![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
იესოს ლოცვა:
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. რა არის იესოს ლოცვის არსი? (ზოგადად) ეს არის ერთ-ერთი სიტყვიერი მოკლე ლოცვა, რომელიც სხვა მოკლე ლოცვების მსგავსად შთაგვაგონებს, რომ გონებით მხოლოდ ღმერთზე ვიფიქროთ. ნუ შევიძღუდებით იესოს ლოცვის სიტყვების მექანიკური გამეორებით. უნდა გვახსოვდეს, რომ უმთავრესია-ლოცვა შიშით, რწმენით და სიყვარულით. მთავარია ღვთის წინაშე გულის სიღრმიდან გამომავალი ვედრებით დგომა. ჩვენი გულისყური მთიანად უფალს უნდა მივუპყრათ და მოვუხმოთ ყველგან მყოფ ღმერთს. თუ ლოცვისას არ იშრომებთ, ოფლს არ დაღვრით იმისთვის, რომ ყოველი სიტყვა ჩაიბეჭდოს გულსა და გონებაში, მაშინ ამაოა მდუმარება, გლოვა, მარხვა და სიფხიზლე. ის ვინც თავს ანებებს სულიერ ღვაწლსა და იესოს ლოცვას, თვითონვე ხდება მიზეზი იმისა, რომ მისი შრომა უნაყოფოა-ამაოა მისი ოფლის ღვრა, რადგან ის მალე სრულიად გულგრილი ხდება და ამით ყველაფერი მთავრდება. იესოს ლოცვას უნდა აღავლენდეს არა მხოლოდ ბერი, არამედ ერისკაციც. იესოს ლოცვა თავისთავად არ არის სასწაულმოქმედი. ის ისეთივეა, როგორცსხვა ნებისმიერი მოკლე ლოცვა სიტყვიერად და შესაბამისად გარეგნულადაც; მაგრამ მაინც შეიძლება იქცეს ის ჩვენთვის ყველაზე აღმატებულად. გავაგრძელებ მერე პ.ს. ჩემს მიერ ამ თემაში დაპოსტილი მასალა აღებულია (და მერეც იქნება აქედან) საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის მიერ გამოცემული წმ. მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სწავლებანი იესოს ლოცვის შესახებ (შემდგენელი იღუმენი თეოფანე კრიუკოვი) თბილისი 2003წელი. პ.პ.ს. უმორჩილესი თხოვნაა არ გააოფტოპიკოთ და არ გააჩატოთ. პოსტეთ მხოლოდ წმ მამათა სწავლებანი ამ კონკრეტულ თემაზე -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
![]() ![]() |
xatia19 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 23-May 08 მდებარ.: saberdzneti წევრი № 4,891 ![]() |
გავაგრძელებ თუ ნებას დამრთავ..
![]() იესოს ლოცვა ისეთივეა, როგორც ნებისმიერი სხვა ლოცვა, მაგრამ ეს ლოცვა იესოს, უფლის და მაცხოვრის ყოვლადძლიერი სახელით სხვაზე უფრო ძლიერი მაშინ არის, როცა ვუხმობთ ღრმა, გულითადი და ურყევი რწმენით, გვჯერა, რომ უფალი ახლოსაა, ყოველივეს ხედავს და ისმენს, ყოვლის მიმართ გულისხმიერია, მზადაა შეგვისრულოს და გვიბოძოს რასაც ვითხოვთ. ასეთი სასოება არ გვავნებს. თუ ბრკოლდება ზოგჯერ თხოვნის შესრულება, ეს დამოკიდებულია მთხოვნელის მოუმზადებლობაზე მიიღოს ის, რაც ითხოვა............... -------------------- ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. პავლე მოციქული [1 კორინთელთა]
"ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!" (ფს 41) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 02:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი