![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ამ ბოლო პერიოდში რამოდენიმეჯერ საკმაოდ მწვავედ გამოჩნდა ის კრიზისი რაც ღვთისმეტყველების ცოდნას უკავშირდება ამ ფორუმზე, თეოლოგიური ცოდნის ვაკუუმი, ხშირად მხოლოდ "მამები ამბობენ"-ით იფარგლება და არ ცდება მესამე კაცის მოყოლილით აზროვნებას, ეს ყველაფერი კი განაპირობებს ცრუწარმოდგენებს, უკიდურესობებს...
ამიტომ, სანამ საზაფხულოდ ისევ დაგტოვებთ შემოდგომამდის, მანამ ერთ ახალ თემას გთავაზობთ, წმ. მამების თეოლოგიის შესახებ, პატრისტიკა არაა მხოლოდ რომელიმე მამის კურიკულუმ ვიტაე და შრომების მშრალი ჩამონათვალი, არამედ მამათა აზროვნების გაცნობა, შესწავლა და წყაროებში კითხვა (ან კარგ თარგმანში), ამით მივეჩვევით იმას, რომ სანამ რაიმეზე დავიწყებთ წერას და აზროვნებას, მყის მამებს შევამოწმებთ, გავიხსენებთ და ან ვიკითხავთ მაინც, რადგან ეკლესიოლოგიური აზროვნების საწყისების გაცნობა იწყება მამათა ნაშრომების ზოგადი ცოდნით, ეს კი მოგვცემს საშუალებას, გავარჩიოთ ერთმანეთისაგან კერძო აზრი და საერთო სავალდებულოდ მისაღები საკითხი, უკვე ინტერენეტის წყალობით; ჩვენ შეგვიძლია ქრონოლოგიურად ან საკითხების მიხედვით დავძებნოთ მამები და ვისაუბროთ მათზე, რა დაწერეს, რატომაა ასე მნიშვნელოვანი მამების ცოდნა და ნელნელა ფორუმული კამათიც შეიძენს არგუმენტირებულ ( ან მცდელობა მაინც იქნება ) ხასიათს, მამებზე დაყრდნობილს და საფუძვლიანს. ამ თემით ჩვენი ფორუმელები პატრისტიკის მეტნაკლებად მცოდნე მეგობრების დახმარებით გაეცნობა აქამდის უცნობ ან ცნობილ მამებს, მათ ნაშრომებს, მათ იდეებს და საინტერესო დეტალებს... ინტერნეტში ბევრია ასეთი ვებ.გვერდი სადაც შეგვეძლება პირდაპირ ვიკითხოთ მამები, რუსულ ენაზე, ძალიან ბევრია ინგლისურად და ბერძნულად, ფრანგულად ან გერმანულად, აი ერთერთი ყველაზე ცნობილი რუსული http://www.pagez.ru/lsn/ შედით, იკითხეთ და ვისაუბროთ... მამებზე მამებიდან გამომდინარე, რათა მცირედ მაინც გავეცნოთ პატრისტიკულ ღვთისმეტყველებას. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა KAIROS ციტატა О музыке. ამას წავიკითხავდი დიდი საიმოვნებით. ვახ, რა ვქნა ამ კაცს ხათრს ვერ ვუტეხავ ![]() აი, შენ ძმაო, შეგიძლია ჩვენს ბიბლიოთეკაში უკვე იხილო: მუსიკის შესახებ .... ნეტარი ავგუსტინე ექვს წიგნად ( იტალიურ ენაზე) ოღონდ ეგაა იტალიურადაა 100 გვ.მდის , მე ახლა მაგისთვის არ მცალია და ნამდვილად ვერ ვთარგმნი, მაგრამ უამრავი პროგრამა არსებობს და შეგიძლიათ გადმოქაჩოთ და ნელინელ თარგმნოთ და იკითხოთ ![]() http://library.church.ge/?p=360 ბუონნა ლეტტურა ![]() ჯოიტე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 12:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი