![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
სანამ უშუალოდ სათქმელზე გადავიდოდე, მეტად დამაფიქრებელ სახარებისეულ ციტატას შემოგთავაზებთ:
"ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით" (ფილ. 2, 12-13) ალბათ ყველას მოგისმენიათ არაჩვეულებრივი საგალობელი "დავიღალე" რომელიც საკუთარ დაღლილობაში მოუხმობს ქრისტეს, ეს გალობა იმ გაკოტრებული ადამიანისაა, ვინც აღმოაჩინა, რომ საკუთარი ძალებით არ შეუძლია ქრისტესთან მისვლა, ვინც შეიცნო ადამიანური მოქმედებებისა და შესაძლებლობების უსუსურობა სრულყოფის გზაზე და დაბეჩავებულს აღმოხდა - არაფერი შემიძლია, მოდი ჩემთან იესო... მაგრამ ძალიან უცნაურია, ერთის მხრივ ჩვენ გვევალება სრულყოფა, და რახან გვევალება ე.ი გარკვეული სახის მოქმედებაც გვაქვს შესასრულებელ;"შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად"; "აღძარით და მიიტაცეთ ღვთთის სასუფეველი" მაგრამ რა არის ჩემი გასაკეთებელი, თუ ყოველივე რაც "ჩემია" სინამდვილეში ეკუთვნის ღმერთს? თუ ადამიანს სურვილი მიეცით, მოქმედებაც თავისი სათნოებით, გზაზეც გაიყვანეთ და სახლშიც დააბინავეთ, სახნისიც მიეცით და სამკალიც განა გვქნება იმის თქმის საფუძველი, რომ მანაც გააკეთა რაღაც? ჩვენს გონებაში ღმერთი და ადამიანი ერთდროულად მუშაობს, რას აკეთებს თითოეული მათგანი? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა კი ეგრეა, ოღონდ ჩვენი ნებართვით არა დამოუკიდებლად... ასე რომ გადაწყვეტილება ჩვენიდან მოდის... მე ვიზახი მომეცი ღმერთო სურვილი რომ ვაკეთო სიკეთე და მაძლევს... არ არის აქ ლოგიკის დარღვევა... შენ რომ იძახი, მაგ დროს სურვილი გაქვენ? ანუ როგორ უნდა დაიძახო, თუ ამ ძახილის საშუალებაც არ გაქვს? და თუ არც მე დამიძახნია და არც შენ მაშვინ? გვინიელსაც ხომ არ დაუძახნიან? ![]() ![]() ციტატა როცა სული წმინდაზე გვაქვს საუბარი ,,აქ არ დამთავრებულა" ცოტა ვერ ჯდება... დროში ჩვენ ვმოგზაურობთ ღმერთი კი ყველა დროსა და სივრცეში ერთდროულად არის და ყველა დროსა და სივრცეს ერთდროულად განიცდის ამიტომ არის უცვალებელი... მგონი ხო, ტრანსცენდენტული რეალობის დახასიათება ნამდვილად რთულია, მაგრამ ფაქტია - როგორც ღმერთმა "შექმნა" სამყარო, ისე "ქმნის" და კვლავაც "შექმნის" მამფერი მიდგომით ვერაფერს იტყვი... ციტატა კანონზომიერებას რა თქმა უნდა სულიწმინდა საზღვრავს, რადგან თვითონ სული წმინდა არის კანონზომიერება... რომელიც უცვალებელია, ანუ ის კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა გადაწყვეტილებებს კი არ ირებს თავის განსხვავებული სურვილებიდან გამომდინარე, არამედ წინასწარ მასშივე არსებული ,,სიყვარულის" პრინციპიდან გამომდინარე ყალიბდება ყველაფერი... ასე რომ ,,გექნება სინანული ? გექნება განთავისუფლება, არ გექნება სინანული ? არ გექნება განტავისუფლება" ეს კანონია წინასწარ განსაზღვრული და ყოველთვის ესე დარჩება რა აღძრავს ჩემში სინანულს, მე ხომ უამრავ გარე ფსიქოლოგიურ ფაქტორზე ვარ დამოკიდებული, ჩემი ღრმა, შინაგანი მე სად მდებარეობს? ნეირონულ აქტივობაში? ან იქნებ სისხლის მიმოქცევაში? გარემო პირობებში? რამ უნდა აღძრას სინანული, უპირატესმა მემ? მაგრამ ცნობილია, რომ მასზე ბევრი რამ მოქმედებს... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 08:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი