![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ამ ბოლო პერიოდში რამოდენიმეჯერ საკმაოდ მწვავედ გამოჩნდა ის კრიზისი რაც ღვთისმეტყველების ცოდნას უკავშირდება ამ ფორუმზე, თეოლოგიური ცოდნის ვაკუუმი, ხშირად მხოლოდ "მამები ამბობენ"-ით იფარგლება და არ ცდება მესამე კაცის მოყოლილით აზროვნებას, ეს ყველაფერი კი განაპირობებს ცრუწარმოდგენებს, უკიდურესობებს...
ამიტომ, სანამ საზაფხულოდ ისევ დაგტოვებთ შემოდგომამდის, მანამ ერთ ახალ თემას გთავაზობთ, წმ. მამების თეოლოგიის შესახებ, პატრისტიკა არაა მხოლოდ რომელიმე მამის კურიკულუმ ვიტაე და შრომების მშრალი ჩამონათვალი, არამედ მამათა აზროვნების გაცნობა, შესწავლა და წყაროებში კითხვა (ან კარგ თარგმანში), ამით მივეჩვევით იმას, რომ სანამ რაიმეზე დავიწყებთ წერას და აზროვნებას, მყის მამებს შევამოწმებთ, გავიხსენებთ და ან ვიკითხავთ მაინც, რადგან ეკლესიოლოგიური აზროვნების საწყისების გაცნობა იწყება მამათა ნაშრომების ზოგადი ცოდნით, ეს კი მოგვცემს საშუალებას, გავარჩიოთ ერთმანეთისაგან კერძო აზრი და საერთო სავალდებულოდ მისაღები საკითხი, უკვე ინტერენეტის წყალობით; ჩვენ შეგვიძლია ქრონოლოგიურად ან საკითხების მიხედვით დავძებნოთ მამები და ვისაუბროთ მათზე, რა დაწერეს, რატომაა ასე მნიშვნელოვანი მამების ცოდნა და ნელნელა ფორუმული კამათიც შეიძენს არგუმენტირებულ ( ან მცდელობა მაინც იქნება ) ხასიათს, მამებზე დაყრდნობილს და საფუძვლიანს. ამ თემით ჩვენი ფორუმელები პატრისტიკის მეტნაკლებად მცოდნე მეგობრების დახმარებით გაეცნობა აქამდის უცნობ ან ცნობილ მამებს, მათ ნაშრომებს, მათ იდეებს და საინტერესო დეტალებს... ინტერნეტში ბევრია ასეთი ვებ.გვერდი სადაც შეგვეძლება პირდაპირ ვიკითხოთ მამები, რუსულ ენაზე, ძალიან ბევრია ინგლისურად და ბერძნულად, ფრანგულად ან გერმანულად, აი ერთერთი ყველაზე ცნობილი რუსული http://www.pagez.ru/lsn/ შედით, იკითხეთ და ვისაუბროთ... მამებზე მამებიდან გამომდინარე, რათა მცირედ მაინც გავეცნოთ პატრისტიკულ ღვთისმეტყველებას. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
გავაგრძელებ მე წერას ნეტარ ავგუსტინეზე:
მათ ვისაც წაკითხული არა აქვს ქართულად ნეტარი ავგუსტინე მიიღონ დავალებად ( ![]() ![]() Августин Блаженный ИСПОВЕДЬ Оглавление: * Книга первая. * Книга вторая. * Книга третья. * Книга четвертая. * Книга пятая. * Книга шестая. * Книга седьмая. * Книга восьмая. * Книга девятая. * Книга десятая. * Книга одиннадцатая. * Книга двенадцатая. * Книга тринадцатая. http://christianity.shu.ru/Texts/augustine...fess/confes.htm ნუ ახლა ვინმე თუ გვყავს ვინც ლათინურსაც ფლობს აქ შეუძლია შეამოწმოს რამდენად კარგად აქვს ბაჩანას ნათარგმნი ( ![]() ასე იწყება აღსარებანი ორიგინალში: Liber I CAPUT 1 Magnus es, domine, et laudabilis valde: magna virtus tua, et sapientiae tuae non est numerus. et laudare te vult homo, aliqua portio creaturae tuae, et homo circumferens mortalitem suam, circumferens testimonium peccati sui et testimonium, quia superbis resistis: et tamen laudare te vult homo, aliqua portio creaturae tuae. ასევე ჩვენს გერმანულ ენოვან ფორუმელებს შეუძლიათ აქ წაიკითხონ გერმანულ ენაზე ნეტარი ავგუსტინე: ესაა PDF ფორმატი შეგიძლია გადმოწეროთ, ამობეჭდოთ, მოკლედ კარგი რამეა: http://www.ub.uni-freiburg.de/referate/04/...us/lachmann.pdf ეს კი ისევ "აღსარებანი" ინგლისურად: Augustine's Confessions, translated by E.B. Pusey I am very grateful to Gerald W. Schlabach of the University of Notre Dame for correcting these files and adding the standard book/chapter/paragraph numbering. http://ccat.sas.upenn.edu/jod/augustine/En...onfessions.html ქართულად გვაქვს ასევე "საღვთო ქალაქისათვის" ( ამ შემთხვევაში რუსულიდან თარგმნილი) არის გამოცემული მ.ქ.ბ.-ს სერიაში ( მართლ. ქრის. ბიბლიოთეკა) ხუთტომეულში, რომლის მონახვაც ახლა შეიძლება ბუკინისტებში ან სასულიერო აკადემიის ან საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში; ვისაც სურს რუსულად წაიკითხოს ( სხვა ენებზეც არის ინგლისურად, იტალიურად...) ინტერნეტში აქ შეიძლება წაკითხვა: Августин Блаженный О ГРАДЕ БОЖЬЕМ Оглавление: * Книга одиннадцатая. * Книга двенадцатая. * Книга тринацатая. * Книга четырнадцатая. http://christianity.shu.ru/Texts/augustine...dei/civ_dei.htm რამოდენიმე წიგნი მალე ( სამწუხაროდ ყველა რუსულ ენაზე) ჩვენს ბიბლიოთეკაშიც იქნება... იხარეთ; კაიროსი! ეს კი ყველაზე ძველი ხატია ( ხელნაწერის გაფორმება ) რაც შემორჩენილია ნეტარი ავგუსტინეს სახით, ინახება რომში, სან ჯოვანი ლატერანოს პონტიფიკალურ უნივერსიტეტის არქივში: ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 11:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი