ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
nini1 |
Jul 3 2008, 09:21 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 |
ციტატა კი როგორ არ სეიზლება კაი ლექსია. გაიხარე მაშინ ერთი-ორსაც დავდებ და გავაალ .... * * * მამალს გაეჩხირა ყელში ალიონი... ცოტაც.... იყივლებს და კიდეც გათენდება, ბუხარს წამოანთებს ისევ ძველი დარდი და ჭრელ ბალიშებზე ძილი დაფეთდება. მე კი დავუყვები ეზოს ჭიშკრის ბოლოს , ანდა ღობის ძირში ვიპოვი ნაკვალევს, კალთას დავაფარებ და გამოვაზამთრებ... ეხლა გინდ მზე იყოს, ან თუნდაც გაავდრდეს.... ფუძის ანგელოზებს მარანში მოვიხმობ და ქუდსაც წამოვხდი ღვინიან ზედაშეს, საბძელში მიკუჭულ ჭინკებსაც დავაფრთხობ, კერას არ ჩაგიქრობ ქარიც რომ ბერავდეს. მამალს გაეჩხირა ყელში ალიონი, ცოტაც.... იყივლებს დაა კიდეც გათენდება.... * * *გარღვეულ ზეცას ამოვკერავ ლურჯი ტიტებით, შევეფეთები ახირებულ გაზაფხულს სადმე, ატმის გუბიდან ამოვხვრეპავ ბადაგს მუჭებით და დავუმშვენებ ენძელებით ამღვრეულ თვალებს... მერე ხარებას ვიზეიმებ ჭერმის ხარხარით, მარტს გადავუხდი აპრილისგან აღებულ ვალებს, ლექსი-სურვილი ამეხლართა თითქოს თითებში, რომ არ დავწერო გავგიჟდები... მირჩიეთ რამე... გარღვეულ ზეცას ამოვკერავ ლურჯი ტიტებით.... თუ... თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას... თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს... თუ გაზაფხულს გავუმხილე ეს სურვილი.... თუ როგორმე დავუყვავე ქარს... თუ გვირილა დაიფიცებს უყვარხარო... თუ ყაყაჩოც არ დამალავს ხალს... თუ მუჭაში მომწყვდეული ბედისწერა, ძველებურად ამარიდებს ავს... თუ მოვკარი შროშანების შრიალს ყური, -ჩუმად!თითქოს შენს ფეხის ხმას გავს... დამიჯერე, დამიჯერე ვერასოდეს, დარდი ვეღარ დამისველებს თვალს... თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას... თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს... ნინო ქადაგიძე -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი