რატომ იბადებიან ადამიანები სხვადასხვა სახის დეფექტებით, რისი ბრალია ეს? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ იბადებიან ადამიანები სხვადასხვა სახის დეფექტებით, რისი ბრალია ეს? |
ზებედე |
Jan 11 2007, 06:52 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
რას ფიქრობთ რატომ ჩნდებიან ასეთი ადამიანები, მაგ: სიამის ტყუპები, ჰერმაფოდიტები, სხვადასხვა სახის ინვალიდები...რა არის მიზეზი, მშობლების ცოდვა, თუ კიდევ სხვა მიზეზებია?
და იქნებ ვინმემ იცოდეთ, სიამის ტყუპები ერთ სხეულში არიან, და ორი სული აქვთ? იხ.ვიდეო -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ალექსანდრე |
Jan 11 2007, 09:04 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
რას ფიქრობთ რატომ ჩნდებიან ასეთი ადამიანები, მაგ: სიამის ტყუპები, ჰერმაფოდიტები, სხვადასხვა სახის ინვალიდები...რა არის მიზეზი, მშობლების ცოდვა, თუ კიდევ სხვა მიზეზებია? და იქნებ ვინმემ იცოდეთ, სიამის ტყუპები ერთ სხეულში არიან, და ორი სული აქვთ? იხ.ვიდეო ჩემი აზრით ამის მიზეზი არაა მაინცადამაინც მშობელთა ცოდვის შედეგი, თუმცაღა ესეც დასაშვებია რომ უფალმა ასეთი რაღაც დაუშვას იმის გამო რომ მშობლებში სინანული აღძრას. მაცხოვარს როდესაც ჰკითხეს დაბადებიდან ბრმადშობილის შესახებ, თუ ვინ შესცოდა მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადაო? ქრისტემ უპასუხა არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასშიო. ქრისტიანული გაგებით, ღმერთი, განსაცდელებს ჩვენდა სასიკეთოდ უშვებს და არაფერი ხდება ღვთის დაშვების გარეშე, მაშინ გაგვიჩნდება ალბათ კითხვა და მეც ხშირად მიჩნდებოდა ეს კითხვა, რატომ უშვებს უფალი პატარა ბავშვების ავადმყოფებად და დეფექტებით დაბადებას? რა დააშავეს მათ? მე ვფიქრობ რომ, ესეც უფლის დიდი წყალობაა ადამიანზე დაშვებული, რაცარუნდა უცნაურად ჟღერდეს მე ასე ვფიქრობ. ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება არის დროებითი, ასე ვთქვათ მოსამზადებელი პერიოდი იმქვეყნიური ცხოვრებისათვის, აქ როგორც იღვაწებს ადამიანი თავისი სულისატვის იქაურ ცხოვრებაში ისეთ ჯილდოს მიიღებს. ამიტომ ეს განსაცდელებიცა და ავადმყოფობებიც დროებითია, მოცემული სულის საცხონებლად. სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა - ბრძანებს უფალი, ასევე ''მრავლითა ჭირითა ჯერ არს ჩვენდა შესვლაი სასუფეველსა ღმრთისასა'' მე ასეთი ადამიანების დაბადებაშიც ვხედავ უფლის უსაზღვრო სიყვარულსა და კაცთმოყვარებას, მე ვფიქრობ რომ უფალი ამით ცდილობს არა ერთი ადამიანის ცხონებას არამედ ამ ავადმყოფი ბავსვის მეშვეობით მისი მშობლებისა და ყველა კეთილისმოქმედისა, რომლებიც ტვირთულობენ ამ ჯვარს. უფალი ასეთი ავადმყოფი ბავშვებისატვის რათქმაუნდა სასუფეველს განუმზადებს, რადგან ისინი მოტმინებით იტანენ ამ ავადმყოფობებს და ასევე მათი მეშვეობით უფალი ცდილობს მათი მშობლების ცხონებასაც. ჩვენ რა ვიცით იქნებ ამით უნდა ცხონდნენ ისინი? ამიტომ ჩემი აზრით თუ ამ ყველაფერს სხვანაირი კუთხით შევხედავთ, სახარების თვალით და რწმენით შევხედავთ დავინახავთ უფლის უსაზღვრო წყალობასა და სიყვარულს, რომელსაც სურს ყველა ადამიანი ცხონება და ცხონების სხვადასხვა საშუალებებს აძლევს თითოეულ ჩვენთაგანს. ''რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე'' - ბრძანებს უფალი ჩვენც ღმერთმა მოგვცეს ძალა უდრტვინველად ჩვენი საკუტარი ჯვრის ტვირთვისა. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ზებედე |
Jan 11 2007, 11:29 PM
პოსტი
#3
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ჩემი აზრით ამის მიზეზი არაა მაინცადამაინც მშობელთა ცოდვის შედეგი, თუმცაღა ესეც დასაშვებია რომ უფალმა ასეთი რაღაც დაუშვას იმის გამო რომ მშობლებში სინანული აღძრას. მაცხოვარს როდესაც ჰკითხეს დაბადებიდან ბრმადშობილის შესახებ, თუ ვინ შესცოდა მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადაო? ქრისტემ უპასუხა არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასშიო. ისე საინტერესოა, სიამის ტყუპებს როგორ ნათლავენ? ალბათ განსხვავებული წესით ინათლებიან... ქუთაისში დაიბადა ჰერმაფროდიტი ბავშვი, და არ იცოდნენ როგორ მოენათლათ როგორც გოგო თუ ბიჭი...მე მგონი ასეთ რთულ საკითხებზე ეკლესიის მამებიც ვერაფერს ამბობენ...თუ ვინმეს გაქვთ მათზე საეკლესიო ქადაგებანი დადეთ... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი