![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი,რაც იქაურებს ასულდგმულებს
ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს ეს სტატია დაიბეჭდა მართლმადიდებლურ ჟურნალ "კარიბჭეში" (შეიძლება ბევრმა ნახეთ კიდეც), რომელიც ეხება ქართველი ემიგრანტების იქაურ საერო და სასულიერო ცხოვრებას. თქვენის ნებართვით სტატიას სიდიდის გამო ნელ-ნელა ავკრეფ ![]() ![]() ინტერვიუ აღებულია რამდენიმე ადამიანისაგან,მათ შორის არქიმანდრიტ ლაზარესა და მამა მამუკას (ჩვენთვის კარგად ცნობილი ![]() 2001 წლის 25 მარტს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და მიუნხენში მცხოვრები ქართველების ძალისხმევით, მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური სამრევლო დაარსდა. ცნობილია, რომ 2002 წლის 17 ოქტომბერს, წმინდა სინოდის განჩინებით, შიქმნა დასავლეთ ევროპის ეპარქია და მის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამი(გარმელია). შემდეგ ამ ეპარქიას დაექვემდებარა მიუნხენის ქართული სამრევლო, ისევე როგორც დასავლეთ ევროპაში არსებული სხვა ქართული მართლმადიდებლური სამრევლოები. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სამრევლოში თავიდან ორი ქართველი ღვთისმსახური მოღვაწეობდა. ამჟამად ღვთისმსახურებას არქიმანდრიტი ლაზარე ( სამადბეგიშვილი) და მღვდელი თამაზ ლომიძე აღასრულებენ.. მამა ლაზარეს მიუნხენში დავუკავშირდი და ვთხოვე, მოეთხრო "კარიბჭის" მკითხველისთვის იქაური ქართველების საერო და სასულიერო ცხოვრებაზე. უცხოეთში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების გულის წუხილი ხომ ყველაზე მეტად იქ მოღვაწე სულიერ მოძღვარს ესმის. ვიდრე მამა ლაზარესთან ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, უფრო საფუძვლიანად გაიცნოს იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც მიუნხენის სამრევლოს და მრევლის ჩამოყალიბებას დიდი შრომა შეალია. მამა მამუკა თავხელიძე უკვე ერთი წელია,რაც ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მსახურებას დიდი დიღმის წმინდა ილია მართლის სახელობის სამლოცველოში აღავლენს. პარალელურად ივერიის ღვთისმშობლის ხატს დაჰყვება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მასთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ თბილისში არ ბრძანდებოდა. როცა მოძღვრის მეუღლემ, თინათინ გამცემლიძემ შეხვედრის მიზეზი გაიგო, საუბარზე დამთანხმდა. თინათინი თავად არის მონაწილე მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სამლოცველოს შექმნისა. თავად იყო მედავითნე, მგალობელი და ხშირად ქართველი ემიგრანტების გულშემატკივარიც. მიუნხენში ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს დაარსებას ცრემლნარევი სიხარულით იხსენებს და უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველის გულისტკივილს გადმოგვცემს: _ ყოველი კეთილი საქმის დასაწყისი უფალია. უფალმა შთაგვაგონა ქართული სამრევლოს დაარსებაც. მანამდე მიუნხენის რუსულ ტაძარში ვესწრებოდით წირვა-ლოცვას.თუმცა ვგრძნობდით, რომ ქართულად აღვლენილი ღვთისმსახურება და ქართული გალობის მოსმენა გვინდოდა. -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
რატომ მიჩაგრავთ თემასა?
![]() ![]() მე მივატოვე,და სხვას რაღა ვუთხრა ![]() მარა აგერ მოვბრუნდი,და ვისაუბროთ კარგებო ![]() ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა,ეს თემა რომ აღმოვაჩინე -> http://church.ge/index.php?showtopic=4625&st=0 ![]() გავაგრძელებ,ოდნავ შევამოკლებ სტატიას.. ... თავიდან მიუნხენის რუსულ ეკლესიაში გვითმობდნენ ღვთისმსახურებისთვის ადგილს. ბერძნული ეკლესიაც გვეხმარებოდა.დიდი სითბოთი და სიყვარულით მინდა გავიხსენო ბერძენი სასულიერო პირების,მათ სორის მამა ათინაგორასა და მამა აპოსტოლოსის დამოკიდებულება. სანთლებით და სეფისკვერებითაც ისინი გვამარაგებდნენ.დროთა განმავლობაში კი თავად დავიწყეთ ამ ყველაფრის კეთება.დასავლეთ ევროპის ეპარქია მაშინ ჯერ არ იყო დაარსებული,უშუალოდ პატრიარქის დაქვემდებარების ქვეშ ვიყავით.ცოტა ხნის შემდეგ უკვე დაარსდა დასავლეთ ევროპის ეპარქია. ამასობაში მოძღვრის გარშემო თანდატან მოიყარეს თავი ქართველმა ემიგრანტებმა.მივმართეთ ქალაქის მესვეურებს,რათა გამოეძებნათ ჩვენთვის უფუნქციოდ დარჩენილი შენობა. ღვთის წყალობით,გამოჩნდა. მერე ნელ-ნელა ნამდვილ ეკლესიას დაემსგავსა და მოძრვარი დღესასწაულებზე წირავდა. მე მგალობელთა გუნდში ვგალობდი.მედავითნეც ვიყავი. თავიდან ხუცური კითხვა არ ვიცოდი.პირველად მსახურების დროს მოძღვარმა "დავითნიდან" ტექსტი მხედრულით ამომიწერა.თან წირავდა,თან მე მეხმარებოდა.მსახურებამ ნელ-ნელა სრულყოფილი სახე მიიღო და მრევლიც მრავლად შემოვიკრიბეთ.სხვა ქალაქებიდანაც ჩამოდიოდნენ ქართველები. მრევლის სურვილის მიხედვით მამა მამუკა ჩადიოდა ჰამბურგში,ვენაში,ჰანოვერში,ბ რლინში,ბონში... ხშირი იყო ჯვრისწერა,ნათლობა.იქმნებოდა ქართული ოჯახები.შერეული ოჯახებიც იყო.ბევრი გერმანელი მოინათლა და ჩვენთან ერთად იდგა წირვა-ლოცვაზე. დიდ დღესასწაულებზე ხშირად ვიკრიბებობით,ვტრაპეზობდით.დიდი სიხარული მოგვანიჭა "ანჩისხატის" მგალობელთა გუნდის სტუმრობამ.საფრანგეთიდან მიუნხენში მივიპატიჭეთ.ბერძნულ ტაძარში წირვაც კი დავაყენეთ "ანჩისხატის" გუნდის თანხლებით. - მიუნხენში ქართული სამრევლო სკოლის დაარსება რატომ გახდა აუცილებელი? - მომავალ თაობაში ქართული სულის გადარჩენა მხოლოდ სამრევლო სკოლას შეეძლო. როცა ვხედავდით,რომ ქართველი ბავშვები ერთმანეთში ქართულად აღარ საუბრობდნენ,ამან შეგვაშინა. მშობლების გადაწყვეტილებით,დავაფუძნეთ სამრევლო სკოლა,სადაც ისწავლებოდა ქართული ენა,ქართული სიმღერა და გალობა,ხელოვნება და კულტურა,ასევე წირვა-ლოცვის მსახურების განმარტებები... -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 10:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი