავშირდება. ბარბარობა პირველად იმართებოდა ბარბარობა- მეკვლეობა. Eეს დღე უქმე იყო, ხარშავდნენ ხვარბალ (მარცვალ) სიმინდს, აცხობდნენ ბაჭულებს (ხაჭაპურებს) და განატეხს (დაჭრელებული ხაჭაპური). შობა შობის წინა დღეს სოფლის ბიჭები ჯგუფ- ჯგუფად ჩამოივლიდნენ ყველა სახლის კართან და ასრულებდნენ საშობაო საგალობელს: შობა- შობა მარიობა, შობის ახალ წელიწადი, ჩვენ ხომ მათხოვრები არ ვართ. ქრისტეს მახარობლები ვართ. ჩიტი შემოჯდა ოლესა, იძახის მარიობასა ღმერთმა ყველა დაგვასწროს აღდგომა –მარიობასა” და ა. შ. ... დიდმარხვა დიდმარხვის პირველი დღიდან გადმოითვლიდნენ ოთხ კვირას და “აღებას” ეძახდნენ. Pპირველი კვირა იყო “შხელის მარხვა”, რომელსაც იცავდნენ მხოლოდ გობეჯიშვილები. შემდეგ კვირას ეწოდებოდა “ბოსლობა”. ამ დღეს ცხვებოდა ბაჭულები და იმართებოდა ცეკვა-თამაშები. შეღამებისას ოჯახის უფროსი ორი ბაჭულითა და კვერცხებით მიდიოდა ბოსელში და თან მხოლოდ ვაჟები მიჰყავდა. ბიჭები ერთმანეთს ზურგზე შეასხდებოდნენ, საქონლის ხმაზე ბღაოდნენ და თან ამბობდნენ: “ბოსელ, ბოსელ, ბუ”. შემდეგ ბოსელში დაბმულ საქონელს შემოუვლიდნენ სამჯერ და იტყოდნენ; “დათვი მჭლე და შენ მსუქანი, გაზაფხულზე გასტვრიკინდიო” (გასუქდიო). ბაჭულებს შეჭამდნენ და ლოცულობდნენ საქონლის სიმრავლისათვის. რიტუალის დასრულების შემდეგ კვერცხებს ბაგაში მალავდნენ, ვინც იპოვის, ბედნიერი იქნებაო. სახლში დაბრუნებული ოჯახის უფროსი სამჯერ აკაკუნებდა სახლის კარზე და ამბობდა; კარი რკინისაო; დიასახლისი შიგნიდან პასუხობდა: არა, მეუფისაო. რიტუალი სრულდებოდა საზეიმო ვახშმით. “ბოსლობის” კვირაშივე, ხუთშაბათ საღამოდან, ერთ კვირის განმავლობაში, სრულდებოდა “პირ-რწყობის”, რიტუალი – სახად-ბატონების ბედზე. ამ რიტუალს ასრულებდნენ მხოლოდ ქალები. პარასკევობით მარხულობდნენ, დღის ბოლოს კი აცხობდნენ “ა რ ვ ა რ გ ი ე ბ ს”, ანუ სანამალეოს და მხოლოდ თავად ჭამდნენ (ეს იყო ხაჭაპური, რომელსაც ქალები უმალავდნენ მამაკაცებს, თან ატყუებდნენ, ეს არ ვარგაო. ამიტომაც ერქვა არვარგია, ანუ სანამალეო). შემდეგ იწყებოდა ერთკვირიანი მარხვის პერიოდი. მისი დასრულების შემდეგ ქალები კლავდნენ ქათმებს და ისევ მხოლოდ თავად შეექცეოდნენ. მესამე კვირას “ხორციელის” კვირა ერქვა. ამ კვირის პირველი სამი დღე ეთმობოდა მაცხოვრის მარხვას. მასთან დაკავშირებით სოფელში ასეთი გადმოცემა არსებობს: ღების მაცხოვრის ჯვარი სვანებს მოუპარავთ. ღებელებს ჯვრის უკან დასაბრუნებლად კაცი გაუგზავნიათ სვანეთში. იგი სვანების ეკლესიაში შეპარულა და დაღამებამდე იქ დამალულა. ღამით, როცა ეკლესია დაუკეტავთ, კაცს კვებოდან (სარკმლიდან) განუზრახავს გადმოძრომა, მაგრამ ჯვარი დიდი ყოფილა და ვერ გამოტეულა. Kკაცს უთქვამს, უფალო, იდრიკე თავი, თორემ დავრჩით მეცა და შენცაო. ჯვარი მოხრილა და კაციცა და ჯვარიც მშვიდობით გადმოსულან ღებში. Aმის მერე ჯვარი მუდამ მოხრილი ყოფილა. Mმაცხოვრის მარხვაც სწორედ ამ ისტორიის შემდეგ დაწესებულა. როგორც უკვე აღინიშნა, იგი ხორციელის კვირის პირველ სამ დღეს, იმართებოდა. ოთხშაბათ ღამეს კი იწყებოდა “დიდება ბრძანეს” რიტუალი. მთელი ღამის განმავლობაში სოფლის ბიჭები ოჯახებში დადიოდნენ გალობით: “დიდება ბრძანე მაცხოვრისა, ჯვარცმულისა, წმინდა გიორგისა ზედქალაქისა, შეგეწიოთ მაცხოვრის მადლი!’ მასპინძელი მათ სანოვაგით ხვდებოდა და ოჯახის დალოცვას სთხოვდა. ბოსლობას მოსდევდა ”გოჭის ხუთშაბათი” – გოჭებს კლავდნენ, განატეხებს აცხობდნენ და ბიჭების მომრავლებაზე ლოცულობდნენ. პარასკევს ეძახდნენ პილწ (ბილწ) პარასკევს; შაბათს – სულის შაბათს; ხოლო კვირას – ხორციელის დაურწყებას, რადგან ამ დღიდან აღდგომამდე ხორცის ჭამა იკრძალებოდა. დიდმარხვის ბოლო კვირას ყველიერის კვირა ერქვა. ამ კვირის ხუთშაბათს იმართებოდა “შიოობა” – წმინდა შიოსადმი სავედრებელი, ოჯახის ბარაქისათვის. შიოობის წინა ღამეს ოჯახის უხუცესი შეინახავდა კვერცხს, ერბოს, ფქვილს, წყალს და დილით დიასახლისი აცხობდა ა რ ვ ა რ გ ი ე ბ ს, იმ იმედით, რომ ღამით შიო-ძვალი ჩამოივლის და წაიღებსო. ყველიერის შაბათს იმართებოდა ჩიტა-ფაფაობა – ფრინველთა და ნადირთა მოსაშორებლად, რომლებიც ყანებს აზიანებენ. Aამ დღისთვის ამზადებდნენ ერბოიან ფაფას. ფაფიანი ჯამით დიასახლისი კარის ზღურბლზე დადგებოდა და მასა და ბავშვებს შორის დიალოგი იმართებოდა, რის შემდეგაც ბავშვები ფაფას ფანჯრის რაფებზე ანაწილებდნენ: “ეს – ბეღურას, ეს – ყვავს, ეს – მგელს” და ასე შემდეგ. მათი რწმენით, ფრინველები მათ ყანებს აღარ დააზიანებდნენ. კვირაობით იმართებოდა მელაკურკუტალაობა – ქათმების მტრის, მელიის, მოსაშორებლად. წინა ღამით ცხვებოდა იმდენი ბოხჩუანი (ოთხკუთხა ხაჭაპური), რამდენი ბავშვიც იყო ოჯახში. დაღამებისას ბავშვებს ბოხჩუანები სოფლის გარეთ მიჰქონდათ, მოატეხდნენ ოთხივე კუთხეს, აისროდნენ მაღლა და იტყოდნენ: “ მელა, მელა კურკუტელა, თხის სურა და სამოსელა, ჩვენს ქათმებს ნურას ერჩი, სხვისი ქათმები წაიღე”. დიდმარხვის პირველ დღეს “თედოროობა” ერქვა. ამ დღეს აცხობდნენ განატეხებს და წმინდა თედორეს ევედრებოდნენ საქონლის, ცხენისა და ხარის გამრავლებას. [[b]b] აღდგომა[/b][/b] აღდგომას ახალი მიცვალებულის ჭირისუფალთან ახლობლებს მიჰქონდათ შეუღებავი კვერცხები და სანთლები. კვერცხს ჭირისუფლის სახლში შაბათს ღებავდნენ. ასეთ კვერცხს შესანდობი კვერცხი ერქვა. ღებში აღდგომა დღესასწაული იყო. საფლავზე მეორე დღეს გადიოდნენ. p.s. მაქვს კიდევ რამდენიმე ძალიან ლამაზი ფოტო ღების , მაგრამ, სამწუხაროდ ვერ დავდე !!! -------------------- იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
|
ninore რ ა ჭ ა Nov 15 2006, 03:17 AM
ninore http://images.caucasus.net/img/ea44d529a07a96f8e81... Nov 15 2006, 04:10 AM
ninore ისტორია:
წერილობი... Nov 15 2006, 09:09 AM
ninore ვარ რაჭველი, სოფელ ... Nov 15 2006, 09:25 AM
iako ძალიან საინტერესო ... Nov 19 2006, 05:01 PM
კანონისტი გეიხარეთ, ბოშო
მეც ... Nov 19 2006, 06:52 PM
iako ქვემო თუ ზემო რაჭი... Nov 19 2006, 07:08 PM
ნიკოლოზ_V რაჭა ჩემი ტკივილია... Nov 19 2006, 08:37 PM
კანონისტი iako
ზემო რაჭიდან
ქ. ო... Nov 20 2006, 03:26 PM
ninore http://images.caucasus.net/img/84c659f49766621773d... Nov 21 2006, 04:28 AM
Georg რაჭა ნამნდვილად სი... Nov 21 2006, 11:47 AM
gvirila_mari ვაიიიიიიიიმეეეეე... Nov 21 2006, 01:50 PM
usgar რომელი სადაა გადა... Nov 21 2006, 10:56 PM
კანონისტი ზურაბი
ახლა არა
ის... Nov 22 2006, 12:58 PM
iako მე მყავდა ჩემი მეგ... Nov 24 2006, 02:59 PM
ninore
მე მყავდა ჩემი მეგ... Nov 24 2006, 03:59 PM
ალექსანდრე მიუხედავად იმისა რ... Nov 24 2006, 07:06 PM
iako შემოდგომაზე ერთხე... Nov 26 2006, 01:47 PM
tati87 ვააააააააა რამდენ... Dec 18 2006, 11:38 PM
iako ღები მთის რაჭაა, სა... Dec 19 2006, 04:36 PM
ana-xatia tati87
ესეც შენი ღების ... Dec 27 2006, 01:20 AM
beqa.shuxoshvili მოდი მეც დავდებ რა... Jan 10 2007, 12:16 PM
usgar
მოდი მეც დავდებ რა... Jan 10 2007, 04:36 PM
beqa.shuxoshvili
ეს ფოტო სადაა გადა... Jan 10 2007, 06:39 PM
კანონისტი beqa.shuxoshvili
შენ გეიხარე ... Jan 10 2007, 12:24 PM
beqa.shuxoshvili
ქე გევიგეთ წამოვა... Jan 10 2007, 12:28 PM
.:B:. ვაიმე ულამაზესია ...... Feb 6 2007, 12:49 AM
elene59 ხალხნო,მეც მაკქვს ... Feb 11 2007, 06:37 PM
ana-xatia elene59
http://church.ge/index.php?showtopic=4 ა... Feb 17 2007, 02:23 PM
შევრდომილი http://img84.imageshack.us/img84/2283/racha200607u... Feb 20 2007, 12:51 AM
კანონისტი
http://img84.imageshack.us/img84/2283/racha200607... Mar 1 2007, 03:17 PM
salo http://img263.imageshack.us/img263/7998/03131ng7.j... Feb 20 2007, 09:21 PM
ketino მეც რაჭველი ვარ ოღ... Mar 1 2007, 02:33 PM
natia83 "ვერ ვპოვე სხვა ქ... Mar 13 2007, 01:14 AM
ლეონტი აქ იმდენი რაჭველი ... Mar 13 2007, 12:19 PM
ketino
აქ იმდენი რაჭველი ... Mar 29 2007, 11:29 PM
versache რაჭველიც ვარ და ლე... Mar 19 2007, 04:48 PM
avlabreli მეც რაჭველი ვარ Mar 29 2007, 11:56 PM
avlabreli უძირო ტბა(რაჭა)
http://img... Mar 30 2007, 12:18 AM
avlabreli შემოდგომა რაჭაში
htt... Mar 30 2007, 12:35 AM
puxa შემოგევლეთ რაჭველ... Apr 12 2007, 06:35 PM
adamis_nekni
შემოგევლეთ რაჭველ... Apr 12 2007, 07:00 PM
ლეონტი ძალიან გოუმარჯოთ რ... Apr 12 2007, 06:37 PM
puxa ეს ამ აღდგომა ღამე... Apr 12 2007, 06:56 PM
puxa adamis_nekni რაჭა ეს მართლ... Apr 16 2007, 04:35 PM
ai gogoo გაუმარჯოს რაჭველე... Apr 17 2007, 02:54 PM
ubralod ninka ეხ რაჭა ჩემი ტკივი... Apr 18 2007, 01:00 PM
takno მეც რაჭველი ვარ, ვგ... Apr 22 2007, 06:22 PM
takno http://img404.imageshack.us/img404/4873/image030rl... Apr 22 2007, 06:55 PM
კანონისტი
[url=http://imageshack.us][img]http://img404.imag... May 11 2007, 02:07 PM
takno
ვაი, ჩემი საყვარელ... May 12 2007, 10:51 PM
takno http://img73.imageshack.us/img73/7179/katicveraju4... May 1 2007, 06:25 PM
შევრდომილი ისევ ნიკორწმინდა
htt... May 2 2007, 06:45 PM
ai gogoo აი ესაც რაჭის სიმღ... May 7 2007, 08:06 PM
ლეონტი
აი ესაც რაჭის სიმღ... May 7 2007, 08:54 PM
ai gogoo
აბა რაჭული სიმღერ... May 7 2007, 09:00 PM
gogola44 gaumarjos rachvelebs :D May 8 2007, 02:15 PM
gogola44 http://img181.imageshack.us/img181/2350/32wd9.jpg May 8 2007, 02:35 PM
ნიანია რა ბედნიერები ხართ... May 11 2007, 02:04 PM
makuna7474 აუ რა ძალიან ლამაზ... May 11 2007, 07:24 PM
შოთა
რათა რათა მერე ჰა? :D May 11 2007, 07:27 PM
makuna7474
რათა რათა მერე ჰა? :D... May 11 2007, 07:35 PM
კანონისტი takno
ჰოო... მაგ დროს ვე... May 15 2007, 02:25 PM
takno http://img504.imageshack.us/img504/9388/dsc00001as... May 19 2007, 05:51 PM
takno http://img248.imageshack.us/img248/4892/uceratv7.j... May 24 2007, 08:48 PM
კანონისტი
http://img504.imageshack.us/img504/9388/dsc00001a... Aug 16 2007, 05:05 PM
ლეონტი რაჭა ლამაზია. May 24 2007, 09:15 PM
gogola44 takno eg suratebi uwerashi xom ar aris gadagebuli ... May 24 2007, 10:57 PM
takno კი უწერაშია გადაღე... May 25 2007, 03:24 PM
OPERATOR http://img90.imageshack.us/img90/9114/dsc00519rd8.... May 26 2007, 12:12 PM
yipiani gio მეც ვიტყვი 2 სიტყვა... May 27 2007, 10:43 PM
ana-xatia yipiani gio
ნუ ესე იგი ერთ... May 27 2007, 11:31 PM
yipiani gio ჰაჰაჰაჰაჰ.რა ვქნათ... May 30 2007, 11:20 AM
Lenus ერთხელ ვიყავი ამ უ... May 30 2007, 11:29 AM
yipiani gio გაიხარეთ რაჭველებ... May 30 2007, 09:32 PM
versache ninore
შხივანას იცნობ? Jun 11 2007, 04:13 PM
puxa რაჭველებო ვინც ჩახ... Jul 25 2007, 10:21 AM
Karo კანონისტი
ჩემი სის... Jul 31 2007, 11:31 AM
Karo ამ შაფათ-კვირას რა... Jul 31 2007, 11:52 AM
ნათია karo
ულამაზესია... სამ... Jul 31 2007, 10:37 PM
Karo ნათია
მეც პირველად... Jul 31 2007, 10:44 PM
ketino ვააა, ლენუს.. ეს ფოტ... Jul 31 2007, 11:48 PM
zviadauri რაჭა უმაგრესიაააა.... Aug 1 2007, 04:34 PM
catherina_10 მართლა ულამაზესი ბ... Aug 1 2007, 04:59 PM
iako რაჭის სუნზე რომ ვლ... Aug 1 2007, 05:35 PM
Karo iako
მე მივდივარ რამო... Aug 2 2007, 09:40 AM
yipiani gio გუშინ ჩამოვედი და ... Aug 8 2007, 03:59 PM
iako გიო სურათები ვის დ... Aug 12 2007, 12:42 PM
Karo yipiani gio
iako
მე გუშინწინ ... Aug 16 2007, 04:04 PM
მარიამი
yipiani gio
iako
მე გუშინწინ ... Aug 16 2007, 04:30 PM
ნოდარიკო ეს სურათები რაჭაში... Aug 23 2007, 03:59 PM
Karo მარიამი
აი პირობას... Aug 25 2007, 08:08 PM
მარიამი ეს შუაში რა ქანდაკ... Aug 25 2007, 08:39 PM
ნოდარიკო მარიამი
დავით აღმა... Aug 25 2007, 09:43 PM
მარიამი
მარიამი
დავით აღმ... Aug 25 2007, 09:58 PM
ნოდარიკო მარიამი
ხო მე კიდე... Aug 25 2007, 10:04 PM
iako გაიხარე კარო
გააგრ... Aug 27 2007, 02:56 PM
Karo რაჭველი ბებოოოოოო... Aug 27 2007, 07:17 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th December 2025 - 06:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი