ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
nini1 |
Jul 3 2008, 09:17 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 |
ჩემი ლექსები რომ დავდო ხომ შეიძლება ?
თუ არ შეიძლება წავშლი მერე წითელი უდაბნო ქვიშას ასდიოდა ცხელი ოხშივარი და აგვისტოს ხვატი ხახამდე ატანდა. წითელი უდაბნოს დამწვარ ქვებს ლოშნიდა მოჰამედ ალ შაკა... ქარს შორით მიქონდა სიმი მრავალმჟღერი, აბრეშუმის შრაშუნს გაერთო ქარვასლა... მბჟუტავ ნაკვერჩხლებზე სიზმარი იწვოდა, კეთილსურნელებით ღამეებს კაზმავდა. იქ, დრო ხარკს უხდიდა არაბ ბედუინებს, თავჩაკიდებული მისდევდა ქარავანს... ქვიშას ასდიოდა ცხელი ოხშივარი და აგვისტოს ხვატი ძვალ-რბილში ატანდა. გამოაღე სარკმელი... გამოაღე! გამოაღე! გამოაღე სარკმელი... მინდა გითხრა კიდევ რაღაც, კიდევ დამრჩა სათქმელი... მოგიყვები რაც კი რამე, მომადგება ენაზე, არ დამიწყო, ქალი ხარო, გმართებს უფრო სინაზე! ისე გამოგეპრანჭები , ამ ჭერმების ჯინაზე, თვალს ვერ მომწყვეტ გეფიცები,გადაგივლის სიბრაზეც... ყოჩივარდებს შეშურდებათ, თუკი იებს მომართმევ, როს გავიგებ ზარების ხმას , საკვირაო წირვაზე გიჩურჩულებ , რომ მიყვარხარ, თორემ მერე ვინანებ... (არ დამიწყო ქალი რომ ვარ, მმართებს უფრო სიმდაბლე!) გამოაღე... გამოაღე... გამოაღე სარკმელი, მინდა გითხრა კიდევ რაღაც, კიდევ დამრჩა სათქმელი... ერთი თხოვნა ერთი თხოვნა გალეული მთვარის ნამგალს ეჭიდება ღამე, ლექსს ბუდიდან წამომიფრენს როცა ირიჟრაჟებს. -ნახე, უკვე გაზაფხული ეჩვენება ბაღებს, ჭერმის ტოტზე კვირტებს ვითვლი, განა დავიღალე ? ყვავილებით ვაგვირისტებ თეთრი ჩითის საკაბეს, ზუფები და ზარბაბები სულ სამზითვოდ გადავდე... სული ისე ამიმჩატდა- მოფარფატე პეპელა, თუ ავფრინდი მამა ღმერთთან, თუ როგორმე მეშველა.... ერთი თხოვნა შემისრულე ღმერთო, მწარედ მოტირალს, სული ლექსად წაიკითხე, ცოდვა-მადლს ნუ მომკითხავ! გალეული მთვარის ნამგალს ეჭიდება ღამე, ლექსს ბუდიდან წამომიფრენს როცა ირიჟრაჟებს..... ნინო ქადაგიძე -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი