ფორუმელების შეხვედრა München-ში..., ქართული წირვა და ქართული მასპინძლობა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელების შეხვედრა München-ში..., ქართული წირვა და ქართული მასპინძლობა... |
k@the |
Jun 23 2008, 10:47 PM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მოგესალმებით მთეელს ფორუმს.
ამა წლის 21 და 22 ივნისს, გერმანიაში მყოფმა ფორუმელებმა გადავწყვიტეთ ქალაქი მიუნხენი (München), იქ მცხოვრები ქართული სათვისტომო, წმ. ვახტანგ გორგასლის სამრევლო და მათი უმშვენიერესი პატარა ტაძარი მოგვენახულებინა... ამ სურვილის გაცხადება და ჩვენი ფორუმელი bodbeli-ის დიდი სიხარული ერთი იყო წამსვე გეგმა შეგვიდგინა, ოღონდაც თქვენ ჩამოდითო, ღამის გასათევსაც გამოგინახავთ, ტკბილ და სტუმართმოყვარე ქართველებს მიუნხენში რა დალევსო... ჩვენც ბევრი არ ვახვეწნინეთ მაგ კახელ კაცს, ( ვიცოდით რო არც შეგვეხვეწებოდა და იმიტომ ) ჰოოდა, უცებ თანხმობა განვუცხადეთ და შაბათს კიდეც დავადექით ქალაქ მიუნხენში ფორუმელები tornike20, iako, marabella და k@the. მთავარი, რაც უნდა ვთქვა, ესაა უღრმესი მადლობა bodbeli-ს, იმ სითბოსთვის, ქართული გარემოსათვის, ქართულ წირვაზე დასწრების საშუალებისათვის, ქართული სტუმართმოყვარეობისათვის და ქართული მასპინძლობისათვის! მოკლედ, ყველაფერი ქართული და ულამაზესი შაბათ-კვირისთვის! ასევე დიდი მადლობა ზურას მეგობრებს, თიკო და თიკოს ), რომელთანაც გოგოები გადავნაწილდით ღამის გასათევად. ორივე ძალიან საყვარელი და ალალი ადამიანია ასევე მადლობა გიორგის! (ბოდბელის ბიძაშვილის-შვილი უნდა იყოს, ასე მახსოვს და მაგარი ადამიანია) მადლობა მამა თამაზის იმ მადლისთვის, რაც მისი წირვის მოსმენით მივიღეთ და ჩვენი დალოცვისათვის. და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობა მთელ მიუნხენელ მასპინძლებს! გაიხარეთ! -- ვსიო, მადლობებს მოვრჩით, გადავიდეთ სურათებზე პირველ სურათად დავდებ, ჩემს აპარატიდან, ყველაზე მეტი ერთად რომ მყავს გადაღებული , მანდ მზე უჭვრიტინებთ თვალებში მარა არაუშავს, კაი სურათია, მე ხო არ ვარ ცუდად და ეგ იყოს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
sable |
Jun 27 2008, 02:29 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
რა მშვენიერი სურათებია, ჩანს, კარგად მოგილხენიათ მიუნხენში
ყველანი ძალიან კარგები ხართ მოკითხვა შორეული თბილისიდან. ისე ქეთის ცოტა შეჟუჟუნებული სახე ჰქონდა, ეტყობოდა რომ სულ არ იყო ლუდის ბრალი -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი