ერასმუს მუნდუსი, ქართველი სტუდენტები საბერძნეთში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ერასმუს მუნდუსი, ქართველი სტუდენტები საბერძნეთში |
იოანა |
May 11 2008, 01:25 AM
პოსტი
#1
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ჩემო კარგებო, ვინც მიცნობთ იცით და ვინც არ მიცნობთ ახლა გაიგებთ, რომ გაცვლითი პროგრამით ვიმყოფები საბერძნეთში, კერძოდ თესალონიკში
ერასმუსი ევროკავშირის მასშტაბით არის უდიდესი გაცვლითი პროგრამა. მის დანამატს წარმოადგენს ერასმუს მუნდუსი, რომელიც შეიქმნა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის. პროგრამა ამოქმედდა 2007 წელს. საქართველოდან მასში ჩართულია სამი უმაღლესი სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტუდენტები, რომლებიც ამჟამად ვიყოფებით თესალონიკში, პროგრამების მონაწილეთა პირველ ნაკადს წარმოვადგენთ. დღეს თესალონიკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კონკურსის წესით შერჩეული 30-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს, როგორც ბაკალავრები და მაგისტრანტები, ასევე დოქტორანტები და პოსტ-დოქტორანტები. პროგრამა ასევე ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის გაცვლას. ერასმუს მუნდუსის მთვარაი მიზანი არის სამხრეთ კავკასიელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების დათბობა და გაღრმავება. უნდა აღინიშნოს რომ პროგრამა თავის მიზანს ნელ-ნელა ახორციელებს მინდა მოგითხროთ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ბერძნულ თავგადასავალზე ფოტოების დახმარებით. იმედია თემა საინტერესო გამოვა თესალონიკის სიმბოლო - თეთრი ტაუერი, რომელსაც მოფერებით ქართველი სტუდენტები "ტოშიბას ბატარეას" ვეძახით საბერძნეთის ის ნაწილი, რომლის მთავარ ქალაქად თესალონიკი ითვლება არის ისტორიული მაკედონია, სადაც დაიბადა და გაიზარდა დიდი ალექსანდრე მაკედონელი. თავად ქალაქის შექმნის შესახებ არსებობს ასეტი ლეგენდა, რომ ქალაქი აასენეა ალექსანდრე მაკედონელის სიძემ, დის ქმარმა, საყვარელი მეუღლის - ქალბატონ თესალონიკას პატივსაცემად. ესეც ალექსანდრე მაკედონელი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
ეკატო |
Jun 27 2008, 08:57 PM
პოსტი
#2
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ანა რა კარგი ფოტოებია
ამ ფოტოების ნახვის მერე სურვილი გამიჩნდა უფრო მეტი გამეგო ერაზმუს მუნდუსის შესახებ, გადავქექე ინტერენტი და ბევრ საინტერესო რამეს წავაწყდი, მიხარია რომ ასეთ კარგ პროექტში მოხვდი, მეც სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი პროფესია არ მოხვდა ამ პროგრამაში -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
იოანა |
Jun 27 2008, 10:39 PM
პოსტი
#3
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ანა რა კარგი ფოტოებია ამ ფოტოების ნახვის მერე სურვილი გამიჩნდა უფრო მეტი გამეგო ერაზმუს მუნდუსის შესახებ, გადავქექე ინტერენტი და ბევრ საინტერესო რამეს წავაწყდი, მიხარია რომ ასეთ კარგ პროექტში მოხვდი, მეც სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი პროფესია არ მოხვდა ამ პროგრამაში ბევრია აქ ისეთი ვინც თავისი პროფესიით არ არის, ასე რომ შეგიძლია იფიქრო წამოსვლაზე თუ შენ გიღირს -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი