"მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი", წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი", წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
marine |
Feb 4 2008, 05:46 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი
არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან. როგორც ერთმა ჩვენმა მორწმუნემ ბრძანა, მზე ისე გვინათებს და გვათბობს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ელოდება. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება წმ. ილია მართალი. იგი გვათბობს კიდეც და გვინათებს კიდეც და სამაგიეროდ არაფერს ითხოვს. ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმინდე შელახული. ამ დროს ღვთის განგებით მოგვევლინა ილია, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო მოწამებრივი ტვირთი ერის წინამძღვრისა. მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი და შეუდგა გოლგოთის აღმართს. გაბედულად აღიმაღლა ხმა ადამიანთა უფლებების დასაცავად; დაჰგმო სიკვდილით დასჯა, როგორც უმკაცრესი ზომა სამაგიეროს მიზღვისა, როგორც უკიდურესად მიწიერი და არაქრისტიანული ქმედება. ილიამ იცოდა, დამოუკიდებლობისათვის ჩვენს ბრძოლასა და ეროვნულობის შენარჩუნებაში რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანულ რწმენას, ამიტომაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეკლესიისათვის უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს. სწამდა იმ ქვეყნისა, რომელიც ჯვარს ეცვა ჯვარცმული მაცხოვრისათვის; სწამდა იმ ხალხის, რომელმაც თავის მკერდზე დაუდგა ქრისტიანობას საყდარი, ქვად საკუთარი ძვლები იხმარა, კირად კი - სისხლი, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ. სწამდა, რომ მისი თანამედროვე საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას შეეძლო, რომელიც ასწავლის ხალხს გარჩევას კეთილისა და ბოროტისა, ცოდვისა და მადლისა, წვდომას ცხოვრების არსისა და მიზნისა. ის, უპირველეს ყოვლისა, სარწმუნოებისა და მამულის სიყვარულს ქადაგებდა და გვასწავლიდა, რომ გაფრთხილება გმართებს რწმენისა, მამულისა და ენისა. ეს დაგვიტოვა ანდერძადაც. მართლაც არ გაგვაჩნია უფრო ძვირფასი და მოსაფერებელი საუნჯე, ვიდრე ჩვენი რწმენა, ენა და მამულია. დღეს განსაკუთრებით მტკივნეულად იგრძნობა, რომ ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა გვაკლია. უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული, ღვთის ლოცვა-კურთხევით, ისეთი გრძნობაა, რომელსაც რასაც მეტს გასცემ, მეტად ძლიერდება. წმ. ილია მართალმა იცოდა სიყვარულის უშურველად გაცემა და ამიტომ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ღვთის დიდი წყალობა იყო ის, რომ მაშინ, როცა ჩვენს თავისუფლებადაკარგულ ხალხს სულიერად უჭირდა, სულიერ მამად და წინამძროლად დიდი რწმენითა და სიყვარულით გამორჩეული პიროვნება - წმ. ილია მართალი გამოუჩნდა. დიდებულად ბრძანა დიდმა აკაკიმ, თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც მასთან ერთად უკვდავი იქნებიო. ზეციური საქართველოს მკვიდრი, მიწიერი საქართველოს თანამედროვე ილიას ნათელი, უკვდავი სული ჭეშმარიტად დღესაც თავს დაგვტრიალებს. მისი სული კიაფობს იმ სათაყვანებელ თანავარსკვლავედში, გზას რომ უნათებს მრავალტანჯულ, მაგრამ სულიერად გაუტეხელ, ყოველგვარი ბოროტების წინაშე ქედუხრელ ქართველ ერს. წმიდანად აღიარების შემდეგ ილია არის არა მარტო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, არამედ გამორჩეული მოძღვარი, მქადაგებელი სიკეთისა და სიმართლისა, რწმენისა. წმიდანად აღიარების შემდეგ იგი არის დიდი სულიერი მფარველი ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა. შემთხვევითი არ არის, რომ ილიას ეწოდა მართალი. უზენაესი სიმართლე, საღვთო წერილის მიხედვით, არის ღმერთი და სიმართლის მქადაგებელი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა იყოს მატარებელი სიმართლისა; თვითონ უნდა ცხოვრობდეს ამ სიმართლით. წმ. ილია მართალი სწორედ ამ სიმართლით ცხოვროდა და სიმართლეს ქადაგებდა. ილია მართალი დაადგა მაცხოვრის გზას ანუ გზას გოლგოთისა, რომელიც თუმც მძიმეა, მაგრამ აღდგომითა და ამაღლებით მთავრდება. წიწამური ჩვენი წმიდა გოლგოთაა, სამსხვერპლოა ყველა იმათი, ვინც იცავს ჭეშმარიტებას, სიმართლეს. სამწუხაროდ ჩვენსავე ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელნიც ვერ ეგუებოდნენ იმ ნათელსა და სითბოს, რომელსაც წმ. ილია მართალი ასხივებდა, ვერ ეგუებოდნენ იმიტომ, რომ სიბნელეში ყოფნა ერჩივნათ, რადგან სიბნელე იყო მათი სამყარო, მათ მოინდომეს, რომ სამუდამოდ ჩაექროთ ეს ნათელი, მაგრამ ამაოდ. წმ. ილია მართლის სიცოცხლის ხელყოფით მათ ეს ნათელი არა თუ მოსპეს, არამედ, პირიქით, სამარადისოდ გააძლიერეს, რადგან სულიერი სითბო, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისგან მომდინარეობს, არასოდეს არ იშრიტება და ისეთივე მარადიულია, როგორც მისი წყარო - სიყვარული. შევთხოვ ღმერთს, წმ. ილია მართლის ლოცვით უფრო მეტად განამტკიცოს ჩვენი ერი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულითა და სიკეთით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 19 2008, 05:18 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ილიას მოკვლის გამო
აკაკი წერეთელი I ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!.. ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწერა? არა, არა!.. მითქმა-მოთქმა - ეს მშიშარა ტყუილია... ის მშობელი არ მოჰკვდება, წარმოშობა ვინც ილია! გრძნობა კვდება, გონება კი ეკუთვნის წინ, მომავალსა... გაჰყავს ხიდი ცხოვრებისთვის და უკაფავს გზა და კვალსა. და მიტომაც, ვინც მოჰკვდება, განა ყველა ითქმება მკვდრად? ზოგი ჩადის ბნელ საფლავში, ზოგი აქვე რჩება ლამპრად. და ილიაც არ მომკვდარა... მამულისთვის რჩება ლამპრად, მაშინ როცა მისი გვამი გადიქცევა მიწად და მტვრად. რაც კი ჰქონდა მაღლით ნიჭი ბუნებისგან მოცემული, მთლად მიუძღვნა მისს სამშობლოს, ფიანდაზად დასდვა გული!.. თავი დასდვა ქვეყნისათვის, მიჰბაძა ძმებს თავდადებულთ: მეფესა და ყიფიანსა... იმ ორ ქართველს, განდიდებულთ! მაგრამ ამათ სიკვდილშიაც განსხვავება არის დიდი: უფრო მწარე და მწვავია, როცა შინ გკლავს შენივ ფლიდი!.. მეფე მოჰკლეს მონღოლებმა, დიმიტრიც მტრის მოკლულია!.. მაგრამ ნუთუ შინ ჩვენმავე გამოგვტაცა ჩვენ ილია?! ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას!.. ის ქართველად არა მჯერა, ვინც გაბედა და ილიას დაუმოკლა ბედისწერა!.. თვით იესო მაცხოვარმა, ვის ხელთ ეპყრა ქვეყნის გული, თანაშემწედ აირჩია ათორმეტი მოციქული. და მათშიაც გაერია გამცემელი ის იუდა, შურმა, მტრობამ, ბოროტებამ ვისაც გულში დაიბუდა!.. მაგრამ რჯული რჯულად დარჩა და იუდა მხოლოდ კრულად. ამას საღმრთო ისტორია საუკუნოდ ამბობს სრულად!.. და მთელ ქართლში რომ გამოჩნდეს მოღალატე ერთი-ორი, მსგავსი ისკარიოტელის და იუდას თანასწორი, ამით ჩირქი მთელ ქვეყანას გაურჩევლად არ ედება! მხოლოდ ხალხს კი, ჭირისუფალს, გულში ცეცხლი ეკიდება!.. II ახლა შენთან მაქვს საქმე, იუდავ, წინ წამოდექი! ნუ იმალები! და ვერაგობით ძლევამოსილი გამოაჩინე შენი თვალები! ღრმა მოხუცებულს და ნაამაგარს რომ ჰკლავდი, მაშინ არ გითხრა გულმა, გარეშე მტრების სასიხარულოდ ისევ მათგანვე მოტყუებულმა, - რომ მაგ სიკვდილით იმასთან ერთად შენ გულს უკლავდი თვით ქართველობას და, შემბღალავი წმინდა-წმინდათა, იორკეცებდი თვით საძაგლობას? მაგრამ შენ ვინ ხარ? ვინ მოგცა გრძნობა? ვით ჰეროსტრატემ, დასწვი ტაძარი და გეგონა, რომ ორივე მხარეს საშვილიშვილო დაეც თავზარი? რა შემცდარი ხარ!.. თვით ილიასთვის მაგგვარ სიკვდილში არის სიცოცხლე და საქართველოს კი ძველი აღთქმა ისტორიული მით გაუახლე. დროებით დაღლილს და მიძინებულს, - ის გამოახელს მაგითი თვალებს და შეაჩვენებს საშვილიშვილოდ შენებრ მეთაურს და ნაძირალებს. 1907 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
-tamar- |
Jul 1 2008, 01:35 PM
პოსტი
#3
|
summer time :) ჯგუფი: Members პოსტები: 522 რეგისტრ.: 27-May 08 მდებარ.: საქართველო-თბილისი წევრი № 4,927 |
ილიას მოკვლის გამო აკაკი წერეთელი I ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!.. ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწერა? არა, არა!.. მითქმა-მოთქმა - ეს მშიშარა ტყუილია... ის მშობელი არ მოჰკვდება, წარმოშობა ვინც ილია! გრძნობა კვდება, გონება კი ეკუთვნის წინ, მომავალსა... გაჰყავს ხიდი ცხოვრებისთვის და უკაფავს გზა და კვალსა. და მიტომაც, ვინც მოჰკვდება, განა ყველა ითქმება მკვდრად? ზოგი ჩადის ბნელ საფლავში, ზოგი აქვე რჩება ლამპრად. და ილიაც არ მომკვდარა... მამულისთვის რჩება ლამპრად, მაშინ როცა მისი გვამი გადიქცევა მიწად და მტვრად. რაც კი ჰქონდა მაღლით ნიჭი ბუნებისგან მოცემული, მთლად მიუძღვნა მისს სამშობლოს, ფიანდაზად დასდვა გული!.. თავი დასდვა ქვეყნისათვის, მიჰბაძა ძმებს თავდადებულთ: მეფესა და ყიფიანსა... იმ ორ ქართველს, განდიდებულთ! მაგრამ ამათ სიკვდილშიაც განსხვავება არის დიდი: უფრო მწარე და მწვავია, როცა შინ გკლავს შენივ ფლიდი!.. მეფე მოჰკლეს მონღოლებმა, დიმიტრიც მტრის მოკლულია!.. მაგრამ ნუთუ შინ ჩვენმავე გამოგვტაცა ჩვენ ილია?! ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას!.. ის ქართველად არა მჯერა, ვინც გაბედა და ილიას დაუმოკლა ბედისწერა!.. თვით იესო მაცხოვარმა, ვის ხელთ ეპყრა ქვეყნის გული, თანაშემწედ აირჩია ათორმეტი მოციქული. და მათშიაც გაერია გამცემელი ის იუდა, შურმა, მტრობამ, ბოროტებამ ვისაც გულში დაიბუდა!.. მაგრამ რჯული რჯულად დარჩა და იუდა მხოლოდ კრულად. ამას საღმრთო ისტორია საუკუნოდ ამბობს სრულად!.. და მთელ ქართლში რომ გამოჩნდეს მოღალატე ერთი-ორი, მსგავსი ისკარიოტელის და იუდას თანასწორი, ამით ჩირქი მთელ ქვეყანას გაურჩევლად არ ედება! მხოლოდ ხალხს კი, ჭირისუფალს, გულში ცეცხლი ეკიდება!.. II ახლა შენთან მაქვს საქმე, იუდავ, წინ წამოდექი! ნუ იმალები! და ვერაგობით ძლევამოსილი გამოაჩინე შენი თვალები! ღრმა მოხუცებულს და ნაამაგარს რომ ჰკლავდი, მაშინ არ გითხრა გულმა, გარეშე მტრების სასიხარულოდ ისევ მათგანვე მოტყუებულმა, - რომ მაგ სიკვდილით იმასთან ერთად შენ გულს უკლავდი თვით ქართველობას და, შემბღალავი წმინდა-წმინდათა, იორკეცებდი თვით საძაგლობას? მაგრამ შენ ვინ ხარ? ვინ მოგცა გრძნობა? ვით ჰეროსტრატემ, დასწვი ტაძარი და გეგონა, რომ ორივე მხარეს საშვილიშვილო დაეც თავზარი? რა შემცდარი ხარ!.. თვით ილიასთვის მაგგვარ სიკვდილში არის სიცოცხლე და საქართველოს კი ძველი აღთქმა ისტორიული მით გაუახლე. დროებით დაღლილს და მიძინებულს, - ის გამოახელს მაგითი თვალებს და შეაჩვენებს საშვილიშვილოდ შენებრ მეთაურს და ნაძირალებს. 1907 წ. უძლიერესი ლექსია !!! დამბურძგლა რო წავიკითხე.... -------------------- მიყვარხართ
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი