მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jul 1 2008, 05:31 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აი შარიიი
ამიჯანყდა ქალები რისთვის მომწონს და ლამაზი შედარებაა, რა ვქნა ახლა ტერმინოლოგია და პოეზიის თეორიები არაა ჩემი საქმე, და არცაა აუცილებელი, ციტატა ეს თემა რაღას ვიკითხო ლექსები აგერ პოეზიაშიცაა და იქაც კი ამოვიკითხავ შედარებებს მასე არაა, მაგალითად ღვთისმეტყველებაშია ყველაფერი, მაგრამ ვანაწევრებთ, დოგმატურად, ზნეობრივად და ა.შ. მასე ბრძნული აზრები რომაა თემა, რატომაა ცალკე? მასე ხომ პოეზიაშიცაა და პროზაშიც, ეს თემა მე გავხსენი, იმ მოტივით, რომ ლამაზი შედარებები გამომეყო ცალკე და არა იმიტომ, რომ ფორუმელებს მოვთხოვო ფილოლოგიური გარჩევები მოაწყონ აქ, ვისაც ეხერხება კი ბატონო დაწეროს, ვისაც არა ნუ დავაძალებთ, რატომ არაა საკმარისი ვერაფრით ვერ გავიგე, დავწერო არა მთლიანად ლექსი, არამედ ლამაზი შედარება რაც მომეწონა?დაკოპირებაზეა პრობლემა? განა ის რომ ადამიანმა იპოვა, აარჩია და ჩვენამდის მოიტანა ეს არაა არაფერი? ჩემი აზრით, ძალიან აუშნოებს ამ თემას ამ სახის კამათები და ზედმეტი მოთხოვნები... ვერ დამვორნავს ვერაფრით მოდერატორი, რადგან არაფერი გამიკეთებია სამაგისო, არამედ ვიცავ ჩემს თემას ზედმეტი მოთხოვნებისაგან, ან გააუქმონ და დახურონ თემა ან კიდევ ამ სამ პუნქტზე შეთანხდნენ: ციტატა 1. არა ოფებს 2. ლექსებიდან მხოლოდ ის ნაწყვეტები სადაც ლამაზი შედარებებია 3. შესაძლებლობის ფარგლებში ცოტა გარჩევაც, თუ არადა არცაა აუცილებელი თუ არადა დაიკეტოს საერთოდ... რეიზა მაბრაზებთ ამ წასვლის წინა ჰა? კაიროსი! პ.ს. ციტატა რატომ მოგწონს, რისთვის გაარჩიე აი მოდერატორის პოსტი: სადაა ახლა აქ გარჩევა? ციტატა მე ეს დიალოგი მომწონს, თიტქმის ზეპირად ამხსოვს: _ სვეტიცხოველი გირჩევნია შენ ჩემს თავს, უტა! _ განა ქვაა სვეტიცხოველი, ჩემო? ქვადყოფილია იგი ამჟამად, უფრო უკვდავი, ვიდრე ასი ათასი მოკვდავის სული... და ეს: ''ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი'' და ახლა მითხარით, რატომ ვითხოვთ სხვისგან იმას, რასაც თავად არ ვაკეთებთ? დაწერეთ რა ეს ლამაზი შედარებები და ვისაც შეუძლია არჩიოს, ვისაც არა აარჩიოს, დაგვიწეროს და ჩვენ დავტკბებით, ცუდია აქ რამე? პ.ს.ს. ციტატა ან თუ დასხდებით მწყაზარნი, ვით ტრედის გუნდი ფარადა... თუმც ხშირად თქვენი შვენება კაცებს გვექცევა ძმარადა, - აი კიდევ ერთი სუპერშედარება და ახლა ამას რა გარჩევა უნდა პირდაპირ თქვენზეა დაწერილი ჰე, შემეშვით ახლა დამტოვეთ წყნარად ამ თემაში, არ გავაოფებთ, არ დავწერთ მთლიანად ლექსებს და მხოლოდ ავარჩევთ შედარებებს! ან ასე, ან დაკეტეთ; ვახ, რა გახდა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი