სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ლილიანა |
Feb 12 2008, 10:30 AM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
"მზის ამოსვლას ცისკრის ნათელი უსწრებს , ხოლო ყოველგვარ სიმდაბლეს წინ სიმშვიდის სათნოება უძღვის , საჭიროა ჯერ მზის ნათელმა გაგვანათლოს და შემდეგ შევხედოთ ტავად მზეს , რადგან როგორც ნათლის გარეშე მზის ხილვაა შეუძლებელი , ასევე სიმშვიდის გარეშე სიმდაბლეს ვერ მოიპოვებ " ღირსი იოანე სინელი
მოდით აქ ვისაუბროთ სიმშვიდის სათნოებაზე როგორც ვხედავ სიმშვიდე მხოლოდ სიმშვიდისთვის არ გვეძლევა ის სიმდაბლის და სხვა სათნოებების მოპოვების საწინდარია . როგორ გვესმის სიმშვიდე და რა გვიშლის ხელს მის მოპოვებაში -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
| სარდიონ |
Jun 28 2008, 09:16 PM
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
„მოვედით, ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“; - „მოვედით“, მე გულსმოდგინედ გთხოვთ და არ მრცხვენია ვთხოვო და ვევედრო ჩემს მონებს, რათა იძულებული არ გავხდე დავსაჯო ისინი; მოვედით და ისწავეთ ჩემგან სიმშვიდე მანამ, ვიდრე ჩემგან საზარელს იხილავთ; „მოვედით“ აწ მე ვმკურნალობ, მალე კი გავასამართლებ. ახლა მე ვინდობ, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ კი განაჩენს გამოვიტან; ამჟამად მე მოწყალე ვარ, რამოდენიმე ხნის შემდეგ კი სამართლიან მსაჯულად წარმოვსდგები. „მოვედით, ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“. ან ჩემს სიმშვიდეს მიაგეთ პატივი, ან - ძლიერებასა ჩემსა შეუშინდით. „მოვედით“, წინ უსწრეთ ჩემს გამოჩენას თქვენი აღმსარებლობით: იმიტომ რომ თავმდაბლობა ჩემი გარკვეული დროითაა შეზღუდული. - მხოლოდ აწინდელი ცხოვრებაა, ამბობს უფალი, ჟამი ჩემი სულგრძელებისა; დადგება დრო, როცა დაიხურება კარი ჩემი ამგვარი სახიერებისა; მოვა დრო, როდესაც ცოდვილისაგან დაღვრილი ცრემლი სარგებლობას არ მოიტანს; დადგება ჟამი, როცა საყვირის ხმა ჩემს მეორე მოსვლას ამცნობს ყოველგან, როდესაც ანგელოსები მიმოიფრენენ რა მთელს დედამიწაზე, მილიარდობით გარდაცვლილს წარმოადგენენ სამსჯავროზე; როდესაც საყდარი დაიდგმევა და მე მოვალ ზეციურ ძალთა ზედა, ოდეს მე მომავალს მთავრობანი და ხელმწიფებანი თან მახლდებიან, როდესაც მნათობნი ჩემი სამეფოსი მთელს სამყაროს გაანათებენ, როცა თითოეულის წინაშე გადაიშლება წიგნი მიწიერთა საქმეთა, ოდეს დაჯილდოებულ იქნება სჯულის ზედმიწევნით აღსრულება და საშინელ მსჯავრს გამოუტანენ ეშმაკებს; როდესაც განსასჯელი იდგება და თან ერთი მხოლოდ საქმენი თვისნი იქნება, როცა აზრები ამხილებენ და სინდისი განიკითხავს თითოეულს; როდესაც ბოროტი სულები ყურს დაუგდებენ უფლის ნათქვამს, როდესაც ღუმელი დაელოდება ამ მსაჯულის განაჩენს, როცა სიტყვა „შემიწყალე“ უკვე აღარ უშველის მხმობელს. მაშ ასე, „მოვედით“, მანამდის ვიდრე მე დავხშავ კარს ჩემი მოწყალებისა, ვიდრე დასრულდება ზეიმი სიცოცხლისა, ვიდრე დამთავრდება სანახაობა ყოფითი; რამეთუ დანიშნული ვადა აღსასრულისა უკვე კართა ზედაა. „მოვედით“, უწინარეს ვიდრე მე შევუდგები მსჯავრს; რადგანაც თუკი მე დავჯდები სჯად უწინარეს ამისა, უკვე აღარავის შევიწყალებ. ამადაც მოვიყვანე მე მკაფიო მაგალითი სულელ ქალწულებზე, რომელთა ცხოვრების ლამპარიც, ზეთის უქონლობის გამო, დაიშრიტა, - რომელთათვისაც საქორწინო ნადიმის კარი დაეხშო და რომელთა რეკვაზეც შიგნიდან უპასუხეს: „არ გიცით თქუენ“ (მათე 25, 1),
ი.ოქროპირი -------------------- KILL YOUR TV !
|
ლილიანა რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა Feb 12 2008, 10:30 AM
neo ჩემი მოკრძალებული ... Feb 12 2008, 10:45 AM
ლილიანა neo
გამოდის რო სიმშვ... Feb 12 2008, 11:01 AM
დავით ივერიელი
სიმშვიდე ღვთის ხა... Feb 12 2008, 01:07 PM
mari touchet
შენი ყველა გზა ბედ... Feb 12 2008, 01:54 PM
xatuna
ადამიანი მაშინ არ... Feb 13 2008, 12:20 AM
ლილიანა მოიპოვო სიმშვიდე ნ... Feb 12 2008, 02:23 PM
ეკატერინე ხშირად სიმშვიდე ღვ... Feb 12 2008, 04:10 PM
სოფი საოცრად მიყვარს მშ... Feb 12 2008, 08:06 PM
solomony როცა ადამიანი ყველ... Feb 12 2008, 09:53 PM
staywhite "მეტი რწმენა, ნაკ... Feb 13 2008, 01:17 AM
nuca_ge სიმშვიდე ჩემთვის ... Feb 13 2008, 01:32 AM
neo ემოციების შეზღუდვ... Feb 13 2008, 10:27 AM
neo პროაქტიული უნდა აი... Feb 13 2008, 10:42 AM
სოფი "ჩვენ იმიტომ ვიტა... May 20 2008, 04:37 PM
likka ამ თემამ ეს გამახს... Jun 28 2008, 08:50 PM
სარდიონ likka
უავვვ რა ორიგინა... Jun 28 2008, 09:04 PM
likka სარდიონ
ინგლისურ... Jun 28 2008, 09:09 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 04:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი