ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
anuska |
Nov 25 2006, 01:43 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 367 |
ეს თემა გააქვრეს ფორუმიდან ამიტომ თავიდან გავხსნი, იმედია ამასაც იგივე ბედი არ ეწევა.
დიდი მადლობა ჯამბაკურს ასეთი ინფორმაციისათვის,მე მეგონა მარტო ვცოდვილობდი და უამრავი ჩემნაირი ყოფილა.რაც შეეხება მოძღვრების დავალებას,ჩვენ მხოლოდ პატრიარქისადმი მორჩილების კურთხევა გვაქვს და მეტი არაფერი და ამიტომაც მიკვირს კი რად განიკითხავთ. მისამართს თუ მასწავლით მეც სიამოვნებით მოგართმევთ კიდევ ერთ თხოვნის წერილს,რომელსაც აქვე "დავპოსტავ". "ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ და ძალიან გვიჭირს მათი ნაგავში მოსროლა. ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც,მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. ნუ დაგვსჯით ჩვენი უღირსბის გამო. მარიამი " რაც შეეხება ბიზანტიურ გალობებს ვეშაპო მე მას ვისმენ,მაგრამ მის გაგებას უდიდესი მოთმინება და მორწმუნეობა უნდა ბერძნულის ცოდნასთან ერთად,რაც მე არცერთი არ გამაჩნია. ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა.იქნებ რესტორნებში მაინც აგეკრძალათ.? თქვენი მონა_მორჩილი, უსმენო და უგემოვნო "მარიამი" იოანე დამასკელზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ მე სამწუხაროდ წმინდანი არ ვარ.ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. გთხოვთ აღარ დახუროთ თემა |
მხევალი ნინო |
Jan 10 2007, 11:33 AM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ძალიან სუსტები ვართ, ერთი პატარა პროვოცირება და ვინ საით გარბის და ვისი მომხრეა ვეღარ გაიგებ. სამხმოვან გალობას თუ ასეთი დაპირისპირების შემოტყანა შეუძლია, წარმომიდგენია სხვა საკითხი რას იზავს... ძალიან სუსტები ვართ და სასაცილოებიც. თურმე სამხმოვანი გალობა უფალს არ უნდა , ნეტავ რატომ ჰა????????? ჩვენ ისეთი მაღალმორწმუნე ერი ვართ, თუ გალობა არ სიამოვნებს უფალს სამხმიანი ალბათ მალე სამხმიან სიმღერასაც შევწყვეტთ, რომ უფალს ვასიამოვნოთ. ძალიან სუსტები და ადვილად ასაგდები ვართ. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ეკლესიური ცხოვრება მობრუნდა სქართველოში, ამიტომ ყველაფერი გადმოცემის დონეზე და წიგნიდან ვიცით, ვიდრე უწყვეტი კავშირით და გამოცდილებით. სხვა მიზეზი, რომ ყოფილიყო მაშინ ეს თემაც არ იქნებოდა სადავო, იმიტომ, რომ საუკუნეების უკან ქართველები შეწყვიტავდნენ მრავალხმიან გალობას და აქამდე ერთხმიანი გალობით მოვიდოდით.
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ზებედე |
Jan 12 2007, 04:19 AM
პოსტი
#3
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ძალიან სუსტები ვართ, ერთი პატარა პროვოცირება და ვინ საით გარბის და ვისი მომხრეა ვეღარ გაიგებ. სამხმოვან გალობას თუ ასეთი დაპირისპირების შემოტყანა შეუძლია, წარმომიდგენია სხვა საკითხი რას იზავს სხვა საკითხზეც არის მათგან დაპირისპირება. ... ძალიან სუსტები ვართ და სასაცილოებიც. თურმე სამხმოვანი გალობა უფალს არ უნდა ანუშკას ნაირებს არ უნდათ უფალს უნდა და შეიწირავს კიდევაც სხვა მიზეზი, რომ ყოფილიყო მაშინ ეს თემაც არ იქნებოდა სადავო, იმიტომ, რომ საუკუნეების უკან ქართველები შეწყვიტავდნენ მრავალხმიან გალობას და აქამდე ერთხმიანი გალობით მოვიდოდით. უფლის ნება წმ. სინოდის განჩინებაში გამოვლინდა, როცა აიკრძალა ქართულ-ბიზანტიური გალობა და ნებადართულია ქართული სამხმიანი გალობა. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი