ერასმუს მუნდუსი, ქართველი სტუდენტები საბერძნეთში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ერასმუს მუნდუსი, ქართველი სტუდენტები საბერძნეთში |
იოანა |
May 11 2008, 01:25 AM
პოსტი
#341
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ჩემო კარგებო, ვინც მიცნობთ იცით და ვინც არ მიცნობთ ახლა გაიგებთ, რომ გაცვლითი პროგრამით ვიმყოფები საბერძნეთში, კერძოდ თესალონიკში
ერასმუსი ევროკავშირის მასშტაბით არის უდიდესი გაცვლითი პროგრამა. მის დანამატს წარმოადგენს ერასმუს მუნდუსი, რომელიც შეიქმნა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის. პროგრამა ამოქმედდა 2007 წელს. საქართველოდან მასში ჩართულია სამი უმაღლესი სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტუდენტები, რომლებიც ამჟამად ვიყოფებით თესალონიკში, პროგრამების მონაწილეთა პირველ ნაკადს წარმოვადგენთ. დღეს თესალონიკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კონკურსის წესით შერჩეული 30-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს, როგორც ბაკალავრები და მაგისტრანტები, ასევე დოქტორანტები და პოსტ-დოქტორანტები. პროგრამა ასევე ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის გაცვლას. ერასმუს მუნდუსის მთვარაი მიზანი არის სამხრეთ კავკასიელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების დათბობა და გაღრმავება. უნდა აღინიშნოს რომ პროგრამა თავის მიზანს ნელ-ნელა ახორციელებს მინდა მოგითხროთ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ბერძნულ თავგადასავალზე ფოტოების დახმარებით. იმედია თემა საინტერესო გამოვა თესალონიკის სიმბოლო - თეთრი ტაუერი, რომელსაც მოფერებით ქართველი სტუდენტები "ტოშიბას ბატარეას" ვეძახით საბერძნეთის ის ნაწილი, რომლის მთავარ ქალაქად თესალონიკი ითვლება არის ისტორიული მაკედონია, სადაც დაიბადა და გაიზარდა დიდი ალექსანდრე მაკედონელი. თავად ქალაქის შექმნის შესახებ არსებობს ასეტი ლეგენდა, რომ ქალაქი აასენეა ალექსანდრე მაკედონელის სიძემ, დის ქმარმა, საყვარელი მეუღლის - ქალბატონ თესალონიკას პატივსაცემად. ესეც ალექსანდრე მაკედონელი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
იოანა |
Jun 29 2008, 07:03 PM
პოსტი
#342
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
kato_Bato
კუნძულ კრეტის ისტორიის დასაწყისი ნეოლითური პერიოდის (ძვ.წ. 5000-2600) სიბნელეშია დაკარგული. როგორც ჩანს ამ პერიოდის განმავლობაში კუნძული მთლიანად იზოლირებული იყო მეზობლებისაგან და კულტურაც საკმაოდ ინერტული და მონოტონური იყო. კრეტის წინა სასახლის პერიოდი (ძვ.წ. 2600-2000) ხასიათდება კულტურული ცვლილებებით, რაც დაკავშირებული იყო კუნძულზე ახალი მოსახლეობის გამოჩენით, რომლებმაც მოიტანეს ბრინჯაოს დამუშავების ცოდნა, რამაც გამოიწვია ხელოვნების სხვადასხვა სახეობების სწრაფი განვითარდა. მინოსური კრეტის პირველი დიდი ერა იყო ძველი სასახლის პერიოდი (ძვ.წ. 2000-1700), რომლის დროსაც აშენდა ლაბირინთული სისტემის უზარმაზარი სასახლეები კნოსოსში, მალიაში, ფასტოსში და ზაკროსში. ამ სასახლეებში მოხდა კუნძულის სიმდიდრისა და ძალაუფლების თავმოყრა. მათ გარშემო ტრიალებდა კრეტის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრება. ძვ.წ 1700 წელს დიდი მიწისძვრის შედეგად სასახლეები ნანგრევებად იქცა, თუმცა ნანგრევებზე მალევე ააგეს ახალი სასხლები. ასე დაიწყო კუნძულ კრეტის ოქროს ხანა - ახალი სასახლის პერიოდი. ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სასახლეებს შორის კნოსოსის სასახლე იყო, რომელიც განლაგებული იყო 22 000 კვ.მ-ზე და მოიცავდა სხვადასხვა ზომის უამრავ ოთახს. კნოსოსის სასახლე თანამედროვე ირაკლიოს სამხრეთით 20 წუთის სავალზე მდებარეობს. ახალი სასახლის პერიოდის დასასრულს სასახლეები კვლავ დაინგრა მეორედ და საბოლოოდ, რისი მიზეზიც იყო ვულკანური ამოფრქვევა და მიწისძვრა (ძვ.წ 1450) მიკენელებმა გამოიყენეს ეს შესაძლებლობა რომ გამყარებულიყვნენ კუნძულზე. ამ დანგრევის შემდეგ ერთადერთი სასახლე, რომელიც აღდაგ იყო კნოსოსი, რომელიც გახდა მიკენური ძალაუფლების ცენტი. ამის შემდეგ კუნძულის კულტურა ახალი - საბრძოლი სულით აღივსო. ძვ.წ 1400 წელს კნოსოსის სასახლე უკანასკნელად დაინგრა. ბრიტანელამ არქეოლოგმა არტურ ევანსმა, რომელიც 1900 წელს არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა, აღადგინდა კნოსოსის სასახლის ნაწილი იმდაგვარად, რომ დღეს შესაძლებელია ამ სასხლის დიდებულებისა და სტრუქტურული სირთულის აღქმა და შეფასება. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით კნოსოსის სასახლე აგებული იყო ცნობილი არქიტექტორის დედალოსის მიერ, რომელმაც სასახლე იმდაგვარად ააგო, რომ სასახლეში მოხვედრილს მისი გასასვლელი ვერასოდეს ეპოვნა. მინოს მეფემ არქიტექტორი ციხეში ჩასვა, რათა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ დედალოსი არავის გაუმხელდა სასხლის გეგმას. დედალოსმა, რომელიც დიდი გამომგონებელი იყო ააგო ორი წყვი ფრთა, რომლის დახმერებითაც ის და მისი შვილი იკაროსი გაფრინდნენ კუნძულიდან. გაფრენის წინ დედალოსმა იკაროსი გააფრთხილა, რომ არ ეფრინა მზესთან ახლოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ფრთები გადნებოდა. ახალგაზრდა და იმპულსური იკაროსი სულ უფრო მაღლა მიფრინავდა, საბოლოოდ მზემ გაადნო მისი ფრთები, იკაროსი ჩამოვარდა და დაიღუპა ეგეოსის ზღავში. ასევე ბერძნული მითოლოგიის თანახმად კნოსოსის ლაბირინთული სასახლის ქვეშ ცხოვრებდა მინოტავრი. მე მქონდა ბედნიერება ამ სასახლის ნანგრევები ჩემი თვალით მენახა და გადამეღო სურათები, რომელთაგან რამდენიმეს წარმოგიდგენთ სავარაუდოდ ასე გამოიყურებოდა კნოსოსის სასახლე -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი