"მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი", წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი", წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
marine |
Feb 4 2008, 05:46 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი
არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან. როგორც ერთმა ჩვენმა მორწმუნემ ბრძანა, მზე ისე გვინათებს და გვათბობს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ელოდება. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება წმ. ილია მართალი. იგი გვათბობს კიდეც და გვინათებს კიდეც და სამაგიეროდ არაფერს ითხოვს. ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმინდე შელახული. ამ დროს ღვთის განგებით მოგვევლინა ილია, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო მოწამებრივი ტვირთი ერის წინამძღვრისა. მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი და შეუდგა გოლგოთის აღმართს. გაბედულად აღიმაღლა ხმა ადამიანთა უფლებების დასაცავად; დაჰგმო სიკვდილით დასჯა, როგორც უმკაცრესი ზომა სამაგიეროს მიზღვისა, როგორც უკიდურესად მიწიერი და არაქრისტიანული ქმედება. ილიამ იცოდა, დამოუკიდებლობისათვის ჩვენს ბრძოლასა და ეროვნულობის შენარჩუნებაში რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანულ რწმენას, ამიტომაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეკლესიისათვის უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს. სწამდა იმ ქვეყნისა, რომელიც ჯვარს ეცვა ჯვარცმული მაცხოვრისათვის; სწამდა იმ ხალხის, რომელმაც თავის მკერდზე დაუდგა ქრისტიანობას საყდარი, ქვად საკუთარი ძვლები იხმარა, კირად კი - სისხლი, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ. სწამდა, რომ მისი თანამედროვე საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას შეეძლო, რომელიც ასწავლის ხალხს გარჩევას კეთილისა და ბოროტისა, ცოდვისა და მადლისა, წვდომას ცხოვრების არსისა და მიზნისა. ის, უპირველეს ყოვლისა, სარწმუნოებისა და მამულის სიყვარულს ქადაგებდა და გვასწავლიდა, რომ გაფრთხილება გმართებს რწმენისა, მამულისა და ენისა. ეს დაგვიტოვა ანდერძადაც. მართლაც არ გაგვაჩნია უფრო ძვირფასი და მოსაფერებელი საუნჯე, ვიდრე ჩვენი რწმენა, ენა და მამულია. დღეს განსაკუთრებით მტკივნეულად იგრძნობა, რომ ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა გვაკლია. უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული, ღვთის ლოცვა-კურთხევით, ისეთი გრძნობაა, რომელსაც რასაც მეტს გასცემ, მეტად ძლიერდება. წმ. ილია მართალმა იცოდა სიყვარულის უშურველად გაცემა და ამიტომ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ღვთის დიდი წყალობა იყო ის, რომ მაშინ, როცა ჩვენს თავისუფლებადაკარგულ ხალხს სულიერად უჭირდა, სულიერ მამად და წინამძროლად დიდი რწმენითა და სიყვარულით გამორჩეული პიროვნება - წმ. ილია მართალი გამოუჩნდა. დიდებულად ბრძანა დიდმა აკაკიმ, თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც მასთან ერთად უკვდავი იქნებიო. ზეციური საქართველოს მკვიდრი, მიწიერი საქართველოს თანამედროვე ილიას ნათელი, უკვდავი სული ჭეშმარიტად დღესაც თავს დაგვტრიალებს. მისი სული კიაფობს იმ სათაყვანებელ თანავარსკვლავედში, გზას რომ უნათებს მრავალტანჯულ, მაგრამ სულიერად გაუტეხელ, ყოველგვარი ბოროტების წინაშე ქედუხრელ ქართველ ერს. წმიდანად აღიარების შემდეგ ილია არის არა მარტო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, არამედ გამორჩეული მოძღვარი, მქადაგებელი სიკეთისა და სიმართლისა, რწმენისა. წმიდანად აღიარების შემდეგ იგი არის დიდი სულიერი მფარველი ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა. შემთხვევითი არ არის, რომ ილიას ეწოდა მართალი. უზენაესი სიმართლე, საღვთო წერილის მიხედვით, არის ღმერთი და სიმართლის მქადაგებელი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა იყოს მატარებელი სიმართლისა; თვითონ უნდა ცხოვრობდეს ამ სიმართლით. წმ. ილია მართალი სწორედ ამ სიმართლით ცხოვროდა და სიმართლეს ქადაგებდა. ილია მართალი დაადგა მაცხოვრის გზას ანუ გზას გოლგოთისა, რომელიც თუმც მძიმეა, მაგრამ აღდგომითა და ამაღლებით მთავრდება. წიწამური ჩვენი წმიდა გოლგოთაა, სამსხვერპლოა ყველა იმათი, ვინც იცავს ჭეშმარიტებას, სიმართლეს. სამწუხაროდ ჩვენსავე ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელნიც ვერ ეგუებოდნენ იმ ნათელსა და სითბოს, რომელსაც წმ. ილია მართალი ასხივებდა, ვერ ეგუებოდნენ იმიტომ, რომ სიბნელეში ყოფნა ერჩივნათ, რადგან სიბნელე იყო მათი სამყარო, მათ მოინდომეს, რომ სამუდამოდ ჩაექროთ ეს ნათელი, მაგრამ ამაოდ. წმ. ილია მართლის სიცოცხლის ხელყოფით მათ ეს ნათელი არა თუ მოსპეს, არამედ, პირიქით, სამარადისოდ გააძლიერეს, რადგან სულიერი სითბო, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისგან მომდინარეობს, არასოდეს არ იშრიტება და ისეთივე მარადიულია, როგორც მისი წყარო - სიყვარული. შევთხოვ ღმერთს, წმ. ილია მართლის ლოცვით უფრო მეტად განამტკიცოს ჩვენი ერი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულითა და სიკეთით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
kavkazec |
Jul 1 2008, 08:04 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,014 |
1907 წლის 30 აგვისტოს დაახლოებით 10 საათზე ილია ჭავჭავაძე თბილისიდან საგურამოში ეტლით გაემგზავრა. მასთან ერთად იყვნენ მეუღლე ოლღა, მოსამსახურე იაკობ ბითარიშვილი და მეეტლე თედო ლაბაური.
12:00 საათზე საგურამოდან 4 ვერსის დაშორებით, წიწამურთან, ილიას ეტლს თავს დაესხა შეიარაღებული ბანდა და “მოკლეს, განგმირეს მგოსანი!”... ოლღა მძიმედ დაშავდა. იგი შემთხვევის ადგილზე უგრძნობ მდგომარეობაში იპოვეს ათობითი ჭრილობით თავზე, სახეზე... მოკლეს ილიას მსახურიც იაკობ ბითარიშვილი. მთელ საქართველში მოწმენდილ ცაზე ელვასავით გავრცელდა ილიას ტრაგიკული მკვლელობის ამბავი. ...`მოკლეს, განგმირეს მგოსანი!..~ მოკლეს ის ადმიანი, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში სამშობლოს თავდადებით ემსახურებოდა. ციური მადლით მირონცხებულმა ილიამ კი არ დატოვა დარგი, რომელსაც მისი მადლიანი კალამი არ ამშვენებდეს, მისი გონების სხივით არ იყოს გაშუქებული... - რად მოკლეს ილია და ვინ მოკლა იგი? დიდი ილია დაობლებული საქართველოს მამამთავარი და სიკვდილამდე სამშობლოს მოჭირნახულე იყო. ილია ჭავჭავაძე იყო ერთი და მხოლოდ მას ერთს შეეძლო ერის მტრისათვის ღირსეული პასუხის გაცემა. 1906 წლის 6-8 აპრილს ილია აირჩიეს სახელმწიფო საბჭოში თავად-აზნაურობის წარმომადგენლად. იგი მეორე დღესვე რუსული გაზეთების კორესპონდენტებთან ინტერვიუში აცხადებს: “არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები, საერთო კითხვებსაც შევწირავ ჩემს ღონეს!” (ჟურნ. “განათლება”, 1908 წ. N3-4, გვ 108). ილიამ გაუბედურებული ხალხის ინტერების დაცვა აქტიურად განაგრძო. მან მოითხოვა ადამიანის სიკვდილით დასჯის შესახებ კანონის გაუქმება, ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენა, საქართველოს ავტონომია. ამის გამო რუსეთის “ოხრანკა” და სოციალ-დემოკრატები, ნოე ჟორდანიას და ფილიპე მახარაძის მეთაურობით, დაუპირისპირდნენ. მათ თავიანთ გაზეთ “კვალში” ილიას ლანძღვა-გინება დაიწყეს. ათასგავარი ცილი დასწამეს და ხალხის მტრად გამოაცხადეს. ცდილობდნენ, მისთვის სახელი გაეტეხათ. ისინი საგურამოშიც კი ადიოდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ დაეხოცათ მებატონეები, მათ შორის ილიაც. და “მოკლეს, განგმირეს მგოსანი!”... და მაინც ვინ მოკლა იგი? ილიას მკვლელობის უშუალო მონაწილები იყვნენ: გიგლა ბერბიჭაშვილი, ივანე ინაშვილი (მამასახლისი), გიორგი ხიზანიშვილი, თედო ლაბაური (მეეტლე), ილია მოძღვრიშვილი (მზარეული), პავლე ფშავლიშვილი. მკვლელობის ორგანიზატორი იყო მოურავი დიმიტრი ჯაში. ხელისუფლებამ ოპერატიული მონაცემების საფუძველზე დამნაშავენი, გიგლა ბერბიჭაშვილის და ივანე ინაშვილის გარდა, დაიჭირა და სიკვდილით დასაჯა. მთავარი მკვლელი გიგლა ბერბიჭაშვილი დიდხანს იმალებოდა. 1921 წელს იგი რუსეთის მე-11 არმიაში იყო და იარაღით ხელში მონაწილეობდა საქართველოს საოკუპაციო ბრძოლებში. საბჭოთა ხელისუფლების წლებში კი, ფ. მახარაძის დახმარებით ხან დუშეთის აღმასკომში მუშაობდა, ხან ქიზიყში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ იყო. სიბერეში ხშირად გაიძახოდა, ილია მე მოვკალი და დიდი ჯილდო და საგანგები პენსია მეკუთვნისო. 1940 წ. ბერბიჭაშვილი დაიჭირეს და 1941 წელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი