სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Jun 29 2008, 03:36 AM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ ბოლო პერიოდში რამოდენიმეჯერ საკმაოდ მწვავედ გამოჩნდა ის კრიზისი რაც ღვთისმეტყველების ცოდნას უკავშირდება ამ ფორუმზე, თეოლოგიური ცოდნის ვაკუუმი, ხშირად მხოლოდ "მამები ამბობენ"-ით იფარგლება და არ ცდება მესამე კაცის მოყოლილით აზროვნებას, ეს ყველაფერი კი განაპირობებს ცრუწარმოდგენებს, უკიდურესობებს...
ამიტომ, სანამ საზაფხულოდ ისევ დაგტოვებთ შემოდგომამდის, მანამ ერთ ახალ თემას გთავაზობთ, წმ. მამების თეოლოგიის შესახებ, პატრისტიკა არაა მხოლოდ რომელიმე მამის კურიკულუმ ვიტაე და შრომების მშრალი ჩამონათვალი, არამედ მამათა აზროვნების გაცნობა, შესწავლა და წყაროებში კითხვა (ან კარგ თარგმანში), ამით მივეჩვევით იმას, რომ სანამ რაიმეზე დავიწყებთ წერას და აზროვნებას, მყის მამებს შევამოწმებთ, გავიხსენებთ და ან ვიკითხავთ მაინც, რადგან ეკლესიოლოგიური აზროვნების საწყისების გაცნობა იწყება მამათა ნაშრომების ზოგადი ცოდნით, ეს კი მოგვცემს საშუალებას, გავარჩიოთ ერთმანეთისაგან კერძო აზრი და საერთო სავალდებულოდ მისაღები საკითხი, უკვე ინტერენეტის წყალობით; ჩვენ შეგვიძლია ქრონოლოგიურად ან საკითხების მიხედვით დავძებნოთ მამები და ვისაუბროთ მათზე, რა დაწერეს, რატომაა ასე მნიშვნელოვანი მამების ცოდნა და ნელნელა ფორუმული კამათიც შეიძენს არგუმენტირებულ ( ან მცდელობა მაინც იქნება ) ხასიათს, მამებზე დაყრდნობილს და საფუძვლიანს. ამ თემით ჩვენი ფორუმელები პატრისტიკის მეტნაკლებად მცოდნე მეგობრების დახმარებით გაეცნობა აქამდის უცნობ ან ცნობილ მამებს, მათ ნაშრომებს, მათ იდეებს და საინტერესო დეტალებს... ინტერნეტში ბევრია ასეთი ვებ.გვერდი სადაც შეგვეძლება პირდაპირ ვიკითხოთ მამები, რუსულ ენაზე, ძალიან ბევრია ინგლისურად და ბერძნულად, ფრანგულად ან გერმანულად, აი ერთერთი ყველაზე ცნობილი რუსული http://www.pagez.ru/lsn/ შედით, იკითხეთ და ვისაუბროთ... მამებზე მამებიდან გამომდინარე, რათა მცირედ მაინც გავეცნოთ პატრისტიკულ ღვთისმეტყველებას. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| დათიკო |
Jun 30 2008, 12:03 PM
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
KAIROS
ციტატა ვახ, რა ვქნა ამ კაცს ხათრს ვერ ვუტეხავ ციტატა ოღონდ ეგაა იტალიურადაა არა უშავს, მაინც გმადლობ. საერთოდ თუ არის ნათარგმნი, ვიპოვი |
KAIROS პატრისტიკული ღვთისმეტყველება Jun 29 2008, 03:36 AM
xornabujeli :) დროულია ამ თემის ... Jun 29 2008, 04:22 AM
animani [/quote]
შეუმცდარი მხოლ... Jun 29 2008, 08:46 PM
KAIROS ნამდვილად აუცილებ... Jun 29 2008, 08:57 PM
დათიკო KAIROS
ამას წავიკითხა... Jun 30 2008, 09:36 AM
KAIROS
ყველაფერს დავძებნ... Jun 30 2008, 11:37 AM
KAIROS
ვახ, რა ვქნა ამ კაც... Jun 30 2008, 12:00 PM
KAIROS
არა, არაა, მე რავი ი... Jun 30 2008, 12:05 PM
KAIROS გავაგრძელებ მე წერ... Jul 3 2008, 12:58 AM
T.L. ამ თEმის გაგრძელებ... Aug 30 2008, 03:56 PM
KAIROS
აუცილებლად იქნება... Sep 13 2008, 06:15 PM
დათიკო აღნიშნულ თემასთან ... Sep 16 2008, 01:09 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th December 2025 - 09:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი