ძალა მოწყალებისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალა მოწყალებისა... |
marine |
Mar 21 2008, 12:00 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ
ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ: საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები... ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი. "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
.ნინო |
Jul 1 2008, 02:26 PM
პოსტი
#2
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
მართალი და მოწყალე კაცი, სახელად მარტიანე, არავითარ ქონებას არ ინახავდა, ყველაფერს გლახაკებს და უცხო მგზავრებს აძლევდა. ერთხელ, როცა უკვე ყველაფერი დაერიგებინა და აღარაფერი ჰქონდა ერთი დანისა და ჩასაცმელის მეტი, ქალაქის კარიბჭესთან შიშველი გლახაკი შეხვდა და მოწყალება სთხოვა. მის ნახვაზე მარტიანე ძალიან შეწუხდა. არადა მისაცემი აღარაფერი ჰქონდა გარდა იმ ერთადერთი სამოსისა, რომელიც თავად ეცვა. მან აიღო დანა, გაჭრა ის სამოსელი შუაზე, ნახევრით შიშველი გლახაკი შემოსა და ნახევარი ისევ ჩაიცვა. ამის გამო ბევრმა გაკილა, მაგრამ იმ ღამით მას ძილში ეჩვენა ქრისტე მრავალი ანგელოსით გარეშემოცული. მას სწორედ ის სამოსი ემოსა, რომელიც მარტიანემ გლახაკს ჩააცვა. მაცხოვარმა უთხრა, ჰოი, მარტიანე, შენ ამ დიდებული სამოსით შეგმოსავ და ცათა სასუფეველს დაგიმკვიდრებო. ამ სიტყვებზე მარტიანეს გამოეღვიძა და ადიდა უფალი. ამის შემდეგ იგი კვლავ დაუზარელად შრომობდა და უხვად იძლეოდა მოწყალებას. ამიტომ ღმრთისთვის სათნო იყო იგი და უფალმა სასწაულთმოქმედების - მკვდართა აღდგინების, ავადმყოფთა კურნების და ეშმაკთა განდევნის მადლი მისცა. შემდეგ კი მშვიდობით მიიცვალა უფლისადმი და სუფევს უკუნითი უკუნისამდე.
სიყმაწვილეში მღვდელმთავარი ტიხონი, ამათუნტის ეპისკოპოსი (V ს.), მშობლების სახლში ცხოვრობდა. მამამ იგი პურის გამყიდველად დაადგინა და ამით არჩენდა ოჯახს. შვილმა უფულოდ დაიწყო გაჭირვებულთათვის პურის გაცემა. როდესაც მამამ ამის შესახებ გაიგო, დაღონდა, გაბრაზდა და მისი დატუქსვა დაიწყო. ღვთისმოსავმა ყრმამ თქვა: „ტყუილად ჯავრობ, მამა; მე პურები სესხად ღმერთს მივეცი და მაქვს მისი უტყუარი ხელწერილი წმინდა წიგნებში: „მიეცი ღმერთს და ასმაგს მიიღებ“. ჩემი სიტყვების თუ არ გჯერა, წავიდეთ და ვნახოთ ბეღელში თუ როგორ უხდის ვალს ღმერთი მევალეებს. მამა-შვილი ბეღლისაკენ წავიდნენ და იქ ყველაფერი ხორბლით სავსე აღმოჩნდა. განცვიფრებული მამა პირქვე დაემხო, თაყვანი სცა ღმერთს, ჰმადლობდა მას და ამის შემდეგ აღარ დაუშლია შვილისთვის წყალობის გაღება ღარიბებისათვის -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი