მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
iisperiTOVLI |
Jun 28 2008, 07:16 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
"ჩუმი ვარ, როცა ჩემს ლურჯ წყალზე თვლემს მთვარის სხივი;
მაშინ ჩემს სულში მარგალიტი ციმციმებს ცივი... როცა მძვინვარე ქარიშხალი ბორგავს ჩემს მკერდში და როცა ხშირად ხომალდების გზა-კვალსაც შევშლი... ესეც იმიტომ, რომ ურიცხვი განძია ჩემში..." ანა კალანდაძე [/b]ნახე - თოლიაც როგორ გაფრინდა - ნისკარტში - ჩემი სურვილის თევზით. ლელა სამნიაშვილი [b] * * * ვიცი მომელიან ახლა ეგ თვალები- შენი მათრობელა თაფლის ღვინოები... როგორც პეიზაჟი ლამაზ მოგონებას, როგორც ცეცხლის ალებს ლერწმის ღეროები. აღარ დავბრუნდები ნუღარ მელოდები.. თმაზე მომაბარდნის ვარდებს თებერვალი... დარდსაც თავის მიაქვს, წლები-ფოთოლცვენას, რჩება ხელისგულზე ჩემი ნატერფალი. რატომ მემღერება ახლა მეც არ ვიცი, სული გავაცილე ქარში მინამული... ყველა გიორგობის თვეში დაბადებულს თითო ყვავილივით მოაქვს სინანული. /თამარ ლომიძე/ -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი