ერასმუს მუნდუსი, ქართველი სტუდენტები საბერძნეთში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ერასმუს მუნდუსი, ქართველი სტუდენტები საბერძნეთში |
იოანა |
May 11 2008, 01:25 AM
პოსტი
#1
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ჩემო კარგებო, ვინც მიცნობთ იცით და ვინც არ მიცნობთ ახლა გაიგებთ, რომ გაცვლითი პროგრამით ვიმყოფები საბერძნეთში, კერძოდ თესალონიკში
ერასმუსი ევროკავშირის მასშტაბით არის უდიდესი გაცვლითი პროგრამა. მის დანამატს წარმოადგენს ერასმუს მუნდუსი, რომელიც შეიქმნა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის. პროგრამა ამოქმედდა 2007 წელს. საქართველოდან მასში ჩართულია სამი უმაღლესი სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტუდენტები, რომლებიც ამჟამად ვიყოფებით თესალონიკში, პროგრამების მონაწილეთა პირველ ნაკადს წარმოვადგენთ. დღეს თესალონიკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კონკურსის წესით შერჩეული 30-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს, როგორც ბაკალავრები და მაგისტრანტები, ასევე დოქტორანტები და პოსტ-დოქტორანტები. პროგრამა ასევე ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის გაცვლას. ერასმუს მუნდუსის მთვარაი მიზანი არის სამხრეთ კავკასიელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების დათბობა და გაღრმავება. უნდა აღინიშნოს რომ პროგრამა თავის მიზანს ნელ-ნელა ახორციელებს მინდა მოგითხროთ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ბერძნულ თავგადასავალზე ფოტოების დახმარებით. იმედია თემა საინტერესო გამოვა თესალონიკის სიმბოლო - თეთრი ტაუერი, რომელსაც მოფერებით ქართველი სტუდენტები "ტოშიბას ბატარეას" ვეძახით საბერძნეთის ის ნაწილი, რომლის მთავარ ქალაქად თესალონიკი ითვლება არის ისტორიული მაკედონია, სადაც დაიბადა და გაიზარდა დიდი ალექსანდრე მაკედონელი. თავად ქალაქის შექმნის შესახებ არსებობს ასეტი ლეგენდა, რომ ქალაქი აასენეა ალექსანდრე მაკედონელის სიძემ, დის ქმარმა, საყვარელი მეუღლის - ქალბატონ თესალონიკას პატივსაცემად. ესეც ალექსანდრე მაკედონელი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
იოანა |
Jun 29 2008, 08:33 PM
პოსტი
#2
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ჩვენმა დოქტორანტმა ბატონმა რეზომ ერთ დღეს შემოგვთავაზა გვეთამაშა "საიდუმლო მეგობარი". ადამიანები იღებენ ერთმანეთის სახელებს ყუთიდან. ვისი სახელიც შეხვდება ადამინს ხდება მაგის საიდუმლო მეგობარი და თამაშის განმავლობაში უგზავნის საჩუქრებს რაც შეიძლება ორიგინალურს. რათქმაუნდა თვით ამ ადამინსაც ყავს ვიღაც საიდუმლო მეგობარი და თვითონაც ღებულობს საჩუქრებს. თამაშის დამთავრებამდე ვერავინ გებულობს ვინ ვისი მეგობარია. მთავარი დატვირტვა ამ თამაშისა მდგომარეობს იმაში, რომ ადამინები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად არიან უფრო დაახლოვოს ერთმანეთთან. თამაში გრძელდება იმდენხანს რამდენხანსაც ჯგუფი ადამიანებისა ერთად იმყოფებიან. რადგანაც თამში მოგზაურობის დაწყებიდან შედარებით გვიან დავიწყეთ,ჩვენ შემთხვევაში გაგრძელდა დაახლოებით ერთი კვირა. მთელი დღეების განმავლობაში იმაზე ვფიქრობდით როგორ გვესიამოვნებინა ადამიანისათვის რომლის საიდუმლო ბეგობარიც ვიყავით
ამ თამაშის დასაწყებად და წესების გასაცნობად ერთ საღამოს შევიკრიბეთ. სამწუხაროდ ზოგმა აზერმა და სომეხმა უარი თქვა თამაშზე სწორედ იმ მოსაზრებით, რომ შეიძლება ერთმანეთის სახელები ამოეღოთ. თუმცა თამაში ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა ვეცნობით თამაშის წესებს როცა სახელები ამოვიღეთ ყუთიდან და ყველამ გავიგეთ ვისი საიდუმლო მეგობარი ვიყავით, 11 საათიც მოახლოვდა, რაც იმას ნიშნავდა რომ აღდგომა კარზე იყო მომდგარი და რომ სასტუმროს ადმინისტრაციასთან ერთად ეკლესიაში უნდა წავსულიყავით ესეც წასვლამდე ძალიან ლამაზად მორთეს სასტუმრო სააღდგომოდ -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 02:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი