ექსკურსია ერევანში, ეჩმიაძინსა და ზვართნოცში, ՇՐՋԱԲԵՐԱԿԱՆ ՀԱՄԱԺՈՂՈՎ ՀԱՅԱՍՏԱՆՈՒՄ :D :D |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ექსკურსია ერევანში, ეჩმიაძინსა და ზვართნოცში, ՇՐՋԱԲԵՐԱԿԱՆ ՀԱՄԱԺՈՂՈՎ ՀԱՅԱՍՏԱՆՈՒՄ :D :D |
კანონისტი |
Jul 2 2008, 03:07 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მოკლედ, ზოგმა ფორუმელმა იცის და ბევრმა არ იცის, რომ სექტემბრისკენ იგეგმება ფორუმის მორიგი საზღვარგარეთული გასვლა მეზობელ სომხეთში
I. მნიშვნელოვანი ადგილები, რომლებიც უნდა მოვინახულოთ: 1. ქ. ერევანი, რესპუბლიკის მოედანი და ერევნის ცენტრი (საინტერესო არქიტექტურით და მოიასამნისფრო ტუფით მოპირკეთებული), წმ. გრიგოლ განმანათლებლის სახ. კათედრალი, ერევნის მართლმადიდებლური ეკლესია 2. ქ. ეჩმიაძინი, სომხური საპატრიარქო საყდარი, აგებული 303 წ. მეფე თრდატ III-ის მიერ, თავისი მუზეუმით, სადაც ინახება VII ს. სახარების ხელნაწერი და აგრეთვე, გადმოცემით, ასისთავ ლონგინოზის შუბი, რომელიც მან ჯვარცმულ მაცხოვარს უგმირა 3. ზვართნოცის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები (დაცულია UNESCO-ს მიერ) 4. ისტორიული ქალაქი ვაღარშაპატი (ეჩმიაძინი სადაც მდებარეობს). სამონასტრო კომპლექსები, მათ შორის, წმ. ნინოს მეგობრების წმ. ქალწულმოწამეების რიფსიმესა და გაიანეს (ორივე VII ს.) სახელობის ეკლესიები 5. გზად სახელოვანი დილიჟანი, მისი წყარო და სევანის ტბა II. მგზავრობა: თბილისი - ერევანი არის 380 კმ. ხაზის მიკროავტობუსით მგზავრობა ღირს 25-30 ლარი. ერევანი - ზვართნოცი 9 კმ ზვართნოცი - ეჩმიაძინი 11 კმ სასურველია, მიკროავტობუსი ჩვენ დავიქირავოთ III. ღამის გათევა ალბათ მოგვიწევს 1 ღამე. სასტუმროები საკმაოდ ძვირია ერევანში (რაც ვნახე). ყველაზე იაფი რაც ღირდა არის სასტ. "ოლიმპია", რომელიც დაახლ. 80-90 ლარი ღირს. აბა, ვინ არის მსურველი? P.S. ՇՐՋԱԲԵՐԱԿԱՆ ՀԱՄԱԺՈՂՈՎ ՀԱՅԱՍՏԱՆՈՒՄ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
Jul 2 2008, 05:44 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანონისტი
ციტატა რასსს ლაპარაკობ? ფულზე არ განახებენ კი არა, იქნებ გაწირიონ კიდევაც მე გაგაფრტხილეთ. ეს ადამიანი ძალიან ახლო ურთიერთობაშია იქუარ პატრიარქთან, ამ ეკლესიის წევრია, ხშირად იქ მიდის და ცხოვრობს, გეუბნებით რომ არავინ დაგათვალიერებინებს . ვკითხე რატომ ტქო და ასე მიპასუხა ისინი თვლიან რომ თუ მოსალოცად ხარ, არ არის სავალდებულო სიწმინდეების ნახვაო. სიწმინდეები სანახავი არ არისო. რაც შეეხება სასტუმროებს, უძვირესია და გირჩევნიათ იქირავოთ ვინმესთანო. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი